10 ცუდი ფილმი რომელიც ბევრ ადამიანს უყვარს

10 ცუდი ფილმი რომელიც ბევრ ადამიანს უყვარს

03.06.2021 50 048
არსებობს ფილმები, რომლებიც ბევრი ასპექტის გამო ცუდი ნამუშევრებია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით მათ მაინც ვუყურებთ. ესაა 10 ცუდი ფილმი, რომელიც ბევრ ადამიანს უყვარს:

"იდეალური ხმა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2012)
სიუჟეტის ცენტრში გოგონების ჯგუფია, რომელიც კაპელაში მოსახვედრად კონკურსში მონაწილეობს… ამ ფილმის პოპულარობა, სავარაუდოდ, თინეიჯერი აუდიტორიის დამსახურებაა.


"დამოუკიდებლობის დღე" (1996)
დედამიწას უცხოპლანეტელთა ხომალდი უახლოვდება და შეტევას იწყებს მთავარ ქალაქებზე. მათთან ბრძოლის გეგმა 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს იქმნება. სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური ფილმია, თუმცა, მისი სპეცეფექტები დღესაც კი აღტაცებას იწვევს მაყურებელში.


"ეის ვენტურა – შინაურ ცხოველთა დეტექტივი" (1994)
ექსცენტრულ შინაურ ცხოველთა დეტექტივს მნიშვნელოვან საქმეს აბარებენ. გამოძიების პროცესში ის მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციებში ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ფილმია, ჯიმ კერის პერსონაჟი ხშირად გვაცინებს და მაყურებლის სიყვარულიც ამ ფაქტის დამსახურებაა.


"ლუსი" (2014)
ტრაგიკული ინცინდენტის შემდეგ სექსუალური ქალი მუტაციას განიცდის – ახლა ის სრულად იყენებს ტვინის შესაძლებლობებს. ლამაზი სცენების მიუხედავად, სცენარს ბევრი პრობლემა აქვს.


"მიწისძვრა" (1990)
მიწის ქვეშ გიგანტური ჭიები ცხოვრობენ, რომლებიც პატარა ქალაქის დატერორებას იწყებენ. ფილმის მთავარი გმირები კი ქალაქის დასაცავად იბრძვიან. მიწისძვრა მხოლოდ ნოსტალგიური დამოკიდებულების გამო უყვარს მაყურებელს.


"ნინძა ბევერლი ჰილზიდან" (1997)
მოუქნელი ნინძა ჰოლივუდელი ლამაზმანის დაცვას გადაწყვეტს და დიდ გაუგებრობაში ეხვევა. ეს აშკარად ცუდი კომედია ყოველთვის იწვევს სიცილს მაყურებელში, რაც მთავარი როლის შემსრულებლის, კრის ფარლის დამსახურებაა.


"პატარა ჯარისკაცები" (1998)
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სურათი სათამაშოების ორი ჯგუფის კონფლიქტზე გვიყვება. აქ ისეთ გაზვიადებულ სცენებს ვხედავთ, რომ დღეს მხოლოდ გვეცინება. თუმცა, ფილმი დაუვიწყარია მათთვის, ვისი ბავშვობაც 1990-იან წლებს ემთხვევა.


"მთელი ძალით" (1987)
სიუჟეტი ვითარდება სატვირთო მანქანის მძღოლის გარშემო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას გადაწყვეტს თინეიჯერი შვილის ნდობის მოსაპოვებლად. კლიშეებით სავსე ფილმი ისევ და ისევ ნოსტალგიური განწყობის გამო უყვარს მაყურებელს.


"ბაფი – ვამპირების გამანადგურებელი" (1992)
წვეულებების მოყვარული თინეიჯერი გოგონა მოულოდნელად იგებს, რომ განსაკუთრებული უნარი და მისია აქვს – მას ვამპირების განადგურება შეუძლია… ეს ტიპური ცუდი ფილმია, რომელიც მაინც გვიყვარს.


"საშობაო საჩუქარი" (1996)
ფილმის მთავარი გმირი შვილს პირობას არ უსრულებს და დანაშაულის გამოსასყიდად ნაწყენ ბიჭს ახალ პირობას აძლევს: შობას საოცნებო სათამაშო აჩუქოს. შობის წინა დღეს აღმოჩნდება, რომ ყველა სათამაშო გაყიდულია და კაცი დაპირებულ საჩუქარს მთელს ქალაქში ეძებს. ფილმი, პირველ რიგში, სცენარის გამოა ცუდი, თუმცა საშობაო განწყობას ქმნის და ამიტომ ბევრს მოსწონს.
"ოქროს ჟოლოს" გამარჯვებულები დასახელდა
17.03.20 სიახლეები / ფესტივალები
ტომ ჰუპერის "კატებმა" ანტიპრემია "ოქროს ჟოლოს" აუდიტორიას იმედები არ გაუცრუა და ქანდაკებების ნახევარზე მეტი მოაგროვა,
მიმდინარე წელს "ოსკარის" ცერემონიას ოფიციალური მონაცემებით 23,6 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც პრემიის ისტორიაში ყველაზე
Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა
პოპულარულმა აგრეგატორმა Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა. სია პროექტების საშუალო ქულის მიხედვით
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
ქართული ფილმი "ცუდი ხალხი", რომელიც რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ გადაიღო ლონდონში გამართულ ფესტივალ Discover Film
"ანნა" - ლუკ ბესონის ახალი ფილმის თრეილერი
11.04.19 სიახლეები / თრეილერები
ლუკ ბესონს ძალიან უყვარს მძაფრ-სიუჟეტიან ბოევიკების გადაღება, რომლებშიც მთავარ როლებს მოდელები ასრულებენ და გამონაკლისი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება