"დაუჯერებელს ელოდეთ": ვინ დიზელი "ფორსაჟი 9-ზე"

29.04.2021 401
მფრინავი მანქანები, სუპერძლიერი მაგნიტები, კოსმოსში მოგზაურობა (!): როდესაც საქმე ფორსაჟ 9-ს ეხება, ვინ დიზელის თქმით, „დაუჯერებელ რაღაცებს ელოდეთ“. როდის მიხვდით, რომ ფორსაჟის ფრენჩაიზი ფიზიკის სხვა განზომილებას გვთავაზობდა?

მაშინ, როდესაც დომმა ლეტი ჰაერში სუპერმენივით გადაარჩია, თუ აბუ დაბიში სუპერმანქანების სამ ცათამბრჯენს შორის გადაფრენისას? ან იქნებ მაშინ, როდესაც დუეინ ჯონსონი ტორპედოს შიშველი ხელებით აწვებოდა?



უბრალო ქუჩის რბოლებიდან და DVD ფლეიერის ქურდობიდან ფილმი დიდბიუჯეტიან, წარმოუდგენელ ბლოკბასტერად იქცა, რომლის თითოეული ნაწილი მაყურებელს დიდ ბედნიერებას გვრის და როგორც ჩანს, ფორსაჟის მეცხრე ნაწილი თამასას კიდევ უფრო მაღლა სწევს.
მეცხრე ნაწილში საგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი, ჯასტინ ლინი ბრუნდება. მისი რეჟისორობით, ფორსაჟის "ტოკიო დრიფტის"
, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილეობია გადაღებული. ახალ ფილმში ასევე გამოჩნდება ჯონ სენა, რომელიც დომის მკვლელი უმცროსი ძმის, ჯაკობის როლს შეასრულებს.
ტრეილერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ დასასრულშია, სადაც რომანს (ტაირის გიბსონი) და ტეჯს („ლუდაკრისი“) ვხედავთ, რომლებიც ასტრონავტის ფორმაში იმოსებიან და როგორც ჩანს, კოსმიური ხომალდის ფუნქციური ავტომობილით კოსმოსში მიემგზავრებიან.



„ასე ვიტყოდი - როდესაც ფორსაჟის მეცხრე ნაწილის სანახავად მოხვალთ, დაელოდეთ მოულოდნელ ამბებს. ვცდილობთ, რომ მოლოდინებს ყურადღება არ მივაქციოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ფორსაჟის მეცხრე ფილმი საგის პრემიერის 20 წლის თავზე გამოდის. გვსურს, რომ გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ“, - ამბობს ფილმის მთავარი გმირის, დომინიკ ტორეტოს როლის შემსრულებელი, ვინ დიზელი.

წარმოუდგენელ და საოცარ სანახაობას აანონსებს ფილმის ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირი, მიშელ როდრიგესიც, რომელიც ამბობს, რომ მათ ახალ საფეხბურს მიაღწიეს, რის გასაუმჯობესებლადაც სერიოზული კრეატიულობა იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ "ფორსაჟი 9" კინოთეატრების ეკრანებზე 2021 წლის 8 ივლისს გამოვა.
კრისტოფერ ნოლანმა აღიარა, რომ
კრისტოფერ ნოლანმა პოდკასტ Happy Sad Confused-ის ინტერვიუში თქვა, რომ "ფორსაჟის" ფრენჩაიზი უყვარს. რეჟისორი სიამოვნებას
როგორც ჩანს ხუმრობები "ფორსაჟის" გმირების კოსმოსში მოგზაურობის შესახებ რეალობად იქცევა, მინიშნებები ამის შესახებ
მიშელ როდრიგესი გვპირდება, რომ
"ფორსაჟის" საგაში ლეტის როლის შემსრულებელმა მიშელ როდრიგესმა თქვა, რომ მეცხრე ფილმი ფიზიკის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს
როგორც ჩანს "ფორსაჟი" ეკრანებს რამდენიმე წელი კიდევ არ დატოვებს. მეცხრე ნაწილი ჯერ არ გამოსულა და ვინ დიზელი უკვე
მეცხრე
ვინ დიზელმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან "ფორსაჟის" მეცხრე ნაწილზე მუშაობა დააანონსა. მიშელ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება