ახალი სერიალები, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა უყუროთ

ახალი სერიალები, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა უყუროთ

27.05.2021 48 068
"ლიზის ისტორია"
პრემიერის თარიღი: 4 ივნისიდან AppleTV+-ზე
თავისი ყველაზე პირადული და საყვარელი რომანის პატარა ეკრანებისთვის ადაპტირება სტივენ კინგმა თვითონ გადაწყვიტა - მან "ლიზის ისტორიას" რვავე ეპიზოდის სცენარი დაწერა - წიგნისა, რომელიც თავის მეუღლეს მიუძღვნა. ისტორია ცნობილი მწერლის ქვრივის შესახებ გვიყვება, რომელიც მეუღლის გარდაცვალებას ორი წლის შემდეგაც კი ვერ შეეგუა და მეუღლის კაბინეტი ჯერ არც კი დაულაგებია. ის თავს არიდებს სხვა მწერლებს და გარდაცვლილი ქმრის აგენტებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მწერალს გამოუქვეყნებელი ნამუშევრები დარჩა. ერთხელ იგივე თხოვნით ლიზის ქმრის შეშლილი თაყვანისმცემელი მიმართავს, ის მას ცემით ემუქრება, მაგრამ ეს ყველაზე საშიში არ არის - ქალს არაამქვეყნიური ძალები აწუხებენ, რომელთა შესახებ გარდაცვლილი მეუღლე ერთ დროს ყვებოდა. მთავარ როლებს ჯულიანა მური და კლაივ ოუენი ასრულებენ.


"ლოკი"
პრემიერის თარიღი: 9 ივნისიდან Disney+-ზე
Disney-ს სერიალების შესახებ ჯერ ვერც იმას იტყვი, რომ კარგებია და ვერც იმას, რომ ცუდებია: "ვანდავიჟენმა" მაყურებლები განსხვავებული სტრუქტურით და ინტრიგით მოხიბლა, ხოლო "ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცმა" იმედები გაგვიცრუა სუსტი ექშენით და უინტერესო ისტორიით. "ლოკის" ყველაფერი აქვს, რომ MCU-ს საუკეთესო სატელევიზიო პროექტი გახდეს. ავტორები გვპირდებიან, რომ ბოროტმოქმედი დროში იმოგზაურებს, შეეცდება წარსულის შეცდომები გამოასწოროს და შეცვალოს ისტორიის კურსი.


"სექსი/ცხოვრება"
პრემიერის თარიღი: 26 ივნისიდან Netflix-ზე
"სექსი/ცხოვრება" ბი-ბი ისტონის მემუარების - "44 თავი 4 კაცის შესახებ"-ის ადაპტაციაა. მთავარი გმირი ბილია - ერთგული ცოლი და კეთილსინდისიერი დედა, რომელსაც ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში ვნება და ცეცხლი არ ჰყოფნის. გმირს თავისი გიჟური ახალგაზრდობა ენატრება და თავის ეროტიულ მოგონებებს დღიურში იწერს, რომელსაც შემდეგ მისი მეუღლე კუპერი პოულობს.
ახალი სერიალები, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა უყუროთ


"მონსტრები სამუშაოზე"
პრემიერის თარიღი: 2 ივლისიდან Disney+-ზე
გასაკვირია, მაგრამ "მონსტრების კორპორაციის" გაგრძელება, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით სერიალის ფორმატში გამოვა სტრიმინგ-სერვის Disney+-ზე. "მონსტრები სამუშაოზეს" მოქმედება "მონსტრების კორპორაციის" მოვლენებიდან ნახევარი წლის შემდეგ ვითარდება - მონსტროპოლისი ახლა არა ბავშვების კივილით, არამედ მათი სიცილით იკვებება.


"ბოროტების სავანე: უსასრულო სიბნელე"
პრემიერის თარიღი: 8 ივლისიდან Netflix-ზე
2021 წელს თამამად შეგვიძლია Resident Evil-ის წელი ვუწოდოთ: მაისში თამაშის მერვე ნაწილი გამოვიდა, სექტემბერში სრულმეტრაჟიანი რებუთი ფილმის პრემიერა შედგება, ხოლო ივლისში კი Netflix-ზე ანიმაციური სერიალი გამოვა. მისი მოვლენები თამაშის მეოთხე და მეხუთე ეპიზოდებს შორის განვითარდება: ლეონ კენედიმ თეთრი სახლის სისტემებზე ჰაკერული კიბერშეტევა უნდა გამოიძიოს. თეთრ სახლში ის არამხოლოდ ზომბებს ხვდება, არამედ კლერ რედფილდსაც. სერიალი წარმოუდგენლად კარგად გამოიყურება. იმედი ვიქონიოთ, რომ პროექტი მეორე სეზონსაც დაიმსახურებს.


"მისტერ კორმანი"
პრემიერის თარიღი: 6 აგვისტოდან Apple TV+-ზე
Apple TV+-ის კიდევ ერთი ახალი სერიალი - სტრიმინგ-პლატფორმა ცდილობს კონკურენტებს დაეწიოს და ბევრ ახალ ორიგინალურ პროექტს უშვებს. "მისტერ კორმანი" ჯოზეფ-გორდონ ლევიტის საავტორო პროექტია, ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, რომელიც ბოლო ხუთი წელია ეკრანზე იშვიათად ჩნდება. მსახიობი სერიალის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია. ის კალიფორნიელ მასწავლებელს განასახიერებს, რომელიც შეყვარებულს ახლახანს დაშორდა, დეპრესიით იტანჯება, საკუთარ თავს ცუდ ადამიანად თვლის, მაგრამ ცდილობს უკეთესობისკენ შეიცვალოს და თან მუსიკით არის გატაცებული.


"ცხრა სრულიად უცნობი ადამიანი"
პრემიერის თარიღი: 18 აგვისტოდან Hulu-ზე
ნიკოლ ქიდმანმა და სცენარისტმა დევიდ ე. კელიმ მაყურებლებს რამდენიმე თანამედროვე ბესტსელერის ღირსეული ეკრანიზაციები აჩუქეს - თავიდან იყო "დიდი პატარა ტყუილები", გასულ წელს "განადგურება", ხოლო ამ ზაფხულს კი "ცხრა სრულიად უცნობი ადამიანი" გამოვა. ეს ლიან მორიარტის კიდევ ერთი წარმატებული დეტექტივის ადაპტაციაა, იგივე "დიდი პატარა ტყუილების" ავტორის. სიუჟეტის მიხედვით ავსტრალიის ერთ-ერთ ელიტურ პანსიონატში ცხრა ადამიანი ჩადის, რომ სულიერი და ფიზიკური გარდასახვის კურსი ჩაიტაროს. თხრობის დროს არავინ კვდება, სამაგიეროდ წინ კარგი დრამა გველოდება გმირების შესახებ, რომლებიც საშინელ საიდუმლოს მალავენ და თავიანთ წარსულს გაურბიან.
სტრიმინგ-სერვის Shudder-ს მარაგში კიდევ ბევრი საშიში ისტორია აქვს, ჯერ კიდევ ზაფხულს პლატფორმის ხელმძღვანელობამ
დრამა
სამსერიანი დეტექტიური დრამის - "დესის" პრემიერის ზუსტი თარიღი გახდა ცნობილი. მინი-სერიალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
სერიალ
სტრიმინგ-სერვისი Disney+ სერიალ "ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცის" გამოშვებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს. პრემიერის
ქლაივ ოუენი და ჯულიანა მური სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შეასრულებენ
ამ გაზაფხულს სტრიმინგ-სერვისი Apple TV+-მა სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციის - "ლიზის ისტორიის" გადაღება გადაწყვიტა.
Apple-ის ახალმა სერიალმა თავისი რეჟისორი იპოვა
ჩილელი რეჟისორი პაბლო ლარრაინი სტივენ კინგის რომანის - "ლიზას ისტორიას" ეკრანიზაცია გადაიღებს. სერიალში მთავარ როლს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება