10 დეტექტიური სერიალი, რომელთა დასასრულს ვერ გამოიცნობთ

10 დეტექტიური სერიალი, რომელთა დასასრულს ვერ გამოიცნობთ

08.06.2021 25 695
"მეირი ისთთაუნიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ სერიალს, რომ სუფთა დეტექტივი უწოდა, შეცდომა იქნებოდა: ეს პირველ რიგში კარგი საპნის ოპერაა ათეულობით პერსონაჟის მონაწილეობით. მთავარი გმირი გამომძიებელი მეირი, რომელიც ცდილობს ოჯახი დანგრევისგან იხსნას. ამის პარალელურად ის ჯერ ერთი გოგონას გაუჩინარებას იძიებს, ხოლო შემდეგ კი 17 წლის მარტოხელა დედის მკვლელობას. პირველი ეპიზოდიდანვე ავტორები მაყურებლებს აიძულებენ იფიქრონ, თუ ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.


"ბაბილონი-ბერლინი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოქმედება ხდება გერმანიაში 1920-იანი წლების ბოლოს 1930-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების სათავეში მოსვლამდე. პოლიციის კომისარი გერეონ რატი დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულების გამოძიებით ბერლინში. მთავარი გმირი ხედავს როგორ იცვლება საზოგადოება...


"ტყე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
16 წლის ჯენიფერი საკუთარი სოფლიდან უჩინარდება. გამოძიებას ხელმძღვანელობს კაპიტანი გასპარდ დეკერი, გოგონასთვის კარგად ნაცნობ ადგილობრივ პოლიციელთან და მარტოსულ იდუმალ ქალთან ერთად.


"პერი მეისონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოვლენები 1932 წელს ლოს-ანჟელესში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში, ამერიკელი დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის ერლ სტენლი გარდნერის რომანების გმირი, ადვოკატი პერი მეისონია. მაშინ როდესაც შეერთებული შტატები დიდი დეპრესიის შემდეგ ძალებს იკრებს, ლოს ანჟელესში აღმავლობის ხანაა. ქალაქი იზრდება და ვითარდება, რასთან ერთადაც იზრდება გატაცებული ბავშვების რიცხვი. პერი მეისონი გამოძიებას იწყებს, სადაც დამნაშავის დევნა ქალაქის საიდუმლოებების გამოვლენის და საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის შესაძლებლობა ხდება.


"და აღარ დარჩა არავინ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ სერიალში მოვლენები 1939 წელს ვითარდება. 10 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გაემგზავრება კუნძულ Soldier Island-ში, იდუმალი მასპინძლების დაპატიჟების გამო. სტუმრების ჩასვლის მომენტში მასპინძლები კუნძულზე არ იმყოფებიან. ათივეს კუნძულზე წარედგინებათ ბრალი საშინელი დანაშაულის ჩადენის მიზეზით. იმის შემდეგ რაც ამ ათიდან ერთ-ერთს მოკლავენ ამოუცნობ ვითარებაში, დარჩენილი ცხრა გადაწყვეტს, რომ მკვლელი შეიძლება იყოს რომელიმე მათგანი. აგათა კრისტის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია.


"უდანაშაულოს გამოცდა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1954 წელი. რეიჩელ არჰაილი, ცნობილი ქველმოქმედის ცოლი მისსავე სასტუმრო ოთახში სისხლის გუბეში იპოვეს მოკლული. მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილია, მისი ნაშვილები ვაჟი, რომელიც ამტკიცებს რომ დანაშაული არ ჩაუდენია.


"მკვლელობები ანბანის მიხედვით" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1933 წელი. დეტექტივი ერკიულ პუარო სერიულ მკვლელ ზედმეტსახელად ABC-ს უპირისპირდება. გვამების რიცხვი იზრდება, ხოლო ერთადერთი ნივთმტკიცება კი სარკინიგზო ცნობარია, რომელსაც პოლიცია დანაშაულის ყველა ადგილას პოულობს.


"ნამდვილი დეტექტივი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალი მოგვითხრობს დეტექტივების ცხოვრებაზე, მათ ყოვედღიურობაზე, გამოძიებაზე, საიდუმლოებებზე, რომელთა გახსნასაც ხანდახან ათწლეულები სჭირდება. სერიალის ყველა სეზონში მოთხრობილია ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟებით.


"ცოდვილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ერთ მშვენიერ მზიან დღეს ახალგაზრდა ქალი, კორა ტანეტი, აუხსნელი მრისხანებისას რამოდენიმე სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს უცნობ მამაკაცს. დანაშაული მოხდა ქალის მეუღლის , შეშინებული ვაჟისა და ათობით დამსვენებლის თვალწინ. ყველამ იცის ვინ ჩაიდინა ეს, მაგრამ ვერავინ ხვდება მიზეზს, მათ შორის კორაც. დეტექტივი ჰარი ემროუზი მზადაა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს კორსათან, რათა გაიგოს რატომ ჩაიდინა კანონმორჩილმა მოქალაქემ ასეთი დანაშაული.


"აღსარება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
"აღსარება" მოგვითხრობს თუ როგორ განზრახ დაარღვია პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა სტივ ფულჩერმა აუცილებელი პროცედურები და პროტოკოლი მკვლელის დასჭერად, ეს იყო გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში მას კარიერის და რეპუტაციის დაკარგვად დაუჯდა.
უფრო მეტი, ვიდრე უბრალო დეტექტივი: ყველაფერი, რაც კი სერიალ
პატარა პროვინციალურ ქალაქში, რომლის ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს ახალგაზრდა გარდაცვლილ გოგონას პოულობენ.
10 შემთხვევა, როდესაც ფილმების ავტორებმა გაგრძელებაში მთავარი როლის შემსრულებელი შეცვალეს და მაყურებლებს ეს არ მოეწონათ
რექასტინგი იგივე როლზე ერთი მსახიობის სხვა მსახიობით შეცვლაა, ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: სიკვდილი, მსახიობის
დეტექტიური სერიალი
სტრიმინგ-სერვისმა CBS All Access-მა დეტექტიური სერიალის - "დაკითხვას" დახურვა პირველი სეზონის შემდეგ გადაწყვიტა. მისი
10 თანამედროვე არაჰოლივუდური სერიალი, რომლის საყურებლადაც დრო არ უნდა დაინანოთ
მოქმედება ხდება გერმანიაში 1920-იანი წლების ბოლოს 1930-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების სათავეში მოსვლამდე. პოლიციის
5 კარგი მინი-სერიალი კარანტინში საყურებლად
ოლივიე ასაიასი - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფრანგი რეჟისორია, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მელოდრამის,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება