10 ანიმაცია, რომელშიც უფრო მეტი აზრია ჩადებული, ვიდრე ბევრ დრამა ჟანრის ფილმში

10 ანიმაცია, რომელშიც უფრო მეტი აზრია ჩადებული, ვიდრე ბევრ დრამა ჟანრის ფილმში

09.07.2021 17 745
"თუ რამე მოხდება, მე თქვენ მიყვარხართ"
ხანგრძლივობა: 12 წუთი
IMDb: 7.8
ამ 2D ფილმში მოვლენები რთული თემის გარშემო ვითარდება - ახლო ადამიანის დაკარგვის. დრამის გმირები მშობლები არიან, რომლებსაც ქალიშვილი გარდაეცვალათ. ისინი თავიანთი შვილის ცხოვრების ყველაზე ნათელ მომენტებს იხსენებენ და ცდილობენ ეს ტკივილი რამენაირად გადააგორონ.


"ომლეტი"
ხანგრძლივობა: 3 წუთი
IMDb: 7.6
მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია "ომლეტი" ამ მარტივი ჭეშმარიტების ილუსტრირებას ახდენს. ჩვენ დაღლილ მამაკაცს ვხედავთ, რომელიც სახლში ბრუნდება და ვახშამის მომზადებას იწყებს. გმირს ძალები არ აქვს, რომ კვერცხი შეიწვას, თუმცა მის დახმარებას ცუგა გადაწყვეტს. "ომლეტი" მადლენ შარაფიანის ერთ-ერთი პირველი პროექტია. ამის შემდეგ ანიმატორმა ისეთ პროექტებზე იმუშავა, როგორებიცაა "კოკო" და "სრული სიმართლე დათვებზე".


"აი ჩვენც: როგორ ვიცხოვროთ პლანეტა დედამიწაზე"
ხანგრძლივობა: 36 წუთი
IMDb: 7.4
ახალგაზრდა მშობლებს სურთ თავიანთ შვილს დედამიწის სილამაზე და მრავალფეროვნება აჩვენონ. ისინი ბიჭუნას ასწავლიან იყოს კეთილი და მოკრძალებული, მაგრამ მუზეუმში სამყაროს ექსპონატების ნახვის შემდეგ ბავშვი აღელდა, რომ ის ყველაფრის ნახვას ვერ მოასწრებდა. მამამ შვილის დამშვიდება და შთაგონება ბრძნული სიტყვებით შეძლო.


"ლუიზა ზამთრობით"
ხანგრძლივობა: 75 წუთი
IMDb: 7.1
მოხუცებული ქალი ლუიზა ბოლო მატარებელს ვერ უსწრებს და საკურორტო ქალაქში მარტო რჩება. გმირი ზამთრის გატარებას ცარიელ სანაპიროზე გადაწყვეტს. ის ზღვის პირას კარავს შლის. ლუიზას დიდი დრო აქვს, რომ ჩაფიქრდეს და ახალგაზრდობა გაიხსენოს. ანიმაციაზე ფრანგული ანიმაციის კლასიკოსი ჟან-ფრანსუა ლაგიონი 77 წლის ასაკში მუშაობდა. მან სიბერის შესახებ ძალიან გულისამაჩუყებელი და მნიშვნელოვანი ისტორია შექმნა.


"ფარფატი"
ხანგრძლივობა: 7 წუთი
IMDb: 7.3
არ გავდე სხვებს მარტივი საქმე არ არის, ასე თვლის "ფარფატის" პერსონაჟი და თავისი პატარა ვაჟის საზოგადოების განკიცხვისგან გადაწყვეტს, მაგრამ შვილის გამორჩეულობის დამალვა არ გამოსდის და მამას თვითონ მოუწევს იმის მიღება, რომ მისი შვილი სხვებს არ ჰგავს.


"ბაჭია და ირემი"
ხანგრძლივობა: 17 წუთი
IMDb: 8.4
ბაჭია და ირემი მეგობრები არიან, რომლებიც დახატულ 2D-სამყაროში ცხოვრობენ. ერთხელ ირემი 3D ხდება და კარდინალურად იცვლება. შეძლებს კი ახალი 3D-გმირი თბილი ურთიერთობების შენარჩუნება თავის მეგობართან, რომელიც ისეთივეა როგორიც იყო?


"გადაარჩინეთ რალფი"
ხანგრძლივობა: 4 წუთი
IMDb: 8.6
ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია კურდღელთან ინტერვიუს ფორმატშია გადაღებული, რომელიც ლაბორატორიაში მეცნიერად მუშაობის გამოცდილების შესახებ საუბრობს. მართალია რალფი ამბობს, რომ მას მოსწონს თავისი საქმის კეთება, მაგრამ გასაგები ხდება, რომ ეს ის არ არის რასაც ცხოველები იმსახურებენ. ანიმაციური პროექტი "გადაარჩინეთ რალფი" - ცხოველთა უფლებების დაცვის კამპანიის ნაწილია.


"მას კოსმოსის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია"
ხანგრძლივობა: 16 წუთი
IMDb: 7.5
"მას კოსმოსის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია" ისტორიაა ბედისწერის შესახებ. სიუჟეტის ცენტრში მარტოხელა დედა და მისი შვილი არიან. ბიჭუნამ ბავშვობიდანვე იცის, რომ სურს კოსმონავტი გახდეს. მისი მთლიანი ცხოვრება ვარსკვლავების და პლანეტების გარშემო ბრუნავს, მაგრამ ოცნების დევნაში ბიჭს ავიწყდება, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს რუსული ანიმაცია "ოსკარზე" იყო ნომინირებული.


"ლუკა"
ხანგრძლივობა: 95 წუთი
IMDb: 7.5
Pixar-ის ახალ ანიმაციაში მოვლენები პატარა იტალიურ ქალაქში ვითარდება. ორი მოზარდი - ლუკა და ალბერტო ზაფხულს სანაპიროზე ატარებენ, სკუტერით დასეირნობენ და უბრალოდ ერთობიან, მაგრამ ამ ბიჭებს ერთი პატარა საიდუმლო აქვთ: ისინი სხვა ბავშვებს არ გვანან.


"საჩუქარი"
ხანგრძლივობა: 4 წუთი
IMDb: 7.6
ესაა მოკლე ისტორია ბიჭზე, რომელიც ხარჯავს მთელ თავის დროს ვიდეო თამაშებში, იმის ნაცვლად რომ აღმოაჩინოს რა ელოდება კარს მიღმა. ერთ დღეს მისი დედიკო გადაწყვეტს გაუკეთოს პატარა სიურპრიზი ვაჟს.
ინტერნეტ მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ანიმე "მგლის კოშმარის" საიტზე პროექტის ხანგრძლივობა გამოქვეყნდა. მასში მოვლენები
Pixar-მა პირველი მულტფილმი გამოუშვა, რომლის მთავარი გმირები ჰომოსექსუალები არიან
სტრიმინგ-სერვის Disney+-ზე მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი "გამოსვლა" დაიდო. ეს Pixar-ის პირველი პროექტია, რომლის ცენტრალური
ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ხანგრძლივობა გახდა ცნობილი
ფილმ "სიკვდილის დრო არ არის"-ის ხანგრძლივობა 163 წუთი იქნება, ამგვარად ეს ახალი რეკორდი იქნება, მანამდე სერიის ყველაზე
ინტერნეტში ფილმ "ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევებას" ხანგრძლივობა გახდა ცნობილი, რომელიც ფრენჩაიზისთვის ნამდვილი
"იგის" მეორე ნაწილის გამოსვლამდე სულ რაღაც თვეებიღა დარჩა, ამიტომაც ფანების კითხვების რაოდენობაც იმატებს. ზოგიერთ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება