15 ფილმი, რომელიც ზაფხულის მოსვლას კიდევ უფრო გაგიხალისებთ

15 ფილმი, რომელიც ზაფხულის მოსვლას კიდევ უფრო გაგიხალისებთ

31.05.2021 48 784
"სიყვარულის კუნძული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თვრამეტი წლის ჯეინი ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მოულოდნელად ის იგებს, რომ კუნძულზე მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ მასტერსი ჩამოდის. ჯეინი უბედნიერესი ადამიანია, რადგან მას ოცნება უხდება და ფავორიტთან შეხვედრის შანსი ეძლევა.


"კონ-ტიკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნორვეგიული ისტორიული ფილმი, ეძღვნება 1947 წლის კონ-ტიკის ექსპედიციას, რომელსაც ტორ ჰეიერდალი ხელმძღვანელობდა.


"მამა მია!" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.


"რომაული თავგადასავალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის სიუჟეტი ვითარდება რომანტიულ ქალაქ რომში. ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელთაგან ორი იტალიურ ენაზე მოგვითხრობს იტალიელებზე და დანარჩენი ორი, ინგლისურენოვანი ეძღვნება ამერიკელებს.


"50 პირველი პაემანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჰენრი როთი მომხიბლავ ლიუსიზეა შეყვარებული, მაგრამ მათ რომანს საფრთხე ემუქრება. ავტოავარიის შედეგად გოგონამ მეხსიერება დაკარგა და ყოველ დილას ავიწყდება ყველაფერი, რაც წინა დღეს მოხდა. მიუხედავად ამისა, ჰენრი მზადაა ყოველ დღე თავიდან იბრძოლოს ლიუსის სიყვარულის მოსაპოვებლად.


"ლა-ლა ლენდი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოსმენებს შორის ყავის დამტარებელისა და ღარიბი ჯაზ-მომღერალის სიყვარულის ისტორია. მათი ერთობლივი წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს.


"ამომავალი მთვარის სამეფო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის თორმეტი წლის ორი მოზარდის ისტორია, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაიპარებიან.მათ ძიებაში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სწორედ ამ დროს, კუნძულზე უძლიერესი ქარიშხალი ამოვარდება.


"ბევრი ნახვით შეყვარება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რომანტიკული კომედია ორ მორალურად გატეხილ ადამიანზე – ფრენკი და ლინდსი, რომლებიც ერთმანეთს ერთი და იმავე ქორწილში მიმავლები გზაში გაიცნობენ და სრულიად შემთხვევით ერთი და იმავე თვითმფრინავში, ტაქსში, მეზობელ ოთახებსა და ქორწილის მაგიდასთან ერთად აღმოჩნდებიან. გმირები ქორწილში სტუმრების იმ კატეგორიიდან არიან, რომლებსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. მართალია ისინი უკვე ერთმანეთს შესამჩნევად აღიზიანებენ, მაგრამ წასასვლელიც არსად არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის მზად რომანტიული ურთიერთობის დაწყებისთვის და გმირების ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავდ, მათ შორის მაინც იღვიძებს გრძნობები.


"უხერხული მომენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორი ძველი მეგობარი, ქალიშვილებთან ერთად ატარებენ არდადეგებს რივიერეს მზიან პლიაჟებზე...


"თურქული დამწყებთათვის" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლენა - საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო 19 წლის გოგონა, რომელსაც უწევს კამათი არა მხოლოდ საკუთარ დედასთან, არატრადიციული მედიცინის თერაპევტთან, არამედ მისი მეგობარ ბიჭთან, რომელსაც სურს იმაზე მეტი, ვიდრე მას უნდა. ლენა დედის ნაჩუქარი ბილეთით გაემგზავრება ტაილანდში, სამწუხაროდ ოცნებები მზეზე, პლაჟზე და გარუჯვაზე მას გადაექცევა ნამდვილ კოშმარად, რადგან მოყვება ავიაკატასტროფაში.


"ნებისმიერ ფასად" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ საქმეში გამოუცდელი ძმები მოახერხებენ რამოდენიმე ბანკის გაძარცვას. იმ ბანკებისა რომლებიც დიდი ხანია უღმერთოდ ატყუებენ თავინთ კლიენტებს. ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს შერიფი მარკუსი...


"ბოლო ზაფხული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოწიფულობის ასაკში შესული მეგობრები, რომლებსაც უნივერსიტეტის დამთავრებამდე ბოლო ზაფხული დარჩათ, ახალ ურთიერთობებში გადაეშვებიან, თუმცა ძველ ურთიერთობებსაც გადასინჯავენ.


"ზაფხულის მეფეები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სამი მოზარდი ჯო, პატრიკი და ექსცენტრული ბიაჯო გადაწყვეტენ სახლიდან გაიქცნენ ტყეში და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყონ. ისინი ქოხს ააშენებენ და თავისუფლად ცხოვრობენ, ასე იწყება მათი დაუვიწყერი ზაფხული.


"ზაფხული ‘03" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
16 წლის ჯეიმის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება. მისი დღეები სავსეა გართობით, სიყვარულით და მეგობრებით. ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როდესაც მისი ოჯახის დიდ საიდუმლოებებს ფარდა ეხდება.


"ზაფხულის ცხელი ღამეები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს ზაფხული დენიელს დიდხანს ემახსოვრება: მას შეუყვარდა ყველაზე პოპულარული გოგონა ნახევარკუნძულზე და საქმე დაიჭირა ნარკომოვაჭრეებთან. პრობლემა ისაა, რომ გოგონას ძმა დენიელის პარნიორია და ჯობია დენიელის სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაიგოს...
10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი
ხელოვნების ნებისმიერი ფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ადამიანების დაფიქრებაა – არამხოლოდ გავერთოთ, არამედ ნანახის
10 ფილმი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შესახებ
დაგვეთანხმებით, რომ დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. სწორედ მათი დახმარებით ჩვენ ერთმანეთს
10 ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
ეს ფილმი სასტიკი და ლმობიერია ერთდროულად, ის ბევრ დარტყმას აყენებს შაბლონურ აზროვნებას და საინტეროსოდ ავითარევს სიუჟეტს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება