20 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

20 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

04.05.2021 21 369
სხვა სტერეოტიპებთან ერთად, ჩამოყალიბდა ასეთიც, რომ ქალებს მხოლოდ სასიყვარულო ფილმები მოსწონთ – ეს კი ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ არის, რადგან როგორც თავად ქალები, ფილმების უმეტესობა მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადია, შესაბამისად არჩევანიც საკმაოდ დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი ფილმები წარმოგვედგინა, რომელიც ალბათ ყველა ქალმა უნდა ნახოს და ამ სიაში, სასიყვარულო ფილმები ყველაზე ნაკლებად შეგხვდებათ, ან თუ შეგხვდებათ მთავარი აქცენტი არა გრძნობაზე, არამედ სხვა ბევრ დეტალზე უნდა გააკეთოთ და მის პოვნაში სწორედ ჩვენ დაგეხმარებით.

"მოხატული პირბადე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული. მთავარ როლებში ედვარდ ნორტონი და ნაომი უოთსი ასრულებენ. ფილმმა ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის მიიღო.


"გაბედე და შემიყვარე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ენერგიული ფილმი უჩვეულო სიუჟეტით და საინტერესო პერსონაჟებით. მათი სასტიკი თამაში ეხმარება მათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. ნუ დახარჯავთ ბევრ დროს ფიქრზე, უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება ფილმისგან.


"შემწვარი მწვანე პომიდვრები"
ფილმი, რომელიც თქვენში თავის კვალს დატოვებს. თქვენ ამ ფილმის თითოეული მომენტით დატკბებით. “შემწვარი მწვანე პომიდვრები” ოსკარზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.


"ნამსხვრევები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
“ნამსხვრევები” პატარა ნატეხებზეა, რომლებიც ჩვენი ცნობიერების ზედაპირზე ყალიბდება და რომელიც დროთა განმავლობაში მრავლდება, რადგან ცხოვრება გარკვეულ ზიანს გვაყენებს. ზოგჯერ ისინი მთელი ცხოვრება მიგვყვება, ზოგჯერ უფრო გვიღრმავდება და სრულიად ამსხვრევს ჩვენს გულებს, ჩვენს სულებს და ჩვენს სიცოცხლეს.


"სიახლოვე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მაიკ ნიკოლსის ფილმის პერსონაჟების ურთიერთქმედებები, დამაფიქრებელი დიალოგები და თითქმის ხელშესახები ემოციები – დრამა ოთხ ადამიანზე, რომლებსაც სიყვარული სწყურიათ, გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი საოცრად რთული ადამიანია. ნატალი პორტმანი და ქლაივ ოუენი ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში იყვნენ წარდგენილები.


"ფრიდა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გასაოცარი ფილმი დაუვიწყარ ქალზე. ფრიდა 20 წლის იყო, როდესაც ცოლად გაცილებით უფროს, მდიდარ და გარყვნილ მამაკაცს, მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარ დიეგო რივერას გაჰყვა. “ფრიდა” მოგვითხრობს ისტორიას არა მხოლოდ მხატვარზე, არამედ ქალზე, რომლისთვისაც სიყვარული და ოჯახი უმთავრესია. მისი საუნდტრეკი კი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ფილმმა ოსკარის 6 ნომინაციიდან ორში გაიმარჯვა: საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო გრიმისთვის.


"საწოლში მტერთან"
ვიღაცისთვის ლამაზ ტბასთან ცხოვრება ოცნებაა, ვიღაცისთვის ეს ადგილი გალიაა, რომელსაც თავს ვერ აღწევს. ჯულია რობერტსის და პატრიკ ბერგინის გამორჩეული პერფომანსის და იდეალურად შეხამებული საუნდტრეკის დამსახურებით ჯოზეფ რუბენის ფილმს ვერ მოწყდებით.


"ჩემი იასამნისფერი ღამეები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არაჩვეულებრივმა შესრულებამ და კამერის უნაკლო ნამუშევარმა ჰონგ-კონგელი რეჟისორის ვონ კარ-ვაის ფილმი ზღაპრუალდ აქცია. შეუძლებელია ვახსენოთ ეს ფილმი და არ შევაქოთ მისი საუნდტრეკი, რომლის გარეშეც ფილმი თავის მომხიბვლელოაბს დაკარგავდა. ფილმი კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული.


"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ათასჯერ შეიძლება უყუროთ ბრიჯიტ ჯონსის ისტორიას და არ მოგბეზრდეთ. უმჯობესია, პლედში გახვეულებმა, შოკოლადის დიდი მარაგით მოთავსდეთ კომპიუტერთან. რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსის როლისთვის ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის იყო ნომინირებული.


"ქარწაღებულნი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არსებობს კარგი ფილმები და არსებობს კინემატოგრაფიის შედევრები. “ქარწაღებულნი” ნამდვილად შედევრების კატეგორიას მიეკუთვნება. რამდენჯერაც არ უნდა უყუროთ, ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც ახალს. ფილმმა ოსკარზე 13 ნომინაციიდან 8 კატეგორიაში გაიმარჯვა და ასევე მიიღო ორი სპეციალური ტექნიკური ჯილდო, მათ შორის ერთი დეკორაციისთვის.


"თეთრი ოლეანდრი"
ეს ფილმი შეიძლება შემთხვევით შეგხვდეთ, მაგრამ როგორც კი დაიწყებთ ყურებას, შეუძლებელი გახდება თვალი მოწყვიტოთ. ურთიერთობები ყველა პერსონაჟს შორის დაძაბულია, მაგრამ დედის და ქალიშვილის ურთიერთობა ნამდვილად გამორჩეულია. მათი უდარდელი ცხოვრება მას შემდეგ აირევა, რაც დედის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი გამოჩნდება…


"გოგონა მილიონ დოლარად" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კლინტ ისტვუდის ფილმი, რომელიც ცხოვრების სისასტიკეზეა, აუცილებლად ჩაგითრევთ. ხანდახან ცხოვრება გამოწვევებს გვიმზადებს, რომლებსაც მხოლოდ უშიშარი ადამიანები უმკლავდებიან. ფილმი ოსკარზე 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ოთხში გაიმარჯვა.


"ჩემი ერთადერთი"
კონტრასტული, მაგრამ საინტერესო პერსონაჟებით სავსე ფილმი მათთვის, ვინც უსმენს თავის გულს და არა გონებას. ორი ვაჟის დედის, ენ დევეროს ისტორია, რომელსაც შვილები ავტომობილით უჩვეულო მოგზაურობაში მიყავს.


"საათები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სტივენ დოლდრის კომპლექსური ფილმი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ჩაიხედოთ საიდუმლოში, რომელიც ყველა ქალის გონებაშია. ფილმი ისეთ კითხვებს გვიჩენს როგორიცაა: რატომ ვართ უკმაყოფილოები ასე ხშირად? ნამდვილად არის თუ არა ბედნიერება იმაზე ახლოს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ? ფილმი ოსკარზე 9 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ნიკოლ კიდმანმა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მოიპოვა.


"დედინაცვალი"
ისტორია ძლიერ ემოციებზე, დედობაზე, ერთგულებასა და ბრძოლაზე, რომელსაც ხშირად ვხვდებით. მძიმე ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და სუზან სარანდონი ასრულებენ. სუზან სარანდონი ოქროს გლობუსზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში იყო წარდგენილი.


"სარკეს ორი სახე აქვს"
თბილი და გასართობი ფილმი შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობით. ბარბარა სტრეიზანდი ამ ფილმში იყო, როგორც მსახიობი, ისე რეჟისორი და პროდიუსერი. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის და საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში იყო ნომინირებული.


"ინგლისელი პაციენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ენტონი მინგელას “ინგლისელი პაციენტი” არამხოლოდ გასართობი ფილმი, არამედ ცხოვრების მეგზურიცაა, რომელიც თავს არ არიდებს იმ შეცდომების აღწერას, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება დავუშვათ. ფილლმა ოსკარზე 12 ნომინაციიდან 9 კატეგორიაში გაიმარჯვა.


"ყველაფერი დედაჩემის შესახებ"
ამ ფილმით პედრო ალმოდოვარი გვაჩვენებს თავის უნიკალურ შეხედულებას მსოფლიოს შესახებ, და განსაკუთრებით მის დამოკიდებულებას ქალებისადმი. პერსონაჟები თავიანთი გულწრფელობით და მიამიტობით აუცილებლად მოგხიბლავენ. ფილმმა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის მიიღო.


"მონანიება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არაჩვეულებრივი მსახიობების და ძლიერი საუნდტრეკების დახმარებით “მონანიება” გვიყვება სიყვარულის და სიძულვილის, ვნების და პირადი ნგრევის, სურვილის და იმედის, ურთიერთობის და ღალატის ისტორიას. ფილმი ოსკარზე 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ერთი ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის მიიღო.


"წამკითხველი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია მაიკლ ბერგზე, გერმანელ ადვოკატზე, რომელსაც 50-იან წლებში, მასზე უფროს ქალთან, ჰანასთან ჰქონდა ურთიერთობა. ჰანა წლების განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ , ომის კრიმინალური დანაშაულების სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით გამოჩნდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანას კითხვა არ შეუძლია და შესაძლოა მალავდეს ამას, საკუთარი თავისუფლების ფასად .
ყველა დროის ყველაზე საკამათო ფილმები დასახელდა
საიტ Rave Review-ის ავტორებმა აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე ტოპ-100 ფილმების სია გაანალიზეს და მის მიხედვით საკუთარი
გაირკვა, თუ რატომ არ განვითარდა ჰალკის და შავი ქვრივის რომანტიული ურთიერთობები
Marvel-ის კინოსამყაროს ერთგულ ფანებს ახსოვთ, რომ პირველ ფილმებში ბრიუს ბენერსა და შავ ქვრივს შორის სასიყვარულო
როდესაც თანამედროვე ხელოვნების ორი ოსტატი, ველური ბუნების ცნობილი ფოტოგრაფი - იან არტიუს ბერტრანი და საკულტო რეჟისორი -
ხანდახან ყველა ჩვენთაგანს სჭირდება განტვირთვა და დასვენება. ხშირად კი ამ ყველაფერში სწორედ, სასიამოვნო ფილმი
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება