10 ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმი საზოგადოებაზე

10 ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმი საზოგადოებაზე

07.06.2021 20 440
ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები თანამედროვე საზოგადოების სისუსტეებსა და მანკიერ მხარეებს ასახავს, აკრიტიკებს სოციალურ მოდელს და არანაირ დათმობებზე არ მიდის. ესაა 10 ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმი საზოგადოებაზე:

"ქსელი" (1976)
ძველი, გამოცდილი სატელევიზიო წამყვანი, ნერვული მდგომარეობის გამწვავების შემდეგ, ღიად იწყებს საუბარს მედიაზე, სოციალურ ღობეებზე, საზოგადოების სიმახინჯეზე… და ის ნამდვილი ვარსკვლავი ხდება.


"თეთრი ბაფთა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2009)
მეოცე საუკუნის დასაწყისი. პატარა გერმანული სოფელი – პატარა სოციუმი, რომელიც უჩვეულო და საზარელ რიტუალურ დასჯას მიმართავს. მიხაელ ჰანეკეს ფილმი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ერთი ადამიანის ბოროტება კოლექტივზე.


"V ნიშნავს ვენდეტას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2005)
მომავლის დაუნდობელ და ტირანულ სამყაროში ჩვენ მივყვებით დისიდენტის ბრძოლას თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ფილმი ნათლად გვიჩვენებს, რომ დესტრუქციული სოციალური ღირებულებები დესტრუქციულ საზოგადოებას ქმნის.


"მებრძოლთა კლუბი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (1999)
ჩაკ პალანიკის რომანის ეკრანიზაციამ ფაქტობრივად სარკეში ჩაახედა საზოგადოება. აჩვენა მთელი ის უაზრობა და სიყალბე, რაშიც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს. ასევე, გზები, თუ როგორ და რატომ ანიჭებს ადამიანი აზრს იმას, რასაც რეალურად საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.


"ამერიკული ისტორია X" (1998)
ყოფილი სკინჰედი, რომელიც მკვლელობისთვის ციხეში მოხვდა, აანალიზებს, რამხელა გავლენა იქონია მისმა ქმედებებმა მისი ოჯახის წევრებზე. ციხის დატოვების შემდეგ ის ცდილობს, დაიცვას საკუთარი ძმა ძალადობისგან, თუმცა საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების გამო ეს ადვილი არ არის.


"ამერიკული სილამაზე" (1999)
სემ მენდესის ფილმმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ნათლად აჩვენა ამერიკული სილამაზე – ამერიკული საშუალო კლასის ყალბი ცხოვრება. ფილმის მთავარი გმირიც სწორედ ამ სიყალბეს უპირისპირდება და მოჩვენებითი სილამაზის მიღმა რეალური ბედნიერების პოვნას ცდილობს.


"კაცობრიობის შვილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2006)
2027 წელი. სამყარო განადგურების პირასაა კლიმატის ცვლილებების, დაბინძურებისა და ბირთვული ნარჩენების გამო. საზოგადოება გახლეჩილია. ყველგან ტერორიზმის საფრთხე არსებობს. ხოლო კიი ბოლო 18 წელიწადში პირველი ქალია, რომელიც დაორსულდა… ალფონსო კუარონის "კაცობრიობის შვილი" კრიტიკოსების მიერ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სურათია.


"ლობსტერი" (2015)
იორგოს ლანთიმოსის სურათი მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ესაა დისტოპია მომავლის საზოგადოებაზე, სადაც მარტოხელა ადამიანებს 45 დღე აქვთ პარტნიორის საპოვნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მათ მიერვე არჩეულ ცხოველად იქცევიან.


"ბედნიერება" (1998)
ფილმში ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერების ძიებაში არიან. თუმცა, ისინი უბედურები არიან და რთულ სიტუაციებში სოციალური ღირებულებების უარყოფამდე მიდიან.


"451 ფარენჰაიტით" (1966)
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში ვუყურებთ დისტოპიურ მომავალს, სადაც წიგნების ქონა და წაკითხვა კანონით ისჯება. სპეციალური ჯგუფები წიგნებს წვავენ. თუმცა, საზოგადოების ზოგიერთ წევრს კითხვები უჩნდება დადგენილ კანონთან მიმართებით…
10 ფილმი, რომლებშიც ბოროტმოქმედები იმარჯვებენ
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სულით და გულით სკეპტიკოსი ხართ და თვლით, რომ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება საბავშვო ზღაპრებია,
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
10 ფილმი, რომელიც თქვენს კრეატიულობას გაზრდის
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნათლად გვიჩვენებს ადამიანის იმ უარყოფით თვისებას, რასაც სიხარბე ჰქვია, ის გვიჩვენებს
10 ფილმი, რომლებიც სწავლას და სტუდენტობას მოგანდომებთ
ამბავი იმაზე, თუ როგორ შექმნა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - Facebook ჰარვარდის ორმა სტუდენტმა. უნივერსიტეტში
Marvel-ის კინოსამყაროს კულმინაციურმა ფილმმა - "შურისმაძიებლები: დასასრულმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. სურათი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება