7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

01.06.2021 5 364
7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

დუეინ ჯონსონი (ქრონიკული დეპრესია)
ფრენჩაიზ "ფორსაჟის" ვარსკვლავი დუეინ ჯონსონი თავისი სუსტი მხარეების შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა. შორეულ წარსულში მან საკუთარი დედის თვითმკვლელობის მცდელობა იხილა, რომელიც ასევე დეპრესიით იტანჯებოდა. ახალგაზრდობაში ჯონსონს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, როდესაც სპორტულ კარიერაზე მოუწია უარის თქმა და შეყვარებულს დაშორდა. ვინმემ თუ არ იცის გეტყვით, რომ დუეინ ჯონსონი ახალგაზრდობაში ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც დეპრესიაში ყოფნის დროს უნდა გაითავისო ისაა, რომ სინამდვილეში თქვენ მარტო არ ხართ. მეგობარო, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც ამას გადის. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდობაში მყოლოდა ადამიანი, რომელიც მხარზე ხელს დამადებდა და მეტყოდა, რომ ყველაფერი კარგადაა.


7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

კრის ევანსი (სოციოფობია)
ამერიკელი მსახიობი კრის ევანსი, რომელიც დაუმარცხებელი კაპიტანი ამერიკას როლით არის ცნობილი ჟურნალ Rolling Stones-ს უთხრა, რომ სოციოფობიით იტანჯება. ევანსს ეშინოდა, რომ შეიძლებოდა უფრო ცნობილი და პოპულარული გამხდარიყო, ამიტომაც ამის გამო კინაღამ როლის გარეშე დარჩა, თუმცა საბედნიეროდ ის თერაპევტს დროულად ეწვია, რომელმაც მსახიობის კარიერა იხსნა. ახლა მისი სოციოფობია თავს საჯარო დისკუსიების დროს იჩენს. ევანსმა აღიარა, რომ გონების დასაწყნარებლად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდა: ის მედიტაციებით იყო დაკავებული და სხვადასხვა ბუდისტურ ნაწერებს კითხულობდა.

7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

გაბური სიდიბე (ბულიმია)
ამერიკელი მსახიობი გაბური სიდიბე, რომელსაც ბევრი "ამერიკული საშინელებათა ისტორიით" იცნობს თავის მემუარებში კვებითი აშლილობის შესახებ ისაუბრა. წიგნში მსახიობი ჰყვება, თუ როგორ ებრძოდა დეპრესიას კოლეჯში და, რომ ამან ბულიმია გამოიწვია. სუიციდალური აზრების გაჩენის შემდეგ სიდიბემ გადაწყვიტა ფსიქოლოგისთვის მიემართა.
დეპრესია - ჩემი ცხოვრების ნაწილი, როდესაც ის დომინირებას იწყებს დასახმარებლად ფსიქოლოგს მივმართავ.


7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

ემა სტოუნი (შფოთვითი აშლილობა)
ოსკაროსანმა მსახიობმა ემა სტოუნმა განაცხადა, რომ შვიდი წლის ასაკიდან პანიკური შეტევით იტანჯება. "ლა-ლა ლენდის" ვარსკვლავმა "სტივენ კოლბერტის შოუში" თავისი ფობიების შესახებ 2017 წელს ღიად ისაუბრა. ემამ "პატარა მწვანე მონსტრის" ფოტოც კი გვაჩვენა, რომელსაც ბავშვობაში შფოთვის წარმოსადგენად ხატავდა. მსახიობმა დასახმარებლად ფსიქოთერაპევტს მიმართა - ავადმყოფობის დაძლევაში არტისტს იმპროვიზაციები ეხმარება.

7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

ჯონ ჰემი (ალკოჰოლიზმი და ქრონიკული დეპრესია)
სერიალ "შეშლილების" ვარსკვლავი ჯონ ჰემი "თავის როლს" დიდიხნის განმავლობაში ვერ პოულობდა - ქასტინგებზე გასვლა წარუმატებლად მთავრდებოდა. შავი ცხოვრებისეული ხაზის შედეგი ქრონიკული დეპრესია გახდა, რომელმაც ალკოჰოლიზმი გამოიწვია. 2015 წელს დამოკიდებულებასთან ბრძოლის ოცდაათდღიანი კურსი დაასრულა. ის დიდიხნის განმავლობაში ანტიდეპრესანტებსაც ღებულობდა.
სამედიცინო დახმარება ყოველთვის სამედიცინო დახმარებად რჩება. ჩვენს სამყაროში ნეგატიური მხარე სისუსტედ ითვლება, როდესაც სინამდვილეში ეს ძალაა. საჭიროა იყო ძლიერი, რომ თქვა: "მე დახმარება მესაჭიროება". საბოლოო ჯამში ეს ამად ღირს.


7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

დეიკრ მონტგომერი (ობსესურ-კომპულსური აშლილობა)
"უცნაური ამბების" ვარსკვლავი დეიკრ მონტგომერი ობსესურ-კომპულსურ აშლილობას თორმეტი წლის ასაკიდან ებრძვის. საზოგადოებრივი კამპანია #MyYoungerSelf-ის ფარგლებში ავსტრალიელმა მსახიობმა თავისი ცხოვრების ბნელი პარიოდი გაიხსენა. როგორც ირკვევა ის დახმარებას დიდიხნის განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ "არავინ უსმენდა". ამის გარდა, მონტგომერი შინაგან ძალებსაც ვერ პოულობდა ფობიების დასამარცხებლად. დროთა განმავლობაში მან უფრო მეტი დრო ემოციებს დაუთმო, ცდილობდა ისინი გაეკონტროლებინა. ამაში მას მედიტაცია და სპორტულ დარბაზში ვარჯიშები დაეხმარნენ. ბედნიერი ცხოვრების საფუძველი მიზნების და პრიორიტეტების დასახვაც აღმოჩნდა. დეიკრის თქმით, ექიმებმა მას ობსესურ-კომპოლსური აშლილობა დაუდგინეს.

7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრეს

სელენა გომეზი (ბიპოლარული აშლილობა)
მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომეზმა თავისი ბიპოლარული აშლილობის შესახებ მაილი საირუსთან ინტერვიუში ისაუბრა. გოგონას თქმით, დაავადების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მან ის შიშები მოიშორა, რომლებიც დიდიხნის განმავლობაში თან დაჰყვებოდა.
დუეინ ჯონსონი HBO-სთვის სერიალს გადაიღებს რესლინგის შესახებ
HBO-მ ახალი პროექტი დაუკვეთა, რომელსაც Tre Cnt უწოდეს. მასზე დუეინ ჯონსონი და მსახიობი ისა რეი იმუშავებენ. ამჟამად
წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი დასახელდა
გამოცემა Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი კვლავაც დუეინ
დუეინ ჯონსონი:
დუეინ ჯონსონმა და პროდიუსერმა ჰირამ გარსიამ გამოცემა Comicbook-თან "შავი ადამის" შესახებ ისაუბრეს, რომელიც DC-ს ახალი
დუეინ ჯონსონი, რაიან რეინოლდსი და გალ გადოტი Netflix-ის თრილერში მთავარ როლს შეასრულებენ
სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა თრილერ "Red Notice-ის" სამსახიობო შემადგენლობის დაკომპლექტება დაიწყო, რომელშიც ჰოლივუდის
დუეინ ჯონსონმა ჯეისონ სტეტჰემს პატარა ტვინი აღმოუჩინა
დუეინ ჯონსონი კრიტიკულად აფასებს ჯეისონ სტეტჰემის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომელთან ერთადაც ის "ფორსაჟი: ჰობსი და
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება