ცნობილმა მსახიობებმა დაასახელეს, თუ რომელ ფილმებში მონაწილეობით ამაყობენ ყველაზე მეტად

ცნობილმა მსახიობებმა დაასახელეს, თუ რომელ ფილმებში მონაწილეობით ამაყობენ ყველაზე მეტად

12.04.2021 518
ნებისმიერი მსახიობისთვის თითოეული კინონამუშევარი უნიკალური გამოცდილებაა, რომელსაც სრულად და მთლიანად უთმობს დროს და მათ შორის ყველაზე საყვარელის არჩევა მათთვის წარმოუდგენელი დავალებაა, თუმცა ცნობილ არტისტებს შორის არიან ისეთები, რომლებიც თავიანთ საყვარელ ფილმებს გამოარჩევენ, ძირითადად ეს ის პროექტები არიან, რომლებიდანაც მათ რაღაც ახალი ისწავლეს, ან რომლებმაც მათ კარიერაზე დიდი გავლენა იქონიეს.

არნოლდ შვარცნეგერი - "საბავშვო ბაღის პოლიციელი" (1990)

ჩვენ ყველას გვიყვარს არნოლდის ტერმინატორი და მისი რკინის სახე, თუმცა მსახიობს ყველაზე მეტად "საბავშვო ბაღის პოლიციელი" მოსწონს. შვარცნეგერის თქმით ამ გამოცდილებამ მას დაეხმარა უკეთესი მშობელი ყოფილიყო საკუთარი შვილებისთვის. სურათის გამოსვლიდან 30 წელი გავიდა და მსახიობი დღემდე იხსენებს, თუ როგორ ართობდა პატარებს თავისი აქცენტით.



დი კაპრიოს არსენალში უამრავი წარმატებული როლია, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ მსახიობს ყველაზე მეტად ბიოგრაფიული დრამა "ავიატორი" მოსწონს. მილიარდერი პილოტი ჰოვარდ ჰიუზი ლეოს შესრულებით ობსესურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება და ამან მსახიობს ის პერიოდი გაახსენა, როდესაც თვითონაც ანალოგიური პრობლემები აწუხებდა.


ჯიმ ქერი - "კაბელის ხელოსანი" (1996)

როდესაც ჯიმს სთხოვეს საუკეთესო ფილმები დაესახელებინა მისი მონაწილეობით, მან "კაბელის ხელოსანით" დაიწყო. ამ როლისთვის მსახიობმა 1990-იანი წლებისთვის რეკორდული თანხა - 20 მილიონი დოლარი მიიღო. ბედის ირონიით ფილმი კინოგაქირავებაში წარუმატებელი იყო. აღსანიშნავია, რომ "კაბელის ხელოსანის" გადაღებების დროს გაირკვა, რომ ქერი ცუდი კალათბურთელია. მას ბურთის ტარებაც კი არ შეეძლო და რეჟისორმა ბენ სტილერმა მას თამაშის იმიტირება სთხოვა, ხოლო ბურთი კი შემდეგ "მიახატეს".


შარლიზ ტერონი - "მონსტრი" (2003)

ჩვენ შარლიზ ტერონის არაერთი ფილმი გვინახავს, რომელშიც ის სახიფათო ლამაზმანის როლს შესანიშნავად თამაშობს, ამიტომაც ფილმ "მონსტრიში" მისი გარდასახვა ყველასთვის გასაკვირი იყო, თუმცა შარლიზი ამ "ოსკაროსანი" როლით ამაყობს ყველაზე მეტად და თვლის, რომ ამ პროექტმა კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ტერონს საკუთარი ნამუშევრების ყურება არ უყვარს, თუმცა პეტი ჯენკინსის "მონსტრი" გამონაკლისია. ეს ფილმი მსახიობს ნანახი არაერთხელ აქვს და მზად არის კვლავ უყუროს.



კიანუს სიყვარულმა ჯონ კონსტანტინის კომიქსების და DC-ს სამყაროს მიმართ მსახიობისთვის ეს როლი განსაკუთრებულად აქცია. როდესაც ფილმის ავტორებს ჰკითხეს აპირებდნენ თუ არა ისინი კიანუს გაქერავებას როგორიც ჯონ კონსტანტინია კომიქსებში მათ უპასუხეს, რომ იმიჯის შეცვლაზე არც კი დაფიქრებულან. ამის გამო ისინი ფილმის გამოსვლის შემდეგ ძალიან გააკრიტიკეს.



თავისი საყვარელი პერსონაჟი რიზ უიზერსპუნმა კომედია "ქერათმიანი ადვოკატის" გმირი - ელ ვუდსი დაასახელა. მსახიობს მისი ძალა და მიზანდასახულობა მოსწონს. ამის გარდა ელი ნამდვილი მოტივატორი აღმოჩნდა გოგონებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რიზს თავისი გრძელი და ღია ფერის თმები ჰქონდა ფილმის ბოლოში ჩვენ მას პარიკში ვხედავთ.


ჯონ ტრავოლტა - "თაყვანისმცემელი" (2019)

როლმა "მაკულატურაში" ტრავოლტა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად აქცია, თუმცა ჯონის საყვარელი პერსონაჟი არა ვინსენტ ვეგაა, არამედ შეშლილი ფანი 2019 წლის თრილერიდან "თაყვანისმცემელი". ეს ფილმი ფინანსურად წარუმატებელი იყო, ხოლო ტრავოლტას კი "ოქროს ჟოლოს" პრემია გადაეცა მამაკაცის ყველაზე ცუდი როლისთვის.


სკარლეტ იოჰანსონი - Marvel-ის ფილმები

სკარლეტის თქმით მას ყველაზე მეტად შავი ქვრივის როლის შესრულება მოსწონს. Marvel-ის ფილმებში მონაწილეობა მსახიობისთვის ნამდვილი მოგზაურობა იყო, ხოლო პერსონაჟის განვითარებამ კინოკომიქსებში იოჰანსონის პერსონალურ ზრდაზეც იქონია გავლენა. მსახიობის ნატაშა რომანოვის როლის შესრულებას სრული პასუხისმგებლობით მიუდგა და ზოგიერთ ტრუკს თვითონ ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი იმ მომენტში ფეხმძიმედ იყო, ხოლო დუბლიორების რაოდენობა კი რამდენიმეს შეადგენდა.



"ჯესი ჯეიმსის მკვლელობა" კიდევ ერთი ფილმია, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელს მოსწონს, თუმცა ფილმმა კინოგაქირავებაში სრული კრახი განიცადა. ბრედ პიტი სწორედ, რომ ჯესი ჯეიმსის როლით ამაყობს ყველაზე მეტად. ჩვეულებრივსამებრ ბრედ პიტის ფილმები ყოველთვის შემოსავლიანი, მაგრამ ვესტერნი გამონაკლისი აღმოჩნდა და მსახიობის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პროექტად ითვლება.


რაიან რეინოლდსი - "მთავარი გმირი" (2021)

რაიან რეინოლდსი თვლის, რომ მისი საუკეთესო ნამუშევარი "მთავარი გმირია", რომლის პრემიერა ამ წელს არის დაგეგმილი. კომედია ბანკის მუშაკის შესახებ გვიყვება, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ ის ვიდეოთამაშის ნაწილია, რომელსაც ძალიან მალე დახურავენ. მოახერხებს კი რაიანი თავისი ვირტუალური სამყაროს გადარჩენას?
არნოლდ შვარცნეგერს საბავშვო ბაღში დაბრუნება სურს
"ტერმინატორის" ბოლო ფილმებმა მაყურებლები მხოლოდ იმედგაცრუებული დატოვეს, ამიტომაც როგორც ჩანს არნოლდ შვარცნეგერმა
ფილმ "ქალი-საოცრებას" და მისი გაგრძელების რეჟისორმა პეტი ჯენკინსმა Marvel-ის ის ფილმი დაასახელა, რომელიც მას ყველაზე
კვენტინ ტარანტინო თვლის, რომ
გამოცემა Deadline-თან ინტერვიუში კვენტინ ტარანტინომ აღიარა, რომ Disney-ს პრინცესებიდან ყველაზე მეტად რაპუნცელი მოსწონს
ედი მერფი
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ედი მერფი კინოში ბრუნდება. ეს წელი მსახიობისთვის ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა - ტორონტოს
5 მსახიობი, რომლებიც ჩვენ მათი არასტანდარტული გარეგნობის გამო გვიყვარს
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჰოლივუდელ მსახიობებს უნდა ჰქონდეთ იდეალური სახის ნაკვთები, უნდა იყვნენ გამხდრები, ჰქონდეთ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება