15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

29.04.2021 112 781
15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

შერიფ ბოგოს სათვალეები "ზოოტოპიაში"
"ზოოტოპიაში" შერიფი ბოგო სათვალეებს იკეთებს, რომ დოკუმენტები წაიკითხოს. ერთ-ერთ ინტერვიუში მულტფილმის რეჟისორებმა დაადასტურეს, რომ ეს მომენტი სცენარისტების ფანტაზია არ არის. საქმე იმაშია, რომ კამეჩებს ბუნებისგან ცუდი მხედველობა აქვთ, ამიტომაც ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ სიზუსტისთვის სცენაში სათვალეები დაემატებინათ.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

წითელქუდა "შრეკი 3-ში"
"შრეკი 3-ის" ერთ-ერთ სცენაში ფიგურა ჩნდება, რომელიც წითელქუდას ძალიან გავს. ის ბარში ბოროტმოქმედებთან ერთად ზის და როგორც ჩანს პრინც ჩამინგის მხარეს გადავიდა. ერთ-ერთი ვერსიით ამის მიზეზი ის არის, რომ რუხმა მგელმა შრეკის მხარე დაიკავა. მეორე ვერსიით შრეკმა ის მეორე ნაწილის დასაწყისში შეაშინა: მან შრეკის და ფიონას კარებზე მაშინ დააკაკუნა, როდესაც ამ ორს თაფლობის თვე ჰქონდათ.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

სურათი "მონსტრების უნივერსიტეტში"
"მონსტრების უნივერსიტეტის" ყურებისას რენდალის ოთახში შეამჩნევთ სურათს შთამაგონებელი წარწერით "ცვლილებების ქარი". რენდალი ამ ფრაზით ნამდვილად შთაგონებული დარჩა, რადგან "მონსტრების კორპორაციაში" მან სალის შემდეგი რაღაც უთხრა: "გესმის ეს? ეს ცვლილებების ქარია!". ის ამ ფრაზას მაშინ ამბობს, როდესაც შემშინებელთა რეიტინგში პირველი ადგილის დაკავებას ცდილობს.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

სკარის ბრჭყალები "მეფე ლომში"
"მეფე ლომში" ბოროტმოქმედი სკარი ერთადერთი ლომია, რომელსაც ყველა სცენაში ბრჭყალები უჩანს. ეს ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ ის მზადაა მტრები დაგლიჯოს და გაანადგუროს.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

ტიმონი და პუმბა "ლეროი და სტიჩში"
მულტფილმ "ლეროი და სტიჩში" ერთ საინტერესო დეტალს შეამჩნევთ. ფინალური ბრძოლის დაწყების წინ უკან Disney-ს სხვა პერსონაჟებს - ტიმონი და პუმბა" ჩანან.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

კაფე "მონსტრების კორპორაციიდან"
"მონსტრების კორპორაციაში" სალი და მაიკი Hidden City Café-სთან საუბრობენ. დაწესებულება ასეთივე სახელწოდებით რიჩმონდში, კალიფორნიის შტატში მართლა არსებობს. 1994 წელს იქ Pixar-ის რამდენიმე რეჟისორი სადილობდა და მულტფილმების იდეებს განიხილავდა, მათ შორის "ფლიკის თავგადასავლებს", "მონსტრების კორპორაციას", "ნემოს ძიებაშის", "ვალ-ის" და ა.შ.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

მულანის თვალები
მულტფილმის დასაწყისში მულანს გრძელი წამწამები აქვს - ამ ტექნიკას ილუსტრატორები მდედრობითი სქესის გმირების დასახატად იყენებენ. როდესაც მულანი ისე იქცევა თითქოს კაცია მისი გრძელი წამწამები ქრება, ხოლო როდესაც ცნობილი ხდება, რომ ის სინამდვილეში ქალია წამწამები კვლავ თავის ადგილზე ბრუნდება.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

როიალი "პატარძლის გვამიში"
"პატარძლის გვამში" ვიქტორის როიალზე პატარა რთულად შესამჩნევ წარწერას შეამჩნევთ - Harryhausen. მულტფილმის რეჟისორმა ტიმ ბერტონმა ლეგენდარულ ანიმატორ რეი ჰარიჰაუზენს პატივი ამგვარად მიაგო.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

ციფრები "მონსტრების კორპორაციაში"
"მონსტრების კორპორაციაში" მართვის პანელზე შემდეგი ციფრები ჩნდება: 510: 732: 3 000. ეს ციფრები მულტფილმის გამოსვლის მომენტში სტუდია Pixar-ის ნამდვილი ტელეფონის ნომერი იყო.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

შეკვეთა "ალადინში"
სიმღერის დროს ჯინი ალადინისგან შეკვეთას იღებს. მულტფილმის აღმოსავლური გარემოს შესაბამისობისთვის ანიმატორებმა ჯინის ბლოკნოტში წარწერა დაამატეს სპარსულ ენაზე. ის კადრში კარგად ჩანს და ნიშნავს "ფლავი ინდაურით".

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

"გაყინულში" ელზა არ სუნთქვს
"გაყინულში" როდესაც ჰანსი ელზას საპყრობილეში ელაპარაკება კარგად ჩანს მისი სუნთქვა, მაგრამ როდესაც რეპლიკებს ელზა ამბობს მისი პირიდან ორთქლი არ გამოდის, რადგან ელზას სიცივის გაკონტროლება შეუძლია.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

ჩუსტები მულტფილმიდან "კორალინა კოშმარების ქვეყანაში"
მულტფილმ "კორალინა კოშმარების ქვეყანაში" მამა მაიმუნიან ჩუსტებს ატარებს. ეს რეჟისორმა ჰენრი სელიკმა კომედია "მაიმუნის ძვლის" საპატივცემულოდ დაამატა, რომლის რეჟისორიც ასევე ჰენრი სელიკია.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

არიელის თმები
"პატარა ქალთევზაში", როდესაც არიელი ერიკს გადაარჩენს და მღერის ყველაფერი ისე ჩანს, რომ თითქოს მისი თმები შავია ან მუქი-ყავისფერი. ახლა გასაგები ხდება, თუ რატომ ჩათვალა ურსულას შავთმიანი ადამიანური ვერსია იმ გოგონად, რომელმაც ის გადაარჩინა.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

შავი იუმორი "რატატუიში"
გიუსტოს საწყობში Nemo-ს მარკის ხიზილალა დევს. ეს ალბათ მულტფილმ "ნემოს ძიებაშის" საპატივცემულოდ არის გაკეთებული, რომელზეც ასევე სტუდია Pixar-ი მუშაობდა. ნემო პატარა თევზია, რომელმაც ღია ოკეანეში შეცურა და უსიამოვნებებში მოხვდა. ნემოს პოვნას მამამისი ცდილობს, რომელიც ოკეანეში დაცურავს იმის იმედად, რომ შვილს დაიბრუნებს.

15 საინტერესო დეტალი, რომელიც ავტორებმა მულტფილმებში ვირტუოზულად დამალეს

კოჭლი ბიჭი "ანასტასიაში"
ცეკვის დროს შეიძლება პერსონაჟი შეამჩნიოთ, რომელიც გარეგნობით მეფეს გავს, ხოლო ერთ-ერთ კადრში ბიჭუნა ჩნდება, რომელიც სიარულის დროს ოდნავ კოჭლობს. არსებობს ვერსია, რომ ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე ალექსეია, რომელიც ანასტასიას უცმროსი ძმა იყო და, რომელიც ავადმყოფობის გამო კოჭლობდა.
15 მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება გამოგრჩათ
კარგი კინოს ხელახლა ყურებისას შესაძლებელია რაღაც ახალი ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინა, იპოვო მანამდე ფარული დეტალები და
60 წლის ასაკში რეჟისორი კელი ესბერი გარდაიცვალა. გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
Netflix-მა
პორტალი Reccaped საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომ Netflix-ს "მხედვარის" მიხედვით ანიმაციური სერიალის გამოშვება
Disney
სტუდია Disney თავის სტრიმინგ-სერვისისთვის - Disney+-ისთვის "მონსტრების კორპორაციის" მიხედვით მულტსერიალის გადაღებას
DreamWorks
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია NBCUniversal "შრეკის" გადატვირთვას გეგმავდა, დღეს კი გამოცემა Deadline-მა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება