ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

21.05.2021 64 733
ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

ჯეიმს ფრანკო და სეტ როგენი
გეგონებოდა, რომ ყველაზე მჭიდრო ჰოლივუდური "ბრომანსი" არასოდეს დამთავრდებოდა, რადგან ჯეიმს ფრანკო და სეტ როგენი წლების განმავლობაში მეგობრები იყვნენ, როგორც ეკრანზე, ასევე ცხოვრებაში, მაგრამ მას შემდეგ რაც უცნობმა ქალებმა ფრანკო სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი როგენმა საჯაროდ განაცხადა, რომ მასთან აღარ ითანამშრომლებდა. მსახიობის თქმით "მსხვერპლთა" განცხადებებმა მათ ურთიერთობებზე დიდი გავლენა იქონიეს, რადგან მას ძალადობა და ადამიანებისადმი ცუდი მოპყრობა სძულს. ჯეიმსი ჯერჯერობით დუმს.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

გვინეტ პელტროუ და ვაინონა რაიდერი
90-იან წლებში არცერთი წვეულება არ იმართებოდა, სადაც გვინეტ პელტროუ და ვაინონა რაიდერი ერთად არ იყვნენ მიწვეულები. მეგობრები ხშირად ხელჩაკიდებულები დადიოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში მათი მყარი მეგობრობა დაინგრა. ამის მიზეზი ფილმი "შეყვარებული შექსპირი" გახდა, რომელშიც მთავარი როლი თავდაპირველად ვაინონას უნდა შეესრულებინა, თუმცა მისი თქმით მეგობარი ვერაგულად მოიქცა და ფილმში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა. აღსანიშნავია, რომ ამ როლისთვის პელტროუმ "ოსკარი" მიიღო.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

კეტი პერი და რიანა
წლების განმავლობაში რიანა და კეტი პერი განუყრელი მეგობრები იყვნენ. "ოუშენის რვა მეგობარის" ვარსკვლავმა 2010 წელს პერისთვის წვეულებაც კი მოაწყო, როდესაც ის რასელ ბრენდზე ქორწინდებოდა, თუმცა პერის მომდევნო ქორწილში რიანა არავის დაუპატიჟებია. გოგონებს ოფიციალურად არასოდეს უთქვამთ, თუ რატომ დაინგრა მათი ურთიერთობა, მაგრამ ჭორების თანახმად პერის არ მოეწონა, როდესაც რიანა კრის ბრაუნს შეურიგდა, რომელმაც ბარბადოსელი მომღერალი სასტიკად სცემა.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

ნიკოლ რიჩი და პერის ჰილტონი
ნიკოლ რიჩი და პერის ჰილტონი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ისინი სხვადასხვა ივენთებზე ერთადაც ხშირად ჩნდებოდნენ, მაგრამ 2005 წლიდან ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ინტერვიუებში ნეგატიურად მოიხსენიებენ. პერისის თქმით ის ნიკოლს კარიერის შექმნაში დაეხმარა, ხოლო საპასუხოდ კი მხოლოდ უხეშობა მიიღო.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

ბლეიქ ლაივლი და ლეიტონ მისტერი
"ჭორიკანას" ფანები ბედნიერები იყვნენ, რომ მათი საყვარელი სერიალის ვარსკვლავები - ბლეიქ ლაივლი და ლეიტონ მიტერი არამხოლოდ ეკრანზე მეგობრობდნენ, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. პირველი რამდენიმე სეზონის განმავლობაში მსახიობები პრაქტიკულად განუყრელები იყვნენ, მაგრამ ბოლო ორი სეზონის გადაღებების დაწყების წინ მათ შორის რაღაც მოხდა. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, თუმცა არც ის უთქვამთ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

დემი ლოვატო და სელენა გომეზი
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დემი ლოვატო და სელენა გომეზი Disney-მ "შეიფარა", ისინი კარგი მეგობრები იყვნენ და ერთმანეთს გვერდში ედგნენ. მათი მეგობრობა მყარი იყო, თუმცა პოპულარობას ვერ გაუძლო. გოგონები სოციალურ ქსელებში ერთმანეთზე გამოწერას ხშირად აუქმებდნენ, ხოლო შემდეგ კი კვლავ იწერდნენ ერთმანეთს, მაგრამ არავინ იცის რატომ იქცა მათი ურთიერთობები ნამდვილ ომად. ჭორების თანახმად, ლოვატოს არ მოსწონდა, რომ გომეზი სხვა სელებრითებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, მათ შორის კი იყო ტეილორ სვიფტიც. ერთი რამ ნამდვილად ცნობილია: ამ ორს დღესდღეისობით ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ.

ცნობილი ადამიანები, რომელთა მჭიდრო მეგობრობა პოპულარობამ დაანგრია

ჰეზერ ლოკლირი და დენიზ რიჩარდსი
ჰეზერ ლოკლირმა და დენიზ რიჩარდსმა გვერდი-გვერდ დიდი დრო გაატარეს და პუბლიკა მათ საუკეთესო მეგობრებად თვლიდა, მაგრამ 2006 წელს დიდი სკანდალი მოხდა, როდესაც ლოკლირი მუსიკოს რიჩარდ სამბორს დაშორდა. ამ დროს მეგობარი მეგობარს გვერდში უნდა დადგომოდა, თუმცა მოულოდნელად გაირკვა, რომ რიჩარდსი ჰეზერის ყოფილ მეუღლეს თვითონ ხვდებოდა. ამ გამოცდას მათმა მეგობრობამ უკვე ვეღარ გაუძლო.
ჯეიმს ფრანკოს სექსუალურ შევიწროებაში აღარ სდებენ ბრალს
ამერიკელმა მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ თავისი კინოსკოლის - Studio 4-ის ყოფილ მოსწავლეებთან დავა მოაგვარა, რომლებიც მას
გვინეტ პელტროუ კინოში დაბრუნებას არ გეგმავს
გასულ წელს გვინეტ პელტროუს მონაწილეობით არცერთი ფილმი არ გამოსულა. 48 წლის მსახიობი ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს თავისი
მულტსერიალ
ანიმე-სერიალ "კასტელვანიას" სცენარისტი უორენ ელისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ის Netlfix-მა
რეპერ Vanilla Ice-ის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ
დეივ ფრანკო ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რეპერ Vanilla Ice-ის როლს შეასრულებს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა,
ჯეიმს ფრანკო სექსუალურ შევიწროებაში კვლავ დაადანაშაულეს
გაზეთი New York Times იტყობინება, რომ ჯეიმს ფრანკო და მისი კოლეგები სამსახიობო სკოლიდან სექსუალურ შევიწროებაში
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება