10 ფილმი, რომელშიც დიალოგებს გადამწყვეტი ადგილი უჭირავს

10 ფილმი, რომელშიც დიალოგებს გადამწყვეტი ადგილი უჭირავს

23.04.2021 6 464
ფილმები, რომელშიც მსახიობებს საინტერესო, დამაფიქრებელი დიალოგები აქვთ, დიდად ფასობს. სწორად შერჩეული დიალოგები განსაკუთრებულ ხიბლს მატებს სურათს და მაყურებელს განსაკუთრებით ამახსოვრდება ის.

დღეს გადავწყვიტეთ, დიალოგებით გამორჩეული ფილმები შეგვეგროვებინა. წარმოგიდგენთ ათ ფილმს, რომელშიც დიალოგებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

"ყავა და სიგარეტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი შედგება 11 ნოველისაგან, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაშია გადაღებული. ფილმის ყოველ ფრაგმენტში არის ორი კომპონენტი - ყავა და სიგარეტი - რომლებიც, როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ. რეჟისორი თავის პერსონაჟებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და თითქმის არ ცვლის მათ. ისინი ფილმში თავის თავს თამაშობენ.


"მზის ჩასვლიდან განთიადამდე"
ორი ყაჩაღი ძმა, რომლებიც პოლიციელებს გაურბიან, მძევლად მღვდელს და მის შვილებს იყვანენ, შემდეგ კი გზისპირა ბარში აფარებენ თავს. ამ საკულტო ფილმში, რომელიც რობერტ როდრიგესმა კვენტინ ტარანტინოს სცენარით გადაიღო, დიალოგები სიუჟეტის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს.


"აგური"
ბრენდანის უღიმღამო ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდება და შემდეგ გაუჩინარდება გოგონა. მისი ადგილმდებარეობის დადგენას ბიჭი ყველანაირი ძალებით ცდილობს. საინტერესო დეტექტივი, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებს დაძაბულობას, ჭკვიანური დიალოგებით გამოირჩევა.


"უკეთესი არ არსებობს"
ექსცენტრული და ახირებული ხასიათის მწერალი მელვინი ფაქტობრივად ვერავის იტანს. თუმცა ოფიციანტი კეროლის გაცნობის შემდეგ მისი ცხოვრება და ჩვევები თანდათანობით იცვლება. მსახიობებმა ამ ფილმში წარმატებით გახსნეს საკუთარი პერსონაჟის ხასიათი, თითოეული დიალოგი კი სწორად შერჩეული და დროულია.


"თქვენთვის წერილია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფილმის გმირმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო, სინამდვილეში მისთვის საძულველი საქმიანი კონკურენტია, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით არცერთმა მათგანმა არ იცის.


"იდეალური უცნობები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ალფონსოსთან და ევასთან სადილის დროს, მეგობრები გადაწყვეტენ რომ ერთმანეთს გაუზიარონ ყველა ზარი და შეტყობინება , რომელიც მათ ტელეფონზე შემოვა.


"ტელეფონის ჯიხური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მთავარი გმირი მანიაკი სნაიპერის ხაფანგში ებმება: სატელეფონო ჯიხურში სიკვდილის შიშით გამომწყვდეულს არ შეუძლია ყურმილი დაკიდოს. როგორ უნდა გადარჩე ამ საშინელ თამაშში? მთლიანი ფილმი დაძაბულობითაა მოცული და რასაკვირველია, დიალოგები გადამწყვეტია.


"ოთხი ოთახი"
ოთხი ნოველისაგან შემდგარი ფილმის სიუჟეტი, რომელიც მთავარ გმირს – მეკორიდორე ტომს უკავშირდება, ექსცენტრული გმირებითა და ამბებითაა სავსე. ფილმში უხვადაა ხუმრობები და შესანიშნავი დიალოგები, რომლებითაც შავი იუმორის მოყვარულები დიდად ისიამოვნებენ.


"მშვიდობიანი მებრძოლი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მთავარი გმირი – ნიჭიერი გიმნასტი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს: ჯილდოები, მეგობრები, გოგონები და თავაშვებული წვეულებები, გარკვეულ მომენტში ერთ ადამიანს შეხვდება და სხვაგვარად აზროვნებას იწყებს. ცხოვრების არსზე ფიქრდება.


"ზოდიაქო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დევიდ ფინჩერის ეს თრილერი ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებს ეყრდნობა – ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. “ზოდიაქო” მოგვითხრობს სერიულ მკვლელზე, რომელიც შიფრებითა და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევს. ფსიქოლოგიური ზემოქმედება, სიტყვებით თამაში – დიალოგებს მართლაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ.
კვენტინ ტარანტინომ ყველა დროის 11 საუკეთესო ფილმი დაასახელა
საკულტო რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ გამოცემა Far Out Magazine-ის თვხოვნით ყველა დროის საუკეთესო ფილმები დაასახელა.
დასახელდა ფილმები, რომლებსაც კინომანები 2020 წელს ყველაზე მეტად ელიან
პორტალმა Atom Tickets-მა მაყურებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომ გაერკვია, თუ რომელ ფილმს ელიან ისინი 2020 წელს.
Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა
პოპულარულმა აგრეგატორმა Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა. სია პროექტების საშუალო ქულის მიხედვით
კვენტინ ტარანტინოსთვის
კვენტინ ტარანტინოს არაერთხელ უთქვამს, რომ კინოს მას შემდეგ დატოვებს, როდესაც თავის მეათე ფილმს გადაიღებს. მისი ახალი
ტარანტინოს ფილმის
უკვე შეგიძლიათ იხილოთ, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის "ერთხელ ჰოლივუდშის" პირველი თიზერი, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება