10 ანიმაციური ფილმი უფროსებისთვის

10 ანიმაციური ფილმი უფროსებისთვის

02.07.2021 3 022
ანიმაციური ფილმები, უმეტესად, სახალისო საყურებელია, რადგან მათ სულ სხვა სამყაროში – არაამქვეყნიურ რეალობაში გადავყავართ. ითვლება, რომ მულტფილმები მხოლოდ ბავშვებისთვისაა, თუმცა არსებობს უამრავი ანიმაციური ნამუშევარი, რომელიც ამ სტერეოტიპს ანგრევს. წარმოგიდგენთ ანიმაციურ კინოფირებს, რომელთა სიუჟეტები და ფილოსოფია არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ფილმებს და რაც მთავარია, იმისთვის, რომ მათ შინაარსს სიღრმისეულად ჩავწვდეთ, აუცილებელია ის მოზარდობის ასაკში ვნახოთ:

კატის დაბრუნება - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2003)
ქუჩის კატა, რომელიც ჰარუმ სიკვდილს გადაარჩინა, კატების სამეფოს უფლისწული აღმოჩნდა. თავდაპირველად “კატის დაბრუნება” მოკლემეტრაჟიან ფილმად მოიაზრებოდა, მაგრამ პროდიუსერი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა კადრირების ნახვის შემდეგ, რომ უფლება მისცა სრულმეტრაჟიან ფილმად გამოეშვათ. ჰიროიუკი მორიტას ფილმს სამი წელი იღებდნენ.


მეტროპია - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2009)
ამ ანტიუტოპიურ სამყაროში ადამიანები აღარ გადაადგილდებიან მანქანებით და თვითმფრინავებით, ველოსიპედებიც კი – აკრძალულია. ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალთან ერთად, თუმცა ოცნებობს იდუმალ უცნობზე. დამთრგუნველი მულტფილმი, რომელიც ადამიანების ყველაზე ცუდ მხარეზე დაგაფიქრებთ. შვედური ანიმაციური ფანტასტიკა, რომლის სცენარიც ფუტურისტულ ევროპას ასახავს. ფილმის შესაქმნელად გამოყენებულია ტექნიკა, როდესაც ნამდვილი ფოტოსურათები რედაქტირდება და იცვლება კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, შემდეგ კი ანიმირდება, ეს მეთოდი კი “მეტროპია”-ს კიდევ უფრო საინტერესოს და ჩამთრევს ხდის.


ციცინათელების სასაფლაო (1988)
ისაო ტაკაჰატას კიდევ ერთი ანიმე, რომელის გარეშეც ამ სიის დასრულება შეუძლებელია. ფილმი აკიუკი ნოსაკის მოთხრობის ეკრანიზაციაა, რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, კობეში ვითარდება. ის ორი იაპონელი ბავშვის – მოზარდი სეიტის და მისი უმცროსი დის სეცუკოს ისტორიას მოგვითხრობს – ომის ბოლო თვეში. ამერიკელი კრიტიკოსის როჯერ ებერტის თქმით, ეს ომზე გადაღებული საუკეთესო ფილმების სიას მიეკუთვნება.


ძალიან ბნელი ფილმი (2007)
ამ ანიმაციის მთავარი გმირი ამნეზიით იტანჯება, რაც ძალიან უადგილოა, რადგან ის პოლიციელის გვამის გვერდით, რევოლვერით ხელში იღვიძებს… თავსატეხებით და სიცრუით სავსე სამყარო, რომელშიც საკუთარი თავის ნდობაც კი არ შეიძლება. ანიმაციური ფილმის ატმოსფეროს უკეთ შესაგრძნობათ მისი ყურება წვიმიან ამინდშია რეკომენდირებული. თუ “ცოდვილთა ქალაქის” თაყვანისმცემელი ხართ, ეს ფილმიც აუცილებლად მოგეწონებათ.


ძაღლების კუნძული (2018)
უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმი, რომელიც ვიზუალურად ახლებული შემოქმედებაა და ის ანდერსონის დამახასიათებულ სტილშია, რომელმაც შესაბამისად, უამრავი ადამიანის გული მოიგო. მოქმედება მომავლის იაპონიაში ხდება, სადაც კორუმპირებული მერის ბრძანებით ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გზავნიან. 12 წლის ბიჭი თავისი ერთგული ძაღლის მოსაძებნად მიდის, რომელსაც ქუჩის ძაღლების გუნდი ეხმარება, მათმა მოგზაურობამ კი, შესაძლოა, კაცობრიობის ბედისწერა გადაწყვიტოს. ეს არის მულტფილმი, რომელიც უამრავ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემას ეხება და გპირდებით, მისი თითოეული კადრი საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.


მხოლოდ გუშინ (1991)
სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლის რეჟისორიც ისაო ტაკაჰატაა. ფილმი ამავე სახელწოდების მანგას ეკრანიზაციაა, რომელიც გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. ეს მულტფილმი ნოსტალგიის გრძნობას გაგიღვივებთ და სიცოცხლის სწრაფ დინებაზე დაგაფიქრებთ. ეს ერთ-ერთი იშვიათი ანიმეა, რომლის ნახევარი სცენებისთვის ჯერ პერსონაჟების ხმა ჩაიწერა, რისი დამსახურებითაც ანიმატორებმა უფრო ბუნებრივი მიმიკების დახატვა მოახერხეს გმირებისთვის.


პერსეპოლისი (2007)
ბიოგრაფიული მულტფილმი, რომელსაც გასაოცარი შარმი აქვს 1970-იანი წლების ირანის ისტორიაა და გოგონაზე მოგვითხრობს, რომლის ბავშვობაც ტრაგიკულ მოვლენებს დაემთხვა. უბედურების თავიდან ასარიდებლად მარჟანს ნათესავები ევროპაში გზავნიან, სადაც გოგონაში ნამდვილი რევოლუციური ცვლილებები იწყება – ამბოხება, პირველი სიყვარული, მარტოობა, საკუთარი თავის შეცნობა და მიღება ისეთი, როგორიც არის. ეს არის შავ-თეთრი მულტფილმი, რომელიც ირონიით და იუმორით გვიყვება პატარა ადამიანის ცხოვრებაზე. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარყოფითად შეაფასა ფილმი და საფრანგეთში წერილიც კი გაგზავნეს პროტესტით. ვინსენტ პორონოს და მარჯან სატრაპის ფილმმა კანის კინოფესტივალის ფარგლებში ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.


ანომალიზა (2015)
ეს ანიმაციური ფილმი მარტოსულ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავს არიდებს ყველას. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, შემდეგ ის ხვდება მას – გოგონას, რომელიც თავისი გულწრფელობით და სიცოხლისუნარიანობით გამოირჩევა. ნაზი და სევდიანი თოჯინების მულტფილმი, რომელიც სავსეა მეტაფორებით. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისგან და ის ოსკარზე საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის იყო ნომინირებული.


ჩიკო და რიტა (2010)
ჩიკო და რიტა ერთმანეთისთვის არიან შექმნილები – ერთი იმედის მომცემი პიანისტია, მეორე კი – ამბიციური მომღერალი. ისინი გასული საუკუნის 40-იანი წლებში შეხვდნენ ერთმანეთს კუბაში. მაგრამ ბედისწერა გამუდმებით აშორებდა შეყვარებულებს. ლამაზი და ნაღვლიანი ისტორია ბედნიერების ძიებაზე ჩვენს არანორმალურ სამყაროში. ფილმი საკმაოდ მკაფიოდ ასახავს შავკანიანების სიტუაციას ამერიკის 40-50-იანი წლებში.


ედიტი და მე (2009)
არც ისე შორეული მომავალი. ახალგაზრდა სტუდენტი ედიტი გამოცდების ჩაბარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაწყვეტს ჩიპის იმპლანტის ჩასმას მეხსიერების გასაუმჯობესებლად. სწორედ მაშინ იწყება ყველაზე საინტერესო, უცნაური და მოულოდნელი მოვლენები. წინ ძალიან საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკა გელოდებათ ლამაზი სანახაობით და მუსიკალური გაფორმებით.
21 ადამიანი, რომელიც ცნობილი ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს ძალიან გვანან
ეს ჩვეულებრივი ადამიანები იმდენად გვანან ყველაზე პოპულარული ანიმაციური მულტფილმების გმირებს, რომ რთული დასაჯერებელია
Netflix-მა
პორტალი Reccaped საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომ Netflix-ს "მხედვარის" მიხედვით ანიმაციური სერიალის გამოშვება
Disney იქს-ადამიანების შესახებ ანიმაციური სერიალის გადაღებას გეგმავს
Disney-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ ისინი იქს-ადამიანების Marvel-ის კინოსამყაროში შეყვანას ორ-სამ წელწადში
როგორც ანიმაციების დიდმა მოყვარულმა არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და შეფასება იმ არაჩვეულებრივ
„კუბო და ორი სიმი“ - მშვენიერი და ეპიკური ანიმაციური ფილმი სტუდია „ლაიკასგან“
ანიმაციური ფილმის - "კუბო და ორი სიმის" რევიუ - მშვენიერი და ეპიკური ანიმაციური ფილმი სტუდია "ლაიკასგან".
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება