GOT-ის მერვე სეზონში სანსა სტარკი აბჯარს მოირგებს

GOT-ის მერვე სეზონში სანსა სტარკი აბჯარს მოირგებს

22.02.2019 2 460
სოფი ტერნერმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" სანსა სტარკის როლს ასრულებს Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მერვე სეზონში მისი პერსონაჟი კაბის ნაცვლად რაღაც უფრო პრაქტიკულს ჩაიცმევს. "მე აბჯარი პირველად მექნება", - უპასუხა ტერნერმა კითხვაზე, თუ როგორ ემზადებოდა სანსა მიცვალებულების არმიასთან შეხვედრისთვის.

მაყურებლები სანსა სტარკს მძიმე აბჯარში მაინც ვერ იხილავენ, ამის ნაცვლად ის ტყავის მსუბუქ აბჯარს მოირგებს.

"მე მინდოდა, რომ მას აბჯარი ჰქონოდა", - ამბობს ტერნერი. - "ახლა ის უინთერფელის მეომარს გავს თუ რაღაც მასეთს".

მერვე სეზონი სწორედ უინთერფელში იწყება - სტარკების მშობლიურ სახლში, სადაც დეინერისი და მისი მეომრები ჩადიან, რომ რკინის ტახტი დაიპყრონ, თუმცა სერსეა გმირების უკანასკნელი პრობლემაა, რადგან ჩრდილოეთიდან მათ მიცვალებულთა არმია უახლოვდება, რომელსაც ღამის მეფე მეთაურობს. იმ შემთხვევაში თუ ადამიანები არ გაერთიანდებიან, მაშინ დედამიწაზე მუდმივი ზამთარი დაისადგურებს.

"სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონი ექვსი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი. ფინალში მაყურებლებს აქამდე არნახული მასშტაბური ბრძოლა ელოდებათ.
''როდესაც მოზარდი ვიყავი ყოველღამე ვსვამდი'' - დენიელ რედკლიფმა ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა
დენიელ რედკლიფმა ძალიან ბევრს მიაღწია, მან წარმატებული სამსახიობო კარიერა აიწყო და თავის ასაკში ყველაზე მდიდარი
Syfy-მ
დაწყებული ბიუჯეტით და დამთავრებული ეპიზოდების გამოსვლის მეთოდიკით სერიალი "ნაითფლაიერი" არხ Syfy-სთვის ძალზედ უცნაური
Amazon-მა
"ჯეკ რაიანი"-ს მეორე სეზონი ჯერაც არ გამოსულა, თუმცა Amazon-მა სერიალს უკვე მესამე სეზონი დაუმტკიცა. ამის შესახებ
ექო კელუმმა, რომელიც "ისარში" კერტის ჰოლტის როლს ასრულებს სერიალის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის
ნახეთ: GOT-ის ფინალური სეზონის უახლესი ფოტოები
GOT-ის ფანებო, აბა მზად ხართ? გახსოვთ ბოლოს რაზე შევჩერდით? ჩრდილოეთის კედელი დაინგრა, ზამთარი მოდის, დრაკონების დედა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება