8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ

23.05.2021 14 630
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ოცნებობს, რომ მსახიობი გახდეს, პოპულარობა და აღიარება მოიპოვოს ჰოლივუდში, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით ნიჭი, მონდომება და იღბალი, რომ ოცნებას მიუახლოვდნენ. რამდენი იგებს 28 წლის ასაკში "ოსკარს"? ემა სტოუნმა კი მოიგო! ის კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნიჭიერი მსახიობია, ხოლო 2017 წელს კი Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი-მსახიობიც გახდა. "კრუელას" გამოსვლამდე გავიხსენოთ, რით დაიწყო ემას კარიერა და რატომ გვიყვარს ის ჩვენ.
8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ



მიზანდასახულობა
ემილი, რომელსაც ახლა ემას სახელით ვიცნობთ შტატ არიზონას ქალაქ სკოტსდეილში დაიბადა. მისი ბაბუა წარმოშობით შვედი იყო და მისგან მემკვიდრეობით საკმაოდ საინტერესო გარეგნობა ერგო. ემას კანი არისტოკრატულად ფერმკრთალია, ხოლო თმა კი ქერა. სკანდინავიური ფესვები მსახიობის იმიჯს რაღაც განსხვავებულს მატებენ, მას უფრო უნიკალურს ხდიან, რის გამოც ემა ჰოლივუდის სხვა მსახიობებს არ ჰგავს.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


სკოლაში ემა კარგად სწავლობდა და თეატრს აღმერთება. როგორც მან თვითონ თქვა ბავშვობის საუკეთესო მომენტები დედასთან ნიუ-იორკში წასვლა და ბროდვეიში მიუზიკლებისა და პიესების ყურება იყო.
მე "საბრალოებს" რვა წლის ასაკში ვუყურე, ხოლო "ბოჰემა" კი ალბათ მილიონჯერ მაქვს ნანახი. მე ამაზე უბრალოდ ვგიჟდები.


ემა ყველაზე მეტად სცენაზე გასვლა სურდა და მან ეს 11 წლის ასაკში შეძლო, როდესაც ახალგაზრდულ თეატრ Valley Youth-ში დაიწყო თამაში. მისი სადებიუტო პროექტი სპექტაკლი "ქალი ტირიფებში" იყო. ემა ძირითადად კომედიურ სპექტაკლებში ღებულობდა მონაწილეობას. მან ფინიქსში მდებარე Valley Youth-ში ორი წელი დაჰყო და თან სახლში განათლებას ღებულობდა. მშობლებს სურდათ, რომ მას სკოლა დაესრულებინა, მაგრამ გოგონას მიზნად მსახიობობა ჰქონდა დასახული. მშობლების ლოს-ანჯელესში გადასასვლელად დასარწმუნებლად მომავალმა ვარსკვლავმა PowerPoint-ში პრეზენტაცია შექმნა და თან მადონას ჰიტი Hollywood დაურთო. ამის შემდეგ მშობლებმა ქალიშვილს უარი ვეღარ უთხრეს და ემა 2004 წელს ლოს-ანჯელესში, ოროთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

მამის ავტორიტეტი
ლოს-ანჯელესში გადასვლიდან წლების შემდეგ უკვე პოპულარული ემა სტოუნი არაერთ გამოცემას ეტყვის, რომ მის ოჯახში უფროსი ყოველთვის მამა იყო. პოპულარობის მოპოვების შემდეგაც კი ჯეფრი სტოუნი ქალიშვილისთვის ავტორიტეტად რჩებოდა და მისი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, გადამწყვეტი თუ არა. 2011 წელს, როდესაც დიდ ეკრანზე "წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა" გამოვიდა ემათი უამრავი ჟურნალ-გამოცემა დაინტერესდა და ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ "გადაღებებისთვის ვერ გაშიშვლდება", რადგან მისი მამა ამგვარი "გარყვნილების" კატეგორიული წინააღმდეგია.

მამაჩემი მცემს, თუ ოდესმე შიშველი პოზირებას გადავწყვეტ. ის მე აღარ დამელაპარაკება, მე კი ის ძალიან მიყვარს.

ამბობს მსახიობი.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა და სიჯიუტე როგორც რეცეპტი ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად
ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ ამბიციურ გოგონას კინოს სამყაროში გზის გაკაფვა დამოუკიდებლად მოუწია.
სამი წელი მე მოსმენებზე დავდიოდი - ძირითადად წარუმატელად. ერთადერთი, რისი მიღებაც მე მაშინ მოვახერხე რამდენიმე ეპიზოდური როლი იყო დაბალი დონის სერიალებში.

ამ მოსმენებზე ემა ძველი Volkswagen Juke-ით დადიოდა, ხოლო დარჩენილ დროს კი სკოლის მასალას სწავლობდა და საცხობში მუშაობდა.

სტოუნის აზრით მისმა ბიოგრაფიამ "ლა-ლა ლენდის" წარმატებაზე დიდი გავლენა იქონია. ფილმში მთავარი გმირი დიდებაზე და წარმატებაზე ოცნებობს, ხოლო ემა კი საკუთარ თავს განასახიერებს, სანამ ის პოპულარობას მოიპოვებდა, მაგრამ მან მაშინ არ იცოდა, რომ ეს ყველაფერი მოგვიანებით გამოადგებოდა და შესაძლებელია ამის გამო მთავარ კინოჯილდოსაც მიიღებდა.

მის ისტორიას ვერ დაარქმევ: "გაიღვიძა ერთ მშვენიერ დღეს და მიხვდა, რომ პოპულარულია". ის ოლიმპოს მთისკენ ნელა მიდიოდა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ ჰქონდა დრამატული ვარდნებიც. პირველი პრობლემა სახელი იყო, რადგან იმ მომენტში მსახიობს, რომელსაც ემილი სტოუნი ერქვა აშშ-ის კინომსახიობების გილდიის წევრი იყო. გოგონამ გადაწყვიტა "ემილი" "ემათი" შეეცვალა.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


ემამ კარიერა პატარა როლებით დაიწყო სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში, შემდეგ მისი კინოდებიუტი შედგა, ხოლო ამას კი კი ნომინაციები და გამარჯვებები მოჰყვა. 2007 წელს მან კომედია "სუპერცუდში" ითამაშა, რომლისთვისაც თავისი პირველი ჯილდო - პრემია "ახალგაზრდა ჰოლივუდი" მიიღო. ამ ფილმისთვის ემამ თმები შეიღება და ნატურალური ქერადან წითურად იქცა. ეს იმიჯი მსახიობს ისე მოეწონა, რომ მისი დატოვება გადაწყვიტა.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


"ძალიან ცუდს" მოჰყვა როლები ფილმებ "როკერიში", "სახლის კურდღელი" და "ყოფილი გოგონების მოჩვენებები". ბოლო ფილმის გადაღებებისას სტოუნმა ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები გაიცნო, როგორებიცაა მეთიუ მაკკონაჰი და ჯენიფერ გარნერი.
8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


2010 წელს ემა უკვე წითელ ხალიჩებზე ანათებდა. ამავე წელს მან მონაწილეობა "მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანში" მიიღო და ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე", Teen Choice Awards-ზე და MTV Movie Award-ზე. ამ სამიდან ბოლო ორის ლაურეატი სწორედ, რომ ემა გახდა.

შემდეგ იყო "წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა", "განგსტერებზე მონადირეები", "Movie 43", "ქრუდსების ოჯახი", "წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა: მაღალი ძაბვა" და საბოლოოდ "ბერდმენი", რომლისთვისაც მან "ოსკარზე" ნომინაცია მოიპოვა და მართალია მან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ჰოლივუდის პროდიუსერები და კრიტიკოსები საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ ის ნამდვილად პროფესიონალი და ნიჭიერი მსახიობია.

"ლა-ლა ლენდი"
რეჟისორ დემიენ შაზელის მიუზიკლი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა ემა სტოუნის კარიერა ახალ დონეზე აიყვანა. მან წარმოუდგენელი რაოდენობის ჯილდოები მიიღო - "ოსკარის" ექვსი ქანდაკება, აქედან "ქალის საუკეთესო როლისთვის" განკუთვნილი ჩვენს გმირს ერგო, ასევე შვიდი "ოქროს გლობუსი".

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


ამ ფილმში ემამ გოგონა განასახიერა, რომელიც საჭმლის ფულის საშოვნელად კაფეში მუშაობს, ხოლო როლის მიღების იმედით საღამოობით მოსმენებზე დარბის. სტოუნს გადაღებებზე ბევრი სიმღერა და ცეკვა, ასევე ქორეოგრაფიის ცოდნის დემონსტრირება მოუწია. მსახიობი "ლა-ლა ლენდის" გადაღებებისთვის ორი წელი ემზადებოდა.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


"სქესთა ომები" და მსახიობის აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია
2017 წელს ბიოგრაფიული სურათი "სქესთა ომები" გამოვიდა, რომელიც რეჟისორებმა ჯონათან დეიტონმა და ვალერი ფერისმა გადაიღეს. სიუჟეტი ჩოგბურთში გამართულ ლეგენდარულ მატჩს ეფუძნება, რომელიც 1973 წელს ჩატარდა ბილი ჯინ კინგსა და ბობი რიგსს შორის. ამ მატჩმა დაადასტურა, რომ დიდ სპორტში ქალებს ღირსეულად შეუძლიათ ძლიერ სქესთან გაჯიბრება.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


სტოუნმა ფილმში ბილი ჯინ კინგის როლი შეასრულა. როლისთვის მსახიობი საუკეთესო ჩოგბურთელებთან ვარჯიშობდა, რომ დიდებული სპორტსმენი ზუსტად განესახიერებინა.
მე მანამდე რეალური ადამიანის როლი არასოდეს მითამაშია და მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნების. ბილი ჯინი ცეცხლია.


8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


რაც შეეხება ქალთა უფლებების დაცვას ის მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ემამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჰოლივუდში ქალებს და კაცებს თანაბრად უნდა უხდიდნენ.
ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ეს თემა კვლავაც აქტუალურია. იგივე სამუშაოსთვის ქალები ჯერ კიდევ ნაკლებს ღებულობენ. ჯენიფერი [ლოურენსი] მაშინ არამხოლოდ ჰოლივუდზე, არამედ მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა - ის ამ თემაში რეალურად ერკვევა.

სტოუნს როგორც თვითონ ამბობს კარგად უხდიან - ბოლო რამდენიმე წელია მისი შემოსავალი 10 მილიონ დოლარზე ნაკლებს არ შეადგენს და ის დისკრიმინაციას არ განიცდის.
მე უკვე დიდიხანია იმდენივეს მიხდიან, რამდენსაც კაც-პარტნიორებს - ეს, ასეც უნდა იყოს.


რით გვახარებს მსახიობი ბოლო წლებში
დღეს ახალგაზრდა მსახიობს უამრავი შეთავაზება აქვს. 2018 წლის შემოდგომაზე სერიალი "მანიაკი" გამოვიდა, რომელშიც ნარკომანი გოგონას როლს ასრულებს. ის სახიფათო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს, რომლის მიზანი ნეგატიური მოგონებების პაციენტის გონებიდან წაშლაა, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. ექსპერიმენტი კონტროლიდან გამოდის და გმირები იძულებულები ხდებიან ალტერნატიულ სამყაროში იმოგზაურონ. კრიტიკოსებს ტელეპროექტი ძალიან მოეწონათ.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


2021 წლის 3 ივნისს დიდ ეკრანებსა და Disney+-ზე პოპულარული მულტფილმ "101 დალმატინელის" სპინ-ოფი გამოვა, რომლითაც ბოროტმოქმედ კრუელა დე ვილის წარმომავლობის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ. მსახიობმა ისტორიულ დრამა "ფავორიტშიც" ითამაშა და "ზომბილენდის" გაგრძელებაშიც მიიღო მონაწილეობა.
8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


პირადი ცხოვრება, რომელიც პირადულად რჩება
მსახიობის პირადი ცხოვრების პირველი დეტალები 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ის "მარტო სახლშის" ვარსკვლავის - მაკოლეი კალკინის ძმა კირანს ხვდებოდა. ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა და იმავე წელს ემა ენდრიუ გარფილდთან დაახლოვდა, რომელიც ფილმ "წარმოუდგენელი ადამიანი-ობობას" გადაღებებზე გაიცნო, თუმცა წყვილი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდა.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


2018 წელს ემამ შოუ Saturday Night Live-ის რეჟისორი დეივ მაკკერი გაიცნო, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი წყვილმა ურთიერთობები გაასაჯაროვა.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


მსახიობის წინა რომანებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მოვლენები სწრაფად განვითარდა. 2019 წლის დეკემბერში რეჟისორმა Instagram-ში ნიშნობა დააანონსა. 2021 წლის მაისში მათ პირველი შვილი - გოგონა ეყოლათ.

სიმბოლური ტატუები და ცხოვრების კრედო
ცხოვრების სხვა სფეროებში ეს გოგონა საკმაოდ გახსნილი და ღიაა. მაგალითად, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში თქვა, რომ დედამისს მკერდის სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად სტოუნების ოჯახმა მაჯაზე ფრინველის ფეხები დაიხატა. სიუჟეტი პოლ მაკკარტნიმ მოიფიქრა, რომელიც სხვა სელებრითებთან ერთად დიდიხანია ფონდ Stand Up To Cancer-ს ეხმარება. ემამ პოლი ათი წლის წინ გაიცნო და მას "წარმოუდგენლად კეთილ ადამიანს" უწოდებს.

8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


დედაჩემი The Beatles-ის დიდი ფანია და მისი საყვარელი სიმღერა მათი რეპერტუარიდან Blackbird-ია. პოლმა ამის გაგების შემდეგ ქაღალდზე ფრინველის ფეხები დახატა, ხოლო შემდეგ კი პროფესიონალმა ოსტატმა ტატუები გაგვიკეთა.


8 საინტერესო ფაქტი ემა სტოუნის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ


სიმღერაში არის ტაეპი, რომელიც მსახიობისთვის სიმბოლური გახდა - "აიღე ეს დამსხვრეული ფრთები და ისწავლე ფრენა". ფილმ "ძალიან ცუდში" მონაწილეობამდე სტოუნს ქასტინგებზე უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად გოგონა მიზნისკენ სვლას განაგრძობდა. "აიღე ეს დამსხვრეული ფრთები და ისწავლე ფრენა" - ეს სიტყვები ემამ კარიერის დასაწყისში თქვა და დღემდე იმეორებს. ის დარწმუნებულია, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს სიტუაცია.
შერონ სტოუნის 25 ციტატა: სილამაზის, სიბერის და მამაკაცების შესახებ
შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე მაღალი IQ-ს ქონით არის ცნობილი. მსახიობი უკვე 60 წლისაა, მაგრამ იუმორი არ დაუკარგავს და
დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა
Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი უკვე ზედიზედ მეორე წელი დუეინ ჯონსონია - 2020 წელს მან 87,5
სკარლეტ იოჰანსონმა თავისი თაყვანისმცემლები ახალი ინტერვიუთი გაახარა, რომელიც მსახიობმა ჟურნალ Parade Magazine-ს მისცა.
5 მსახიობი, რომლებიც ჩვენ მათი არასტანდარტული გარეგნობის გამო გვიყვარს
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჰოლივუდელ მსახიობებს უნდა ჰქონდეთ იდეალური სახის ნაკვთები, უნდა იყვნენ გამხდრები, ჰქონდეთ
სერიალებში მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოქვეყნდა
"სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის გამოსვლამდე სამი კვირა დარჩა და გამოცემა Forbes-მა სერიალებში მონაწილე
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება