10 საუკეთესო კორეული კრიმინალური დორამა, რომლის თითოეული სერია ბოლო წუთამდე დაძაბულს გამყოფებთ

10 საუკეთესო კორეული კრიმინალური დორამა, რომლის თითოეული სერია ბოლო წუთამდე დაძაბულს გამყოფებთ

13.07.2021 945
"მე შენ მახსოვხარ"
ლი ჰონი კრიმინალისტიკის გურუა და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა არასტანდარტული აზროვნებით. ის აშშ-ში ცხოვრობდა და სწავლობდა, მაგრამ უცნობისგან გამოგზავნილმა წერილმა ის აიძულა მშობლიურ კორეაში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის სერიული მკვლელობების გამოძიებას იწყებს, რომლებსაც მის წარსულთან აშკარად კავშირი აქვთ. ლის მეწყვილე ჩა ძი ანია, გამხდარი და მორიდებული გოოგნა, რომელმაც პოლიციაში მუშაობა ლის დასახმარებლად დაიწყო.


"ხმა"
ერთ-ერთი საუკეთესო კორეული კრიმინალური სერიალი. პირველ სეზონში ლი ჰა ნა ხმის პროფესიონალი იდენტიფიკატორის როლს ასრულებს. ის დეტექტივთან ერთად მუშაობს, რომლის როლსაც ჩან ჰეკი განასახიერებს. ისინი ერთად სერიალის მთავარი ანტაგონისტის დაჭერას ცდილობენ. 18 ივნისს "ხმის" მეოთხე სეზონი გამოვიდა.


"ბოროტების მიღმა"
ლი დონ სიკი კარგი დეტექტივია, რომელიც რატომღაც ჩამოაქვეითეს და ახლა პოლიციის განყოფილება რუტინულ სამუშაოს ასრულებს. ის მშვიდობიანად ცხოვრებას ეჩვევა, როდესაც განყოფილებაში ახალ უფროსს - ჰან ძუ ვონს ნიშნავენ - ელიტურ დეტექტივს, რომლის მამაც შესაძლებელია ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი გახდეს. თავისი შესანიშნავი თვისებების და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ძუ ვონი ერთ საინტერესო საიდუმლოს მალავს.


"უცნობები ჯოჯოხეთიდან"
იოონ იონგვუ სოფლიდან სეულში ჩადის და ერთ იაფფასიან ბინაში გაჩერდება, რომელსაც სხვა მობინადრეებთან საერთო სამზარეულო და აბაზანა აქვს. მობინადრეები არ მოსწონს, რადგან ძალიან უცნაური და საეჭვო პირები ჩანან.


"ცუდი დეტექტივი"
დორამა ბრიტანული სერიალის - "ლუთერის" რიმეიქს წარმოადგენს. მთავარ გმირს უ ჰე სოკი ჰქვია, ის ძალიან საიმედო და ავტორიტეტული დეტექტივია, რომლის კარიერაში ყველაფერი კარგად მიდის. სოკი მზადაა კრიმინალური თავსატეხები ნებისმიერი გზის ამოხსნას, თუნდაც არაკანონიერით.


"ბოროტების ყვავილი"
ჩა ჯი ვონი დეტექტივია. ის ბეკ ჰი-სუნზეა დაქორწინებული და მათ შვილი ჰყავთ. ბეკ ჰი-სუნი სამაგალითო მამას და მეუღლეს ჰგავს, მაგრამ ის წარსულიდან საზარელ დაისუმლოს მალავს და სხვა ადამიანის სახელით ცხოვრობს. ის თავის ცოლს ტყუილებში აცხოვრებს, მაგრამ ჩა ჯი-ვონი ამის შესახებ იგებს და ქმრის წარსულის დევნას.


"გვირაბი"
1986 წელი, დეტექტივი პაკ გვან ჰო დამნაშავეს მისდევს, გვირაბში გადის და 2016 წელში ხვდება. ის იქ კიმ სონ ჯეს გაიცნობს, ჰვაიანგის პოლიციის განყოფილების ელიტურ დეტექტივს. კრიმინალურ ფსიქოლოგთან ერთად, პროფესორ სინ ძე ისთან ერთად, ისინი მკვლელის დაკავებას ცდილობენ. ეს სერიალი ისეთი ჰიტი გახდა, რომ 2019 წელს მის მიხედვით ტაილანდში და ინდონეზიაში რიმეიქი გადაიღეს.


"პენთჰაუსი"
დორამა მდიდარი ოჯახების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთ შენობაში ცხოვრობენ. სერიალის ყველა გმირს თავისი ბნელი წარსული, ამბიციები აქვს და სასიკვდილო დემონები ჰყავს. როდესაც წვეულების დროს ტრაგიკულად ერთ-ერთი პერსონაჟი კვდება, ოჯახები ყველაფერზე წავლენ, რომ თავიანთი შვილები და იმიჯი დაიცვან.


"გადამარჩინე"
მამამისის გაკოტრების შემდეგ, სანმი და მისი ოჯახი მუჯი-გონში გადადიან, სადაც მათ არც მეგობრები ჰყავთ და არც ნათესავები. პრობლემების გამო ოჯახს დახმარებას მამაო ბეკ ჯონკი სთავაზობს გუსონვონიდან, დროთა განმავლობაში სანმის ოჯახი რელიგიური სექტის გავლენის ქვეშ ექცევიან, და მათ გადარჩენას სანმის ოთხი ნაცნობი ცდილობს.


"მითხარი რა ნახე"
ო ჰენ ძე ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო კრიმინალისტად ითვლებოდა და მას ყველაზე ჩახლართული და რთული საქმეების გამოძიება შეეძლო. სამყარო მაშინ ინგრევა, როდესაც სერიული მკვლელი მის ცოლს ააფეთქებს. ო ჰენი დეპრესიაში ვარდება, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ჰორიზონტზე ახალი დამნაშავე ჩნდება, რომლის ქმედებები ძალიან ჰგავს, მისი ცოლის მკვლელისას. მართალია ამ საქმით სხვა დეტექტივია დაკავებული, ხოლო ჰენ ჯე კი ჩა სუ იონს გაიცნობს, დეტექტივს ფოტოგრაფიული მეხსიერებით. ისინი ერთად აბსოლუტურ ბოროტებას დაუპირისპირდებიან.
Netflix-ი
Netflix-მა ესპანური სერიალის - "ქაღალდის სახლის" კორეულ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მეხუთე სეზონით დასრულდება.
Netflix-ის ახალი დეტექტიური სერიალის თრეილერი გავრცელდა
Netflix-მა ახალი კრიმინალური სერიალის - "ახალგაზრდა ვალანდერის" თრეილერი გაავრცელა, რომელიც პოლიციის დეტექტივის პირველ
დონალდ ტრამპმა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამხრეთ კორეული დრამის - "პარაზიტების" "ოსკარი 2020-ზე" გამარჯვებით. მან ეს
9-10 თებერვლის ღამეს ლოს-ანჯელეში "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ-ჰოს კორეული
TNT-მ სერიალი
მართალია მეოთხე სეზონში კოუდის კლანის საქმეები კარგად ვერ მიდის, მაგრამ სერიალ "ცხოველთა სამეფოშიზე" იგივეს ვერ იტყვი.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება