12 თანამედროვე ფილმი, რომელმაც საკულტო სტატუსი უკვე მოიპოვა

12 თანამედროვე ფილმი, რომელმაც საკულტო სტატუსი უკვე მოიპოვა

20.07.2021 31 954
"შეშლილი მაქსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
აპოკალიფსური ამბავი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილნი და არსებობისათვის იბრძვიან...
რატომ უნდა უყუროთ: "შეშლილი მაქსი" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმია, რომელიც მარტივი სიუჟეტით მაყურებელს ორი საათის განმავლობაში დაძაბულს ამყოფებს.


"პარაზიტები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში.
რატომ უნდა უყუროთ: ამ ფილმს ყველაზე აგრესიული კრიტიკოსებიც კი ვერ შეეხნენ - რეცენზისტების 98% თვლის, რომ ის შედევრია.


"ფორდი ფერარის წინააღმდეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს ბრძოლაზე - ფორდსა და ფერარის შორის 1966 წლის "ლე მანსის" მოსაგებად...
რატომ უნდა უყუროთ: ქრისტიან ბეილმა ამ ფილმისთვის 30 კილოგრამი დაიკლო, რომ მეთ დეიმონისთვის ტანდემი შეედგინა. კინოკომპანია Fox-მა, მსახიობები "ოსკარის" ნომინაციაში, "საუკეთესო მსახიობში" წარადგინა.


"საძულველი რვიანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის მოქმედება სამოქალაქო ომიდან 6, 8 ან 12 წლის შემდეგ ხდება, ეტლი ზამთრის ცივ და სუსხიან გზაზე მიქრის, მისი მგზავრები თავებზე მონადირე ჯონ რუთი და მისი პატიმარი დეიზი დომერგი მიდიან ქალაქში, სადაც ჯონი დეიზის მართლმსაჯულებას გადასცემს. გზად ისინი ორ უცხო ადამიანს შეხვდებიან: თავებზე მონადირე მაიორ მარკის ვორენსა და კრის მენიქსს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალაქის ახალი შერიფია. ისინი მიადგებიან ადგილს სახელად: მინის გალანტერეა, სადაც მეპატრონის ნაცვლად ოთხი უცხო ადამიანი დახვდებათ. ესენი არიან: ბობი, რომელიც მეპატრონის მოვალეობას დროებით ასრულებს, ჯალათი ოსვალდო მობრეი, კოვბოი ჯო გეიჯი და გენერალი სენფორდ სმიზერნი. როდესაც მთებს შტორმი მოადგება რვა მოგზაური მიხვდება, რომ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ…
რატომ უნდა უყუროთ: ეს კვენტინ ტარანტინოს ყველაზე გრძელი ფილმია, რომელსაც ლეგენდარული ენიო მორიკონეს მუსიკა სდევს თან.


"დედამიწა: ერთი გასაოცარი დღე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დედამიწაზე მზე ამოდის და მრავალი ცოცხალი არსება იწყებს მის დღეს, რომელიც სავსეა საინტერესო და სახიფათო თავგადასავლით.
რატომ უნდა უყუროთ: კინოკრიტიკოსების თქმით ეს ფილმი ჰოლივუდურ ბლოკბასტერებთან შედარებით არანაკლებ დაძაბულს გამყოფებს.


"ზოოტოპია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოგესალმებით ცხოველთა ქალაქში - თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით, დიდი სპილოები პატარა თაგვები. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე და ასევე არასტუმართმოყვარე ტუნდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად მოუწევთ რთული საქმის გამოძიება, რის გამოაშკარავებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს.
რატომ უნდა უყუროთ: ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია კინოს ისტორიაში - მულტფილმმა შემქმნელებს 1 მილიარდი დოლარი მოუტანა.


"კაპერნაუმი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
12 წლის ბიჭი ზეინი ცდილობს გადარჩეს ბეირუთის სიბინძურით სავსე ქუჩებში. პატარა ასაკის მიუხედავად, ზეინი დაუღალავად შრომობს, ასრულებს ყველანაირ სამუშაოს რათა როგორმე გადარჩეს და თავი დააღწიოს დაუსრულებელ ტანჯვას. იგი ხედავს სამყაროში გამეფებულ სისასტიკესა და სიძულვილს. საბოლოოდ ციხის კედლებში აღმოჩნდება სადაც განსჯის მშობლებს მისი გაჩენისათვის.
რატომ უნდა უყუროთ: ეს ფილმი გულს ნამდვილად გაგიტეხავთ, მაგრამ ამავდროულად დაგაფიქრებთ, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ და რა მომავალი ექნებათ ჩვენს შვილებს.


"გადარჩენილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებმაც მას უღალატეს.
რატომ უნდა უყუროთ: კინოთეატრების მფლობელებს ეგონათ, რომ ფილმში ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობის მიუხედავად კინოსურათს დაბალი შემოსავლები ექნებოდა, მაგრამ ისინი შეცდნენ, ხოლო "გადარჩენილმა" კი შემქმნელებს არაერთი "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" მოუტანა.


"ბოჰემური რაპსოდია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული მომღერლის - ფრედი მერკურის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
რატომ უნდა უყუროთ: იდეის დაბადებიდან ფილმი 10 წელწადში გადაიღეს, მანამდე კი გადაღებებისთვის ემზადებოდნენ. საბოლოო ჯამში "ბოჰემური რაფსოდია" სიყვარულის აღიარება აღმოჩნდა Queen-ის და ფედი მერკურის მიმართ.


"ჯენტლმენები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამერიკელი ექსპატრიატი ცდილობს თავისი მაღალშემოსავლიანი მარიხუანას იმპერია გაყიდოს ლონდონში, რაც კონსპირაციებს, მაქინაციებს, მექრთამეობას და შანტაჟს გამოიწვევს, რადგანაც მისთვის ამ სამფლობელოს ცხვირწინ აცლა უნდათ.
რატომ უნდა უყუროთ: ეს კლასიკური განგსტერული თრილერია, რომელშიც თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გამოვარჩევდით ჰიუ გრანტს, რომელმაც ტკბილი სიმპათიური მამაკაცის ნაცვლად, არამზადის როლი შესანიშნავად შეასრულა.


"საოცრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
რატომ უნდა უყუროთ: მძაფრ-სიუჟეტიან თრილერებს შორის ამ ფილმებს გამოვარჩევდით, რომელიც გვასწავლის, რომ ადამიანების უნდა გვჯეროდეს.


"ინტერსტელარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კოსმონავტების ჯგუფი გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება და თავისი ხომალდით დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან. ის მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ წარმოუდგენელ მანძილებზე..
რატომ უნდა უყუროთ: ინტერნეტმომხმარებლები თვლიან, რომ "ინტერსტელარი" კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, მაგრამ კრიტიკოსების გარკვეული ნაწილის აზრით ეს კრისტოფერ ნოლანის საუკეთესო ნამუშევარი არაა, მაგრამ ამ კინოსურათის ნახვა მხოლოდ იმის გამო ღირს, რომ მასში მამობრივი სიყვარულია ნაჩვენები, რომელიც დროსა და სივრცეს უძლებს.
"ფორდი ფერარის წინააღმდეგ" გადაღებების დროს ქრისტიან ბეილს მისმა კოლეგამ ჯოშ ლუკასმა უთხრა, რომ მერი ჰერონის "ამერიკელ
ქრისტიან ბეილმა როლის გულისთვის 18 კილოგრამი დაიკლო
ქრისტიან ბეილი მისი სხეულის მუდმივი მეტამორფოზებით საზოგადოებას შოკში აგდებს და გამონაკლისი არც მისი ბოლო ფილმია -
სერიალი "რატომ კლავენ ქალები" სტრიმინგ-სერვის CBS All Access-ზე ისეთი პოპულარული აღმოჩნდა, რომ პლატფორმის
ინტერნეტში ფილმ "ფორდი ფერარის წინააღმდეგ" თრეილერი გავრცელდა, რომლის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია. მთავარი როლები ქრისტიან
ფილმ
ინტერნეტში ფილმ "ფორდი ფერარის წინააღმდეგის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავარ როლებს მეთ დეიმონი და
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება