კრის ჰემსუორტი და ანა ტეილორ-ჯოი ახალ

კრის ჰემსუორტი და ანა ტეილორ-ჯოი ახალ "Mad Max"-ში მიიღებენ მონაწილეობას

22.04.2021 225
2015 წელს ჯორჯ მილერმა კინოსამყარო „Mad Max“-ის შესანიშნავი რებუტით გაახარა, ფილმმა როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების მხრიდან შესანიშნავი შეფასებები მიიღო, ასევე ქინოგაქირავებაშიც ბლოკბასტერმა შესანიშნავი ციფრები აჩვენა – 150 000 000 აშშ დოლარიანი ბიუჯეტით სურათმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 400 000 000 $-მდე მოაგროვა. შესაბამისად წარმატებული ფილმების შემთხვევაში, როგორც ეს უკვე ჰოლივუდს ჩვევად ექცა, მალევე დადგა სიკველის გადაღების საკითხის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ 5 წლის შემდეგაც ტომ ჰარდისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით გრანდიოზული ბლოკბასტერი არ გამოსულა.

საქმე იმაშია, რომ გადაღებები, რომელიც ავსტრალიაში მიმდინარეობდა, როგორც რეჟისორისა და მსახიობებისათვის, ისე თავად გადამღები ჯგუფისათვის ჯოჯოხეთად იქცა. აუტანელი სიცხე, რომელსაც, როგორც ტექნიკა, ისე ადამიანები ვერ უძლებდნენ. შესაბამისად იგივე ჯოჯოხეთის გავლის სურვილი, მიუხედავად დიდი ჰონორარებისა და წინა ფილმის წარმატებისა დღემდე არავის ჰქონია. თუმცა კულუარებში უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობენ ერთგვარი პრიკველის გადაღებაზე, რომელშიც წესით შარლიზ ტერონის მიერ განსახიერებული პერსონაჟის, „Furiosa“-ს ისტორია უნდა მოეყოლათ:

კრის ჰემსუორტი და ანა ტეილორ-ჯოი ახალ "Mad Max"-ში მიიღებენ მონაწილეობას

მოგეხსენებათ, რომ ის რაც ჰოლივუდის კულარებიდან ჩურჩულით ისმის, მალევე ხმამაღალ განცხადებებად იქცევა ხოლმე, ზუსტად ისე როგორც ახლა, შესაბამისად მალევე სამყარომ შეიტყო რომ 2022-ში ავსტრალიაში, „Mad Max: Furiosa“-ს გადაღებები დაიწყებოდა, თუმცა პატარა განსხავებებით. დაგეგმილ ბლოკბასტერში შარლიზ ტერონის ნაცვლად Furiosa-ს როლს „The Queen’s Gambit“-ს ვარსკვლავი ანა ტეილორ-ჯოი შეასრულებს. ხოლო მთავარი მამაკაცის როლის შემსრულებები ასგარდის პრინცი, თორი იქნება. აქვე აღნიშნავენ, რომ კრის ჰემსუორტი არ შეასრულებს მაქსის როლს, არამედ განასახიერებს 30-40 წლის ახალ პერსონაჟს. ასევე, დაზუსტებით ვიცით, რომ პრიკველში მონაწილეობას „Aquaman“-ის ვარსკვლავი Yahya Abdul-Mateen მიიღებს. რეჯისორის სკამს კვლავ ჯორჯ მილერი დაიკავებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ფილმში მოვლენები ფურიოსას ე.წ „Warlord“-ის პოზიციაზე დანიშვნამდე განვითარდება და ამასთან ერთად ისტორიის თხრობა რამოდენიმე წელიწადზე გადანაწილდება და არა ისე როგორც ეს „Fury Road“-ში იყო, რომელშიც მოვლენები რამოდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა (2 დღისა და 3 ღამის). შესაბამისად საინტერესო სანახავი იქნება ის რთული გზა, რომელიც ფურიოსამ პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში ახალგაზრდობიდან მხედართმთავრობის პოზიციამდე გაიარა.

კრის ჰემსუორტი და ანა ტეილორ-ჯოი ახალ "Mad Max"-ში მიიღებენ მონაწილეობას


როგორც უკვე აღვნიშნეთ გადაღებები 2022-ში, ავსტრალიაში, კერძოდ კი ახალ სამხრეთ უელსში დაიწყება. ფილმს მხარს უჭერს ავსტრალიის ფედერალური მთავრობა და მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ, როგორც აპარატურის ისე სხვა საჭირო ატრიბუტების როგორც შექმნაში ისე ტრანსპორტირებაში. ასევე, გარკვეული კუთხით ცნობილი გახდა ფილმის სავარაუდო ბიუჯეტიც, ახალი სამხრეთ უელსის წარმომადგენლებმა რეჟისორთან შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, რომ „Mad Max-ის პრიკველი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი და დიდი ფილმი იქნება, რომელიც ავსტრალიის ტერიტორიაზე გადაუღიათ. მთავრობის წევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ფილმის გადაღებების განმავლობაში ვარაუდობენ, რომ დასაქმდება 850 ადგილობრივი მოსახლე და შტატში ინვესტიციის სახით დაიხარჯება 350 მილიონი ავსტრალიური დოლარი რაც, დაახლოებით 280 მილიონი აშშ დოლარია. მილერი დაგ მიჩელთან ერთად სცენარის თანაშემქმნელი და ფილმის პროდიუსერიც იქნება.
კორონავირუსის მიუხედავად ჰოლივუდი პროექტების გარკვეულ ნაწილზე მუშაობას მაინც აგრძელებს. პორტალ Variety-ს ინფორმაციით
გამოცემა The Daily Beast-თან ინტერვიუში რეჟისორმა ჯორჯ მილერმა მოყვა, თუ ვის შეეძლო ეთამაშა მაქსის როლი "შეშლილი
კიანუ რივზი ბანერ
ახლა ლუიზიანაში "ბილი და ტედის" სიკველის გადაღებები მიმდინარეობს, რომელშიც მთავარ როლებს კიანუ რივზი და ალექს უინტერი
სუპერგმირული ბლოკბასტერი "შაზამი!" ჯერ არ გამოსულა, თუმცა მის ავტორებს უკვე სიქველის გადაღება სურთ. რეჟისორმა დევიდ ფ.
Warner Bros.-მა
როგორც გამოცემა Deadline იტყობინება Warner Bros.-ი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ბოევიკის - "მომავლის ზღვარის"
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება