მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

05.07.2021 23 825
მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ჰიტ ლეჯერი - ჯოკერი
ავსტრალიელი მსახიობის, ჰიტ ლეჯერის ყველაზე დასამახსოვრებელი კინოგმირი საკულტო ბოროტმოქმედი ჯოკერი გახდა, რომელიც ბეტმენს "ბნელ რაინდში" უპირისპირდებოდა. პერსონაჟის ზუსტად განსასახიერებლად ჰიტი სასტუმროში ჩაიკეტა, სადაც ერთი თვის განმავლობაში კომიქსებს კითხულობდა, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ტომ ჰარდი - ჯონ ფიცჯერალდი
ბრიტანელი მსახიობმა ტომ ჰარდიმ ოსკაროსან ფილმში - "გადარჩენილში" ჯონ ფიცჯერალდის როლი შეასრულა.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

გარი ოლდმენი - ჟან-ბატისტ ემანუელ ზორგი
გარი ოლდმენმა არაერთი ბოროტმოქმედის როლი შეასრულა, მაგრამ ჟან-ბატისტ ემანუელ ზორგი "მეხუთე ელემენტიდან" ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, ორიგინალური და განსხვავებული გამოვიდა.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

რეიფ ფაინსი - ვოლდემორი
ოლდმანის მსგავსად ფაინსსაც არაერთი უარყოფითი როლი აქვს შესრულებლი, თუმცა ყველაზე მეტრად გამორჩეული ბნელი ჯადოქრის როლია "ჰარი პოტერის" ფილმებიდან.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

გლენ კლოუზი
გლენ კლოუზი ეკრანზე პირველად 35 წლის ასაკში გამოჩნდა და ძალიან მალევე "101 დალმატინელში" კრუელა დე ვილის როლი ფანტასტიურად განასახიერა.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ჯარედ ლეტო - ჯოკერი
"თვითმვკვლელთა რაზმმა" მსოფლიო კინოგაქირავებაში 750 მილიონ დოლარზე მეტის მოგროვება შეძლო და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯარედ ლეტოს ჯოკერია.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

კევინ სპეისი - ჯონ დოუ
კევინ სპეისი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. მის სამსახიობო ნიჭს საზღვრები არ აქვს: მან ყველა ტიპაჟი მოირგო, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კი ჯონ დოუ იყო "შვიდიდან".

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ჰოაკინ ფენიქსი - იმპერატორი კომოდუსი
რიდლი სკოტის "გლადიატორში" რომის იპერატორის - კომოდუსის წარმოუდგენელი თამაშით ჰოაკინ ფენიქსმა მსოფლიო კინემატოგრაფიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

კრისტოფ ვალცი - ჰანს ლანდა
ავსტრიელი მსახიობი კრისტოფ ვალცი პოპულარული მხოლოდ მას შემდეგ გახდა რაც ჰანს ლანდას როლი შეასრულა კვენტინ ტარანტინოს "უსახელო ნაბიჭვრებში".

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ანჯელინა ჯოლი - მალეფისენტა
"მალეფისენტამ" ანჯელინა ჯოლის დაეხმარა თავისი სამსახიობო ნიჭის "ბნელი" მხარე წარმოეჩინა.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ბენ კინგსლი - მანდარინი
ბენ კინგსლი არასტანდარტული გარეგნობის და ძლიერი ქარიზმის მქონე მსახიობია. მან უამრავი ანტაგონისტი განასახიერა, რომელთა შორის მანდარინს გამოვარჩევდით "რკინის კაცი 3-დან".

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ჰელენა ბონემ კარტერი - ბელატრისა ლესტრეინჯი
ბნელი გოთიკური იმიჯი ქარიზმატულ ჰელენა ბონემ კარტერს ძალიან უხდება. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესრულებული უარყოფითი როლი მსახიობის კარიერაში ბელატრის ლესტრეინჯი იყო ჰარი პოტერის ფილმებიდან.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ენტონი ჰოპკინსი - ჰანიბალ ლექტეირ
ენტონი ჰოპკინსი ნამდვილი გენიოსია და მისი როლები ერთმანეთზე უკეთესია, თუმცა ყველაზე მეტად ჰანიბალ ლექტერის როლს გამოვარჩევდით "კრავთა დუმილიდან". 16 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ენტონი ჰოპკინსს "ოსკარი" მიეღო "კაცის საუკეთესო როლის" კატეგორიაში.

მსახიობები, რომლებმაც ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედების როლები შეასრულეს

ივან რეონი - რამსი ბოლტონი / ადოლფ ჰიტლერი
როდესაც ფილმი თუ სერიალი იწყება და მასში ივან რეონი მონაწილეობს ყველა ელოდება, რომ ის ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს: რად ღირს მხოლოდ სასტიკი რამსი ბოლტონის როლი "სამეფო კარის თამაშებიდან", მაგრამ ივან რეონი კიდევ უფრო შორს წავიდა მინი-სერიალში, "ქალაქის ლეგენდებში" ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერის როლი შეასრულა.
როზარიო დოუსონმა ასოკა ტანოდ ქცევის პროცესის ვიდეო გამოაქვეყნა
მიუხედავად იმისა, რომ "მანდალორელის" მეორე სეზონში არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი გამოჩნდა როზარიო დოუსონის ასოკა
31-წლის ბრიტანელი მსახიობი რუპერტ გრინტი, რომელსაც კინომანები "ჰარი პოტერის" ფილმებიდან რონ უიზლის როლით იცნობენ მამა
როგორ გადაიღეს ორი კაპიტანი ამერიკას ჩხუბის სცენა
"შურისმაძიებლები: დასასრულის" ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა ორი კაპიტანი ამერიკას ჩხუბი იყო. Marvel-მა
ჰიუ ჯეკმანს სამურავის როლი მეუღლემ შეუნარჩუნა
სამურავი ჰიუ ჯეკმანის შესრულებით თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირია, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა
15
კინემატოგრაფია უკვე ასზე მეტ წელს ითვლის და მან არაერთი დადებითი პერსონაჟი გვაჩუქა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება