10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ

10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ

28.05.2021 64 695
"გვალვა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 7.0
პოლიციელი აარონ ფალკი გვალვით დატანჯულ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რომ თავისი ბავშვობის მეგობრის - ლიუკის დაკრძალვას დაესწრო. ქალაქში ჭორები დადის, რომ ლიუკმა თვითმკვლელობამდე თავისი მეუღლე და შვილი მოკლა. აარონი საქმის გამოძიებას იწყებს და დროთა განმავლობაში ხვდება, რომ ამ მოვლენას და დიდიხნის წინ მომხდარ მკვლელობას შორის კავშირი არსებობს.


"ჟანგბადი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 6.5
ქალი კრიოგენულ კუბოში იღვიძებს და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ. მან უნდა იპოვოს გამოსავალი და თავი დააღწიოს ტყვეობას, სანამ ჟანგბადი ჯერ კიდევ საკმარისია.


"საცავი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 6.3
ტომი – საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს - საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს. როდესაც მთავარი გმირი შეიტყობს, რომ ზუდტად ამ ბანკის სეიფში მხოლოდ 10 დღით შეინახება ლეგენდარული საგანძური, ის ქარიზმატულ არტ-დილერთან, უოლტერთან ერთად ბანკში შეღწვის დეტალურ გეგმას შეიმუშავებს. ახლა მათ ხოლოდ 90 წუთი აქვთ, რადგან ბანკის თნამშრომლები 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყურებით იქნებიან დაკავებულები, სადაც ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი ასპარეზობს.


"უინდერმირელი ბავშვები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 7.2
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისათვის. ახალ მიწაზე ყველაფერი შიშითა და გაურკვევლობით დაიწყო, თუმცა თანდათან იმედის, კეთილი ნების, დიდი მეგობრობისა და ბედნიერების ტრიუმფად იქცა, რასაც ისინი ასე აფასებენ და უფრთხილდებიან.


"ცხოვრება წელიწადში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 6.1
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის დარინის ცხოვრებას , რომელიც გაიგებს, რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ცდილობს დარჩენილ წელიწადში, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს.


"მოქსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 6.7
ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ, რომელსაც ყელში ამოუვიდა, რომ მისი პატარა ქალაქის სკოლაში ბიჭებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. მას აღარ სურს სკოლის დერეფანში სექსისტური ხუმრობებისა და შევიწროების ატანა. მაგრამ ყველაზე მეტად ის სულელური და უაზრო წესების დაცვით დაიღალა. მისი დედის მეამბოხე წარსულით შთაგონებული ვივიანი ფემინისტურ ბროშურებს სახელწოდებით “მოქსი”-ს ქმნის და მათ სკოლის მოსწავლეებს შორის ანონიმურად ავრცელებს. ის, რაც მისთვის განმუხტვის საშუალება უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად სკოლაში მრავალ გოგონაში ჰპოვებს გამოხმაურებას. ძალიან მალე ახალგაზრდა გმირი ხვდება, რომ მან ნამდვილი რევოლუციური ბრძოლა დაიწყო გოგონების უფლებებისთვის, რაც სკოლის მასშტაბით რისხვას გამოიწვევს.


"ვარდისფერი ღრუბელი"
IMDb: 6.8
ჯოვანამ და იაგომ ღამე ერთად გაატარეს და ურთიერთობების გაგრძელებას აღარ გეგმავდნენ, მაგრამ შემთხვევამ სხვანაირად გადაწყვიტა. დილით ახალგაზრდა ადამიანები სირენებმა გააღვიძეს, მათ მთავრობა სახლში დარჩენას მოუწოდებდა, რადგან მთელი პლანეტა სახიფათო ვარდიფერმა ღრუბლებმა მოიცვა. ახლა ჯოვანა და იაგო ერთმანეთს უნდა მიეჩვივნონ.


"სპარსულის გაკვეთილები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDB: 7.4
1942 წელი. ახალგაზრდა ბელგიელი მამაკაცი ნაცისტურმა პარტიამ დააკავა და გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. იგი ამტკიცებს რომ სპარსელია და არა ებრაელი. ეს სიცრუე მცირე ხნით იხსნის მას სიკვდილისგან, თუმცა მალე გაიგებს, რომ უნდა ასწავლოს სპარსული ერთ-ერთ ნაცისტ კულინარ ოფიცერს, რომელიც ირანში რესტორნის გახსნაზე ოცნებობს. იგი უდიდესი ამოცანის წინაშეა - სიტყვასიტყვით უნდა გამოიგონოს ენა, რომელიც არ იცის. ჟილს მკაცრად აქვს გაცნობიერებული, რომ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გაამჟღავნოს მისი თაღლითობა.


"ისინი, ვისაც ჩემი სიკვდილი სურს"
IMDB: 6.0
ახალ ფილმში ანჯელინა ჯოლი ჰანას როლს ასრულებს - სახანძრო ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს. ეს ქალი კოლეგების სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ახლა ჰანა ხანძრებს აღარ აქრობს, არამედ ტყის შორეულ ნაკვეთებს პატრულირებს. გმირი იქ შეშინებულ ბიჭს პოულობს, რომელიც მას დახმარებას სთხოვს.


"სამართლიანობის რაინდები"
IMDB: 7.7
მთავარი გმირის - მარკუსის ცოლის სიკვდილი შემთხვევითობას გავს, მაგრამ მალე კაცს არწმუნებენ, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ის რამდენიმე გიკთან და მათემატიკოსთან ერთად საქმის გამოძიებას იწყებს. ადამიანების ეს გაერთიანება საკუთარ თავს სამართლიანობის რაინდებს უწოდებს.
10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე
დროში მოგზაურობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც ადამიანებს ძალიან იზიდავთ. თუ დროში მოგზაურობის შესაძლებლობას
12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
მაიფენვი ტომასს ერთ წვიმიან დღეს ლონდონის მილენიუმის ხიდის მახლობლად გაეღვიძება - არ ახსოვს ვინ არის, წარმოდგენა არ
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
12 თანამედროვე მინი-სერიალი, რომლებსაც უიქ-ენდზე ერთი ამოსუნთქვით უყურებთ
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ავიდა 1990იან წლებში წარმატების მწვერვალზე "ჩიკაგო ბულსი", ერთერთი ყველაზე უფრო გამორჩეული
კომედია
ინტერნეტში ფილმ "მთავარი გმირის" თრეილერი გამოვიდა. რაიან რეინოლდსი ფილმში ბანკის თანამშრომლის როლს ასრულებს, რომელიც
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება