საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება

28.02.2019 1 688
"სამეფო კარის თამაშების" მილიონი ადამიანის წარმოდგენა შეცვალა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე რეალიებში გადაღებული სერიალი. სპეცეფექტები, დეტალების დონემდე მოფიქრებული სცენარი, კარგად შერჩეული სამსახიობო შემადგენლობა და ინტრიგა. ამ ყველაფრით ეკრანიზირებული წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მერვე სეზონის ტიზერს 25-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს "სამეფო კარის თამაშების" შესახებ, რომლებიც ალბათ შოუს ყველაზე ერთგულ მაყურებლებსაც კი არ სმენიათ.

1) დინ-ჩარლზ ჩეპმენმა სერიალში ერთდროულად ორი როლი შეასრულა. თავდაპირველად მსახიობმა მეორეხარისხოვანი პეროსნაჟი - მარტინ ლანისტერი ითამაშა, რომელიც კივან ლანისტერის შვილია, ხოლო შემდეგ კი თომენ ბარათეონის როლზე დაამტკიცეს.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება


2) "სამეფო კარის თამაშები" ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და ყველაზე ძვირადღირებული ფენტეზი პროექტია. პირველი სეზონის ბიუჯეტი 60 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ბოლო, მერვე სეზონის გადაღება კი 90 მილიონი დაჯდა, თუმცა მიუხედავად ამისა სერიალის მსახიობები ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობებიც კი არ არიან. რეიტინგის პირველ პოზიციაზე "დიდი აფეთქების თეორიის" ძირითადი სამსახიობო ქასტი იმყოფება.

3) ბერიკ დონდარიონის ცეცხლოვანი ხმალი ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშეა გადაღებული, რასაც კადრში ვხედავთ კომპიუტერული გრაფიკის ჩარევის გარეშე ხდება. საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ორი ხმალი არსებობს: პირველს ჩვეულებრივი სცენების გადაღების დროს იყენებენ, ხოლო მეორეს კი ბრძოლის დროს. ჩვეულებრივი ხმლის შიგნით გაზისთვის მცირე ადგილია დატოვებული და პატარა ღილაკზე თითის დაჭერით მასში ნაპერწკალი ხვდება და ხმალს ცეცხლი ეკიდება. მეორე ხმალზე სპეციალური ზეთია წასმული და შემდეგ უკვე ცეცხლია მოკიდებული.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება

4) სერიალის ქუდს ყოველ ახალ სეზონში ანახლებენ - სამგანზომილებიან რუკაზე ახალ მიწებს ამატებენ და მათ მმართველი ოჯახის გერბით ნიშნავენ. ტიტრების განახლებას 10 კაციანი ჯგუფი სამ თვე ანდომებს. ქუდის შემქმნელებმა "ტიტრების საუკეთესო დიზაინის" კატეგორიაში "ემის" პრემიაც კი მოიგეს.

5) 2014 წელს თურქეთის მთავრობამ სამხედრო სასწავლებლებში "სამეფო კარის თამაშების" ჩვენება აკრძალა. ამგვარად სახელმწიფომ ახალგაზრდა სამხედროები პორნოგრაფიისგან, ძალადობისგან და სხვა მიუღებელი საქციელების გამოვლინებისგან დაიცვა. 2012 წელს სტამბულის სამხედრო აკადემიიდან რამდენიმე ოფიცერი გააგდეს, რადგან მათ კადეტებს სერიალის ყურების უფლება დართეს.

6) მსახიობმა ჯეკ გლისონმა აღიარა, რომ ჯოფრი ბარათეონის სადიზმის და დესპოტიზმის წარმოსაჩენად მისთვის შთაგონების წყარო ფილმი "გლადიატორი" გახდა, კერძოდ კი ჰოაკინ ფენიქსის კომოდუსი.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება


7) HBO-მ "სამეფო კარის თამაშები" თავის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სერიალად დაასახელა. მეშვიდე სეზონის თითოეულ ეპიზოდს დაახლოებით 25-მა მილიონმა ადამიანმა უყურა, მეორე ადგილს HBO-ს რეიტინგში 1999 წლის "სოპრანოს კლანი" იკავებს.

8) ჩარლზ დენსი, რომელიც ტაივინ ლანისტერის როლს ასრულებს იმდენად მოხიბლული იყო ლორდის ვაჟის - ტირიონის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, რომ დუბლებს შორის ის მსახიობ პიტერ დინკლეიჯს თავისი პერსონაჟის საქციელების გამო ბოდიშს უხდიდა.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება


9) პიტერ დინკლეიჯის პერსონაჟი სერიალში ყველაზე ხშირად ჩნდება. ტირიონ ლანისტერი მაყურებელმა 73 სერიიდან 61-ში იხილა.

10) მსახიობი ჯონ ბრედლი კალიგრაფიის ხელოვნებას რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდა. სერიალში ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწყვეტი გვაჩვენეს, რომელშიც სემველ თარლი რამდენიმე ხაზს კალმით ნაზად ავლებს. ამის ნახვა მეხუთე სეზონის მეშვიდე ეპიზოდშია შესაძლებელი.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება


11) ჯეიმე ლანისტერის აბჯარი არამხოლოდ რეალურად გამოიყურება, არამედ რეალისტური ხმაც აქვს, როგორიც რაინდის აბჯარი სინამდვილეში უნდა იყოს. კოსტუმი ზოგჯერ ისეთ ძლიერ ხმას გამოსცემს, რომ მსახიობ ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს სიარულის დროს ჩაწერილი დიალოგების ხელახლა გახმოვანება სტუდიაში უწევს.

12) თავდაპირველად დეინერის ტარგარიენის როლზე მსახიობი ტამზინ მერჩანტი დაამტკიცეს, ხოლო კეიტლინ სტარკის როლი ჯენიფერ ელს უნდა შეესრულებინა, მსახიობებმა საპილოტე სერიის გადაღებებშიც კი მიიღეს მონაწილეობა, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ მათი ადგილი ემილია კლარკმა და მიშელ ფეირლიმ დაიკავეს.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება


13) "სამეფო კარის თამაშები" მეკობრულ ტორენტებზე ყველაზე გადმოწერადი სერიალია. ყველა რეკორდი მეშვიდე სეზონმა დაამხო, როდესაც მომხმარებლებმა ის 1 მილიარდჯერ გადმოწერეს. მეშვიდე სეზონი სატელევიზიო რეიტინგების მხრივაც ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.

14) აშშ-ელმა ტოპოგრაფიულმა დიზაინერმა საკუთარი სარკინიგზო რუკაც შექმნა, რომელიც კარგად ხსნის შვიდ სამეფოში განლაგებული ობიექტების მდებარეობას. დიზაინერმა უამრავი easter-egg დაამატა, მაგალითად სადგურ ჰარენთაუნზე მტვერს უნდა მოერიდოთ, რადგან ახლოს კოშკ ჰარენჰოლის რესტავრაცია მიმდინარეობს.

15) ჯოფრის და მარჯერის ქორწილი მეოთხე სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რადგან მაყურებლებმა როგორც იქნა იხილეს ჯოფრის დამსახურებული სიკვდილი. წიგნის ავტორის - ჯორჯ მარტინის შთაგონების წყარო პრინც ესტაშ სიკვდილი გახდა, რომელიც 1153 წელს გარდაიცვალა. ჯოფრის მსგავსად ისიც დღესასწაულის დროს დაიღუპა, სავარაუდოდ მოწამლეს, თუმცა ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ტახტის მემკვიდრე უბრალოდ დაიხრჩო.
საინტერესო ფაქტები "სამეფო კარის თამაშების" შესახებ მათთვის, ვინც ბოლო სეზონს მოუთმენლად ელოდება
GOT-ის მერვე სეზონში სანსა სტარკი აბჯარს მოირგებს
სოფი ტერნერმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" სანსა სტარკის როლს ასრულებს განაცხადა, რომ მერვე სეზონში მისი პერსონაჟი
Syfy-მ
დაწყებული ბიუჯეტით და დამთავრებული ეპიზოდების გამოსვლის მეთოდიკით სერიალი "ნაითფლაიერი" არხ Syfy-სთვის ძალზედ უცნაური
Paramount
კინოკომპანია Paramount Pictures ფილმ "მსოფლიო ომი Z-ს" მეორე ნაწილს აღარ გამოუშვებს, რომელიც რეჟისორ დევიდ ფინჩერს უნდა
ჯეისონ მომოას შესახებ
.მსოფლიო სექს–სიმბოლოს ვულგარული სცენების თამაში უჭირს ჯეისონმა აღნიშნა, რომ ძალიან უჭირს +18 სცენების თამაში. ისიც
ნახეთ: GOT-ის ფინალური სეზონის უახლესი ფოტოები
GOT-ის ფანებო, აბა მზად ხართ? გახსოვთ ბოლოს რაზე შევჩერდით? ჩრდილოეთის კედელი დაინგრა, ზამთარი მოდის, დრაკონების დედა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება