10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

02.06.2021 12 628
უკვე წლებია, რაც ფენტეზის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კამათობენ, თუ ვინ არის უფრო ძლიერი - დამბლდორი თუ გენდალფი? მერლინი თუ დოქტორი სტრეინჯი. ჯადოქრებს ფილმებიდან სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ - მათ ცხოველებად ქცევა, ტელეპორტირება და მკვდრების გაცოცხლება შეუძლიათ. ჩვენ შევეცადეთ კინოს ისტორიაში ათი ყველაზე ძლიერი მაგი ამოგვერჩია და არამხოლოდ მაგიურ ძალებს დავეყრდენით, არამედ პიროვნულ მახასიათებლებსაც.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

სარუმანი
ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი ყოველთვის ოსტატურად ასრულებდა ბოროტმოქმედების როლებს. საკულტო გრაფი დრაკულას გარდა, მან რამდენიმე ძალზედ საინტერესო ბოროტმოქმედის განსახიერება შეძლო, მათ შორის სარუმანის "ბეჭდების მბრძანებელში". სიუჟეტის მიხედვით სარუმანი გენდალფს ღალატობს და ბნელეთის მხარეს გადადის, ის საურონის ერთგული მსახური ხდება. იმდენად რამდენადაც, თვითონ საურონი წიგნში არ ჩნდება რეჟისორმა პიტერ ჯეკსონმა გადაწყვიტა მეტი დრო დაეთმო სარუმანისთვის და მისი ხასიათები წარმოეჩინა. თავდაპირველად უფრო ძლევამოსილი, ვიდრე გენდალფი, სარუმანი მაგიას და ისტორიას სიღრმისეულად იცნობდა. ამის გარდა, მას დიდი ავტორიტეტი გააჩნდა შუამიწეთის მაცხოვრებლებს შორის, რისი დახმარებითაც მაგი მარტივად ქმნიდა ალიანსებს.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

ჯადისი
უმოწყალო, ჭკვიანი და იდუმალებით მოცული თეთრი ჯადიქარი "ნარნიას ქრონიკების" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტაგონისტია, მან მაყურებლებზე დიდი გავლენა იქონია. ჯადისმა თავისი მეორე სახელი - თეთრი ჯადოქარი, მაშინ მიიღო, როდესაც ჯადოსნური ქვეყანა დაწყევლა და ნარნიას მაცხოვრებლები ასწლიანი ზამთრისთვის გაწირა. ჯადისი მაყურებლებს ტილდა სუინტონის განუმეორებელი შესრულების გამოც დაამახსოვრათ. სუინტონის თეთრი ჯადოქარი წიგნის ჯადისთან შედარებით უფრო ფსიქოპატური და ბოროტი იყო. სარუმანის მსგავსად თეთრმა ჯადოქარმა ბევრი შელოცვა იცოდა, ფილმში ის წარმოჩენილი იყო, როგორც შესანიშნავი ხელმძღვანელი, რომელსაც სამხედრო კონფლიქტის პირობებში მნიშნველოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჯადისს მოწინააღმდეგეების ქანდაკებებად გადაქცევაც შეეძლო.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

მერლინი
მერლინი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯადოქრად ითვლება, მისი პერსონაჟი ასე, თუ ისე, ყოველ მეორე ბრიტანულ ფენტეზიში ნამდვილად არის. როგორც არ უნდა იყოს, მერლინის ერთ-ერთ საუკეთესო ინტერპრეტაციად კვლავაც ჯონ ბურმანის "ექსკალიბური" ითვლება. მაგის როლი ნიკოლ უილიამსონმა შეასრულა. მერლინის მისი ვერსია ჩვენ არამხოლოდ მისტიკოსად წარმოგვიჩენს, არამედ უშიშარ ლიდერად, რომელსაც ნებისმიერი მონსტრის მოთვინიერება შეუძლია. მორგანასთან მისი არაერთი დაპირისპირებისას მერლინმა ძალიან რთული შელოცვების გამოიყენა, რომლებიც მას დროის მანიპულირების, ობიექტების ტრანსფორმირების და აზრების კითხვის საშუალებას აძლევდა. ერთ-ერთ სცენაში მან საკუთარი კლონიც კი შექმნა, რომ მოწინააღმდეგეზე მაგიის ზემოქმედება გაეძლიერებინა.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

ელის ქუინი
ჯადოქრების ქალიშვილმა ელის ქუინმა შელოცვების გამოყენება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო - მაგიურ სკოლა "ბრეიქბილსში" მისვლისას მან ბევრი შელოცვა იცოდა. დაბადებიდანვე "ჯადოქრების" გმირს ცეცხლის და სინათლის მართვა შეეძლო, ხოლო სერიალის შუაში კი მან საკუთარ თავში ექსტრასენსის ნიჭიც აღმოაჩინა. სწავლის პირველ წელს ელისს წამებში შეეძლო ნებისმიერი, თუნდაც ძალიან რთული შელოცვების შესწავლა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, ის სკოლაში არამხოლოდ სწავლისთვის მივიდა, არამედ იმისთვის, რომ მისი ყველა საიდუმლო გაერკვია. სერიალის განმავლობაში ელისმა საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ძლევამოსილმა მებრძოლმა ჯადოქარმა. პრაქტიკულად თავისი სიცოცხლის ფასად, მან ძლევამოსილი ჯადოქარი მარტინ ჩატვინი დაამარცხა.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

ჰერმიონა გრეინჯერი
"ჰოგვარტსის" საუკეთესო მოსწავლემ, ჰერმიონა გრეინჯერმა თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ დიდებული მაგები შეიძლება ჩვეულებრივ ოჯახებშიც დაიბადნონ. თერთმეტ წლამდე ჰერმიონა ე.წ. მაგლი იყო - ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, რომ მაგია არსებობდა. "ჰოგვარტსიდან" წერილის მიღების შემდეგ, გოგონამ იმ სამყაროს შესწავლა აქტიურად დაიწყო, რომელიც მის წინ გაიხსნა. სავარაუდოდ, სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნი არ დარჩენილა, რომელიც ჰერმიონას არ წაუკითხავს. კითხვის და სწავლის სიყვარულის გამო ის ლიდერად იქცა არამხოლოდ თავისი ფაკულტეტის მოსწავლეებს შორის, არამედ მთლიან სკოლაში. ჰერმიონას რაციონალიზმით და საღად აზროვნების უნარით გმირებმა საკუთარი თავი არაერთი სახიფათო სიტუაციიდან იხსნეს. ვოლ-დე-მორტზე გამარჯვების შემდეგ ჰერმიონა არამხოლოდ ეროვნული გმირი გახდა, არამედ პირველი მაგლი, რომელიც მაგიის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

იენიფერი
ძლევამოსილი ჯადოქარი იენიფერი "მხედვარის" სამყაროდან ჯადოქრების საძმოს ქვედა პალატის საბჭოს წევრია. ჰერმიონას მსგავსად, მან სპეციალურ სკოლაში დაიწყო სწავლა და მმართველობაში მაღალი პოსტი დაიკავა. სიუჟეტის მიხედვით იენიფერი მეოთხედით ელფია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში მაგია გენეტიკის დონეზეა. ამის გარდა, ნილფგაარდთან მეორე ომის დროს ის მეორე ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი იყო. იენიფერის მაგიური უნარები სრულად მის ემოციებზეა დამოკიდებული, ამგვარად საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. იენიფერს სხვებთან ერთად ტელეპორტირებაც შეუძლია, ასევე ყველაზე სერიოზული, მათ შორის ჯადოსნური ჭრილობების მორჩენა და ნებისმიერი კაცის მოხიბვლა.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

დოქტორი სტრეინჯი
ერთ დროს სტივენ სტრეინჯი კარგი ნეიროქირურგი იყო, თუმცა ავტოკატასტროფის დროს მისი ხელები ძალიან დაზიანდა, რთული ოპერაციების ჩატარებაზე ლაპარაკი არც კი იყო. ტრადიციულ მედიცინაზე უარის თქმით, სტივენი ტიბეტში გაემგზავრა, სადაც საკუთარ თავი ჯადოსნური უნარები აღმოაჩინა. ამ სიაში არსებული სხვა ჯადოქრების მსგავსად, სტრეინჯმა მაგია შეისწავლა, რომლის დროსაც მან თავისი ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ შეიტყო, როგორც აღმოჩნდა ის დედამიწის უზენაესი მაგი უნდა გახდეს. ცნობილია, რომ სტრეინჯს ტელეპატიის, ტელეკინეზის და რეგენერაციის უნარები აქვს. ამის გარდა ის ბევრი ძლევამოსილი არტეფაქტის მფლობელიც არის, როგორებიცაა აგამოტოს თვალი. მთავარი არ დაგვავიწყდეს: სტრეინჯს დროის და სივრცის მანიპულირება შეუძლია.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

მალეფისენტი
მალეფისენტი Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და საშიში ბოროტმოქმედია. ერთ დროს ის კეთილი ფერია იყო, მაგრამ მეფის ღალატის შემდეგ მალეფისენტა ბოროტების მხარეს გადავიდა. წყენამ და შურისძიების სურვილმა მალეფისენტი გადააწყვეტინა პრინცესა ავრორა დაეწყევლა. აქედან "მძინარე მზეთუნახავის" კლასიკური ისტორია იწყება, რომელმაც ფილმში "მალეფისენტი" ცოტა განსხვავებული ინტერპრეტაცია მიიღო. ანჯელინა ჯოლის შესრულებით ბოროტი ჯადოქარი შედარებით უფრო ადამიანური გახდა, ვიდრე ის Disney-ს ანიმაციებში იყო, თუმცა შესაძლებლობები ისეთივე დარჩა. აღსანიშნავია, რომ მალეფისენტი მაგიას სიღრმისეულად იცნობს, შეუძლია ერთი ადგილიდან მეორეზე ტელეპორტირება, გონების ძალით ელვა გამოიძახოს და გადაიქცეს... დრაკონად. ის ტყეში მობინადრე არმიასაც აკონტროლებს.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

ალბუს დამბლდორი
ალბუსი მართლაც, რომ გამოჩენილი მაგია, ძლიერი ლიდერი და კარგი სტრატეგოსი. "ჰარი პოტერის" სიუჟეტის თანახმად დამბლდორი ერთადერთი ჯადოქარი იყო, რომლისაც ვოლ-დე-მორტს და გრინ-დე-ვალდს ეშინოდათ. "ჰოგვარტსის" დირექტორი არამხოლოდ ძლიერი ჯადოქარი იყო, არამედ ნიჭიერი ალქიმიკოსიც, რომლმაც მონაწილეობა მიიღო ფილოსოფიური ქვის შექმნაში. ამის გარდა დამბლდორი ოკლუმენციის (გონების დაცვა მაგიური ჩარევისგან) და ლეგილიმენციის (უნარი შეიჭრას სხვის გონებაში") ექსპერტია. დამბლდორს ერთ დროს მაგების საერთაშორისო კონფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიც ეკავა, იყო ვიზენგამოტის თავჯდომარე.

10 ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი კინოს ისტორიაში

გენდალფი
ოცი წლის შემდეგაც კი გენდალფი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და კეთილი ჯადოქარია, რომელიც დიდ ეკრანებზე გამოჩნდა. "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის პირველ ნაწილში ეს პერსონაჟი წარმოგივდგება, როგორც გენდალფ "ნაცრისფერი", თუმცა სიკვდილთან შეხედვის შემდეგ გენდალფ "თეთრად" იქცევა. გარდასახვის შემდეგ მან უამრავი უნარი მიიღო, რომელთა შორისაა გარეგნობის შეცვლა, მომავლის დანახვა, ცეცხლის, სინათლის, სტიქიის და ენერგიის მართვა. ერთ-ერთ სცენაში გენდალფმა მუხის ტყე გააცოცხლა, ხოლო მეორე სცენაში კი კვერთხის მოქნევით ქვის ხიდი დაანგრია. მას უპრობლემოდ შეეძლო სხვის გონებაში შეღწევა და ნებისმიერი ჭრილობის განკურნება. აღსანიშნავია, რომ გენდალფი ერთადერთი ჯადოქარია, რომელიც უკვდავია.
ვინ დიზელის აზრით
"ფორსაჟის" ვარსკვლავი ვინ დიზელის პორტალ MovieWeb-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათთან საუბარში "ფორსაჟი 7-ის" დასასრული
გუშინწინ "ვენეციის კინოფესტივალზე" ფილმ "ჯოკერის" პრემიერა შედგა, რომელშიც საკულტო ბოროტმოქმედის როლი ჰოაკინ ფენიქსმა
5 ყველაზე ძლიერი სუპერგმირი Marvel-ის კინოსამყაროში
Marvel-ის კინემატიკური სამყარო წარმატებული იმიტომ არის, რომ Marvel-ის მომავალი ფილმებისთვის თავის პერსონაჟებზე ზრუნავს.
15
კინემატოგრაფია უკვე ასზე მეტ წელს ითვლის და მან არაერთი დადებითი პერსონაჟი გვაჩუქა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის
"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის ეპიკური საბრძოლო სცენების გადასაღებად, სერიალის შემქმნელთა გუნდი ფენტეზის
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება