21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

27.04.2021 40 199
ხელოვნების ნებისმიერი ფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ადამიანების დაფიქრებაა – არამხოლოდ გავერთოთ, არამედ ნანახის შემდეგ რაღაცაზე უფრო მეტად დავფიქრდეთ, ჩავუღრმავდეთ და გავიაზროთ. ფილმების შემქმნელების მთავარი მიზანიც ჩვენში არამხოლოდ ფიქრების პროვოცირება, არამედ ემოციების გამოწვევაა. ამ ჩამონათვალში სწორედ ასეთ ფილმებს წარმოგიდგენთ.

"პიანისტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2002)
როდესაც საუბარი ემოციურ ფილმებზეა, შეუძლებელია რომან პოლანსკის “პიანისტი” არ გაგვახსენდეს, რომელიც ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ფილმმა 60-მდე სხავდასხვა ჯილდო მიიღო, მათ შორის ოსკარის 6 ნომინაციიდან 3-ში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.


"წყვდიადში მოცეკვავე" (2000)
ლარს ფონ ტრიერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ავანგარდულ კინოში, რომელიც გამუდმებით ახერხებს უნიკალური ისოტრიის მოსაყოლად ინოვაციური ხერხები იპოვოს. “წყვდიადში მოცეკვავე” ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო წარდგენილი.


"სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2012)
ეს არის მიჰაელ ჰანეკეს ფილმი ორ მოხუც მუსიკის მასწავლებელზე. ემანიუელ რივას პერსონაჟს, ანას შეტევა მოუვა, რის გამოც წყვილის სიყვარული და გრძნობები გამოცდას გადის. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმი, რომელმაც 80-მდე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.


"ვერავინ გაიგებს" (2004)
ხიროკაძუ კორეედას ფილმი 4 და-ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მარტო დარჩნენ მას შემდეგ, რაც დედამ მიატოვა და უფროს ვაჟს სხვების მოვლა სთხოვა. ფილმი განიხილავს როგორც მშობლების და სიღარიბის თემას, ისე განზოგადებულ თემებს, როგორიცაა ახალგაზრდობა და სიყვარული.


"ნადირობა" (2012)
ეს ფილმი, ალბათ, ყველაზე საშინელი ისტორიაა ბრბოს აზროვნებაზე. მეს მიკელსენის პერსონაჟს, უბედურ პროფესორს, თავის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში დებენ ბრალს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო წარდგენილი.


"სირცხვილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2011)
არაჩვეულებრივად შესწავლილი ადამიანის ბუნება, რომელიც დამოკიდებულია სექსზე და ეშინია სიყვარულის. “სირცხვილი” ნამდვილი შედევრია, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. მაიკლ ფასბენდერი ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში.


"ჩემ დას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2001)
ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფილმი. ხშირად სექსი გავრცელებული მამოძრავებელი ძალაა კინოში, მაგრამ ეს ფილმი სწორედ მას იკვლევს. ფილმი განსხვავებულ დებზეა, ერთ-ერთი მათგანი გამხდარი და ლამაზია, მეორე კი პუტკუნა. მათთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილების ასაკია. ფილმი მაყურებელს სიყვარულის რეალისტურ გამოსახულებას სთავაზობს, იქნება ის საყვარლების, დების, თუ დედა-შვილს შორის.


"დედიკო" (2014)
ქსავიე დოლანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის ყველა ფილმი საკმაოდ მაღალ შეფასებებს იმსახურებს. “დედიკო” მისი მეხუთე ნამუშევარია, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და რომელმაც მას არაერთი ჯილდო, მათ შორის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოუტანა.


"ბიუტიფული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2010)
ალბათ სახელიდანაც მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად ლამაზი და პოეტური ფილმია. ამბავი მონანიების გზაზე მყოფ ადამიანზეა. ხავიერ ბარდემის შესრულებამ ბევრი შექება და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის დაიმსახურა. ფილმი ასევე იყო წარდგენილი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.


"ლუინ დევისის შინაგანი მხარე" (2013)
ჯოელ და ეთან კოენები ცნობილები არიან თავიანთი დამაფიქრებელი და ამავდროულად სახალისო ფილმებით, როგორებიცაა “დიდი ლებოვსკი” და “ფარგო”. “ლუინ დევისის შინაგანი მხარე” კი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ოცნებობს გახდეს მუსიკოსი და რომელსაც გარს ახვევია ცინიკური კოლეგები. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ოპერატურისთვის და საუკეთესო ხმისთვის იყო წარდგენილი.
10 ფილმი მათთვის, ვისაც ძლიერი ემოციების არ ეშინია
ხანდახან განტვირთვისთვის მარტივი და სახალისო ფილმის ყურება გვინდა, ხანდახან კი – პირიქით, ადამიანურ ემოციებში ჩაფლობა
10 ყველაზე რთულად გასაგები ფილმი
ფილმი, რომელმაც მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასის კანის ჯილდო მოუტანა საუკეთესო რეჟისორისთვის, კინოს ენთუზიასტებს
ყველა დროის 10 საუკეთესო ქალი პერსონაჟის როლი
40 წლის წინ მეიკო კაჯის გმირის მსგავსი პერსონაჟები (ქალები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად იზრუნებდნენ) ძალიან იშვიათი
10 საუკეთესო ფილმი ადამიანის გონებაზე და მეხსიერებაზე
მეხსიერების დანაკუწებული ფრაგმენტები და ამნეზია – სიურრეალისტური თრილერისთვის იდეალური შერწყმაა, ამ ჟანრში კი
9-10 თებერვლის ღამეს ლოს-ანჯელეში "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ-ჰოს კორეული
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება