კომპიუტერული თამაშების მიხედვით გადაღებული 10 ცუდი ფილმი

კომპიუტერული თამაშების მიხედვით გადაღებული 10 ცუდი ფილმი

16.07.2021 11 221
რამდენიმე დღის წინ Croconet.Ge-ზე ახალი "სასიკვდილო ბრძოლის" პრემიერა შედგა, რომელიც მაყურებლების გარკვეულ ნაწილს მოეწონა, ხოლო ზოგს კი არა და ეს სრულებით ნორმალურია, მაგრამ არსებობენ კომპიუტერული თამაშების მოტივებზე შექმნილი ფილმები, რომლებიც საერთოდ არავის მოსწონს.

"ბლადრეინი" - ამ ფილმში კრისტანა ლოკენი აჩვენებს ყველაფერს, რისი ჩვენებაც "ტერმინატორში" ვერ მოასწრო
ვამპირული თრეშ-ფილმი, რომელიც თამაშ BloodRayne-ის მიხედვით გერმანელმა ფილოლოგმა და ლიტერატურის დოქტორის ხარისხის მფლობელმა უვე ბოლმა გადაიღო. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეჟისორი. მას რამდენიმე კარგი ფილმი აქვს, მაგალითად "მაქს შმელინგი", "თავდასხმა უოლ-სტრიტზე", მაგრამ ვიდეოთამაშების მიხედვით გადაღებული მისი კინოპროექტები უბრალოდ კატასტროფაა. "ბლადრეინში" გერმანელმა ბინძური შუა საუკუნეები ვამპირების ჰორორთან შეურია, ხოლო სექს-მუშაკების როლებზე კი ნამდვილი სექს-მუშაკები აიყვანა. მაყურებელს საბოლოოდ პორნოგრაფიული ფენტეზი შეხვდა, რომელშიც ამერიკელმა ფოტომოდელმა კრისტანა ლოკენმა ყველაფერი გვაჩვენა, რისი ჩვენებაც მესამე "ტერმინატორში" ვერ მოასწრო. აღსანიშნავია, რომ ეგ სექსის სცენაც ძალიან მოსაწყენად არის გადაღებლი.


"მეფის სახელით" - შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული B კატეგორიის ფილმი
თამაშ Dungeon Siege-ით უვე ბოლი თავისი "ბეჭდების მბრძანებლის" შექმნას გეგმავდა, რომელშიც მთავარი როლები ჯეისონ სტეტჰემს, ლილი სობესკიმ და რონ პერლმანმა ითამაშეს. 60 მილიონიანი ბიუჯეტის მიუხედავად გერმანელმა კვლავ მარცხი განიცადა.


"მიცვალებულთა სახლი" - ზომბი-თრეშ-ჰორორი კუნძულზე ხოცვა-ჟლეტის შესახებ
რელსური შუთერის მიხედვით შექმნილი რადიკალური ჰორორი და თან მისტერ ბოლის პირველი თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმი. მაყურებლებს სიუჟეტი არ მოეწონათ, ისევე როგორც გადაღების ხარისხი.


"ბოროტების სავანე 5" - სერიის ყველაზე გაუგებარი ფილმი ბოროტი კორპორაციების და სასიკვდილო ვირუსების შესახებ
მესამე "ბოროტების სავანეს" შემდეგ კინოსამყაროში ბნელი დრო დადგა, მაგრამ ფრენჩაიზმა ფსკერს მეხუთე ნაწილში მიაღწია, სადაც საბჭოთა საიდუმლო ბაზა, კამჩატკელი ზომბები, დაღუპული გმირების კლონები და ტოკიოს, ნიუ-იორკის, რაქუნ-სითის, ბერლინის და მოსკოვის მაკეტებში უსასრულო სირბილი იყო. ფილმში ისეთი გაუგებრობა ხდებოდა, რომ მეექვსე ნაწილი მეხუთესთან შედარებით შედევრი მოგეჩვენება.


"მარტო სიბნელეში" - ქრისტიან სლეიტერი ჯოჯოხეთური არსებების წინააღმდეგ, ფილმიც ჯოჯოხეთურია
ეს ფილმი თავის დროზე IMDb-ს მომხმარებლებმა ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი ფილმების სიაში შეიყვანეს, მაგრამ როგორც ჩანს უვე ბოლზე ამან მხოლოდ დადებითი გავლენა იქონია. "მარტო სიბნელეშის" შემდეგ მის ფილმებში რეგულარულად ვარსკვლავები ჩნდებოდნენ და მაშინვე რეზონანსული კითხვა გაჩნდა: საიდან იღებს გერმანელი ფულს? როგორც ჩანს არა ეშმაკისგან. მან გერმანულ კანონმდებლობაში პატარა "ხვრელი" იპოვა, რომლითაც მისი ფილმების პროდიუსერები ფულს, მაშინაც კი არ კარგავდნენ, როდესაც კინოპროექტი აშკარად წაგებაზე იყო განწირული.


"საილენტ ჰილი 2" - კარგი ფილმის გაუგებარი გაგრძელება
ფრანგმა რეჟისორმა კრისტოფ განსმა სტუდია Konami-ს ამავესახელწოდების ვიდეოთამაშისგან თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო კინოსურათი შექმნა, მაგრამ ასევე ნიჭიერმა ბრიტანელმა ჰორორმეიქერმა მაიკლ ჯ. ბასეტმა გაგრძელების ნაცვლად რაღაც გაუგებრობა გადაიღო, რომელიც ერთი ნახვის შემდეგ დაგავიწყდება. კიტ ჰარინგტონიც არ ვარგოდა ამ ფილმში სხვათაშორის.


"სუპერძმები მარიო" - გიჟური კომედია ნიუ-იორკის წყალსადენის ხელოსნების შესახებ
ისტორიული ფილმი - ვიდეოთამაშის პირველი ეკრანიზაციაც წარუმატებელი აღმოჩნდა. მარიოს როლის შემსრულებელმა ბობ ჰოსკინსმა ამ ფილმს მის კარიერაში ყველაზე ცუდი კინოსურათი უწოდა და რთულია მას არ დაეთანხმო.


"ტეკენი" - დამღლელი ფაიტინგი, რომელიც ახალ "სასიკვდილო ბრძოლად" ვერ იქცა
"ტეკენის" ავტორებმა იგივე ლიანდაგებზე გავლა გადაწყვიტეს, რომელზეც ერთ დროს "სასიკვდილო ბრძოლის" ავტორებმა გაიარეს, მაგრამ მათი მატარებელი არ დაიძრა, მიუხედავად იმისა, რომ ლოკომოტივი კარი-ჰიროიუკი ტაგავა იყო, რომელმაც "სასიკვდილო ბრძოლაში" შან ცუნგის როლი შეასრულა.


"ქუჩის მებრძოლი" - ამ ფილმში ჟან-კლოდ ვან დამი მძევლების გადარჩენას ცდილობს
კარგი სცენარისტის - სტივენ დე სოუზას რეჟისორული ფიასკო. ფაიტინგ Street Fighter II-ს ეკრანიზაცია, რომელშიც ჟან-კლოდ ვან დამი და კაილი მინოუგი რაღაც ცოდვილობენ. 15 წლის შემდეგ გამოსული "ქუჩის მებრძოლიც" საშინელებაა.


"ჰიტმენი" - უაზრო ექშენი ელიტური დაქირავებული მკვლელის შესახებ
ამ ფილმში უაზროდ არის შერჩეული ტიმოტი ოლიფანტი აგენტი 47-ის როლზე, მასზე უკეთესი მსახიობის აყვანაც შეიძლებოდა. უაზროა ოლგა კურილენკოს გმირიც, რომელსაც ბავშვობაში ციყვი ჰყავდა, ახლა კი წითელი კაბა აცვია, მაგრამ გამორჩეულად უაზროა ბრძოლის სცენა მეტროში, როდესაც ჰიტმენები ჰაერიდან ხმლებს აძრობენ. "ჰიტმენი: აგენტი 47" რუპერტ ფრენდის მონაწილეობით ამასთან შედარებით შედევრია.
კრისტოფერ ნოლანს სურს, რომ მისი ფილმების მიხედვით თამაშები გამოუშვან
რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა Movieclips-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის წამყვანი გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე
ინტერნეტში პოლ უ.ს. ანდერსონის ახალი პროექტის - თამაშ Monster Hunter-ის ეკრანიზაციის პირველი შეფასებები გამოქვეყნდა.
Ubisoft თავისი თამაშების მიხედვით რამდენიმე მულტსერიალს გამოუშვებს
ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია Ubisoft თავისი პოპულარული თამაშების ანიმაციურ ფორმატში გამოშვებას გეგმავს, მათ
1995 წლის Mortal Kombat-ის ვარსკვლავები ერთმანეთს თამაშში დაუპირისპირდნენ
1995 წელს გამოსული "სასიკვდილო ბრძოლა" ბევრის აზრით ვიდეოთამაშების მიხედვით გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია,
რამდენიმე კვირის წინ Netflix-მა სერიალ "ლუციფერის" ერთგულ თაყვანისმცემლებს ორი სიახლე მოუმზადა - ერთი კარგი და ერთი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება