15 კარგი ფილმი ძარცვაზე

15 კარგი ფილმი ძარცვაზე

10.06.2021 20 884
"თავდასხმა ბანკზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მარტინა სთავაზობს ტერის, ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე მდებარე ბანკზე თავდასხმას უხელმძღვანელოს. იგი უმიზნებს საცავს, სადაც მილიონობით ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ინახება. თუმცა ტერიმ და მისმა გუნდმა არ იცის, რომ ეს სეიფები ამავე დროს ბინძურ საიდუმლოებათა საგანძურს წარმოადგენს - იმ საიდუმლოებებისა, რომლებიც მათ კორუფციის ქსელსა და დანაშაულებრივ სკანდალში გახვევს.


"ადგილი ფიჭვნარში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოტოკასკადიორი ძარცვავს ბანკებს, რათა უზრუნველყოს ცოლის და ახალშობილი შვილის ცხოვრება. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც მისი გზა პოლიტიკოსად ქცეულ ყოფილ პოლიციელამდე მიდის…


"მოუხელთებელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი "მოუხელთებელი" გვიამბობს მაგარი პოლიციელის დეტექტივ ფრეიზერის შესახებ , რომელიც ცდილობს ჭკუით აჯობოს მოხერხებულ ბანკის მძარცველს. ამ სახიფათო კატა-თაგვობანას თამაშისას ,გაუთვალიწინებელი პიროვნება გამოჩნდება, რომელიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს...


"ნებისმიერ ფასად" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ საქმეში გამოუცდელი ძმები მოახერხებენ რამოდენიმე ბანკის გაძარცვას. იმ ბანკებისა რომლებიც დიდი ხანია უღმერთოდ ატყუებენ თავინთ კლიენტებს. ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს შერიფი მარკუსი...


"ლოგანის იღბალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სამსახურიდან გამოგაგდეს? მოამზადე ყველაზე შთამბეჭდავი ძარცვა ისტორიაში. ჯიმი ლოგანი ელვის სისწრაფით კრებს "სპეციალისტების" გუნდს.


"მძარცველები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა მძარცველები თავზეხელაღებულ აფიორას გეგმავენ, რომლის შედეგადაც მათ ხელში 20 მილიონი ხვდება. საქმე იმით რთულდება, რომ მათ კვალს არანაკლებად ძლიერი მეტოქე - პოლიციის დეტექტივი ჯეკ უელსი მოჰყვება.


"ფოკუსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გამოცდილი თაღლითი მომხიბვლელ გოგონას მფარველობს. ყველაფერი მას შემდეგ რთულდება, რაც მათ ერთმანეთი უყვარდებათ და რომანტიკული ურთიერთობები ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ხდება.


"2 იარაღი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
2 მძარცველის ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან ისეთები, როგორადაც ცდილობენ თავი მოაჩვენონ სხვებს. ერთი მათგანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტია, ხოლო მეორე დაზვერვის საიდუმლო აგენტი.


"ტალღაზე"
ბანკის მძარცველთა ბანდა ლოს-ანჯელესის ოკეანის პირა ქალაქიდან, ყოფილი პრეზიდენტების ნიღბებით ძარცვავენ. მათ რეიგანის, ნიქსონის, კარტერის და ჯონსოსნის ნიღბები უკეთიათ. ფბრ დარწმუნებულია, რომ ბანდის წევრები სერფერები არიან, ახალგაზრდა აგენტი ჯონი იუტა ცდილობს მათ რიგებში შეღწევას და ინფორმაციის მოპოვებას.


"შერკინება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.


"ქურდების ქალაქი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს. მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება იგი ისევ საქმეშია. ამ ქალთან ურთიერთობა საშიშროებას უქმნის დაგს და ფედერალური ბიუროს აგენტს ადამ ფროულის მისი გუნდის წევრების ვინაობის დადგენაში ეხმარება.


"ხმალთევზა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაიძვერა აგენტს გაბრიელ შიარს გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის საიდუმლო ანგარიშიდან 9 მილიარდი დოლარი აიღოს. მას ტერორიზმთან საბრძოლველად ნაღდი ფული სჭირდება, მაგრამ სათანადო კომპიუტერული ცოდნა არ აქვს, რომ სახელმწიფოს სისტემაში შეაღწიოს. ის სტენლი ჯობსონს შეურთდება, შიფრის ექსპერტს, რომელსაც ნებისმიერი პროგრამის გატეხვა შეუძლია.


"ბანქო, ფული და ორი ლულა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ოთხი მეგობარი კარტში ნახევარ მილიონ ფუნტს აგებს. მათ ერთ კვირაში უნდა გადაიხადონ ვალი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები ელოდებათ.


"ბანდიტი გოგოები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მექსიკა. 1818 წელი. მომხიბვლელი მძარცველები - განათლებული ევროპელი და უხეში მექსიკელი - თავზარს სცემენ ველური დასავლეთის ბანკებს. ვერავინ უწევს წინააღმდეგობას მათ გამომგონებლობას და სიმამაცეს, მით უმეტეს მათ სილამაზეს.


"ოუშენის" ტრილოგია
მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯერ 24 საათიც არ იყო გასული, როცა ქარიზმატულმა ქურდმა -დენი ოუშენმა თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბა და ლას -ვეგასის კაზინოებიდან 150 მილიონი დოლარის გატაცება გადაწყვიტა.
15 ფილმი, რომელიც ზაფხულის მოსვლას კიდევ უფრო გაგიხალისებთ
თვრამეტი წლის ჯეინი ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მოულოდნელად ის იგებს, რომ კუნძულზე მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ
10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ
10 ფილმი, რომელშიც დიალოგებს გადამწყვეტი ადგილი უჭირავს
ფილმები, რომელშიც მსახიობებს საინტერესო, დამაფიქრებელი დიალოგები აქვთ, დიდად ფასობს. სწორად შერჩეული დიალოგები
10 ფილმი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შესახებ
დაგვეთანხმებით, რომ დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. სწორედ მათი დახმარებით ჩვენ ერთმანეთს
10 საუკეთესო თანამედროვე კომედია დროის ხალისიანად გასატარებლად
ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება