12 თანამედროვე სერიალი მათთვის, ვინც თვლის, რომ უკვე ყველაფერი ნახა

12 თანამედროვე სერიალი მათთვის, ვინც თვლის, რომ უკვე ყველაფერი ნახა

15.04.2021 19 780
"ნამსხვრევები" - უყურე CROCONET.GE-ზე
სიუჟეტი განადგურებული კოსმოსური ხომალდის ვლევის შესახებ გვიყვება. გეგონება, რომ მოსაწყენი სამუშაოა, თუმცა არამიწიერი ხომალდის ნამსხვრევებს ფიზიკის კანონებზე და ადამიანების ქცევებზე აქვთ გავლენა. სპეცდანიშნულების ორ აგენტს ამ უცნაური საქმის გამოძიება მოუწევთ - ყველა გაგებით.


"30 მონეტა" - უყურე CROCONET.GE-ზე
მამა ვერგარა, ეგზორცისტი, მოკრივე და ყოფილი მსჯავრდებულია, რომელსაც ეკლესია ესპანეთის ერთ მიყრუებულ ქალაქში მღვდლად გაამწესებს. საკუთარი წარსული და ძველი მტრები მოსვენებას არ აძლევენ, და მის გარშემო ამოუხსნელი მოვლენები ვითარდება. უჩვეულო გუნდი - ქალაქის მერი პაკო და ადგილობრივი ვეტექიმი ელენა- სიმართლის დადგენას ცდილობენ, რასაც ხელს დაწყევლილი მონეტის არსებობა უშლის.


"პროგრამა ერთადერთი" - უყურე CROCONET.GE-ზე
ჯონ მარსის ფანტასტიკური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითრდება. მეცნიერები აღმაჩენენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გენი, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანთან არის იდეალურად თავსებადი. საჭიროა მხოლოდ დნმ-ის მარტივი ტესტი. შეიყვანე შენი მონაცემები – და პროგრამა “უანი” შენს მეორე ნახევარს იპოვის, ის, ვინც ბუნებამ მხოლოდ თქვენთვის შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა რა რასის, გარეგნობის, ასაკის და სქესის ხართ. მეცნიერება გარანტიას იძლევა: ერთმანეთს დაუფიქრებლად შეიყვარებთ. ნამდვილი სიყვარულის სასოწარკვეთილ ძიებაში, მილიონობით ადამიანი გაივლის ამ ტესტს, რის შედეგად მსოფლიოს დაშორების, განქორწინების – და ახალი კავშირების ეპიდემია იპყრობს. ხუთი განსხვავებული ადამიანი შეტყობინებას მიიღებს, რომ მათთვის ნაპოვნი იქნა იდეალური ადამიანი. თითოეული მათგანი მალე ნამდვილ სიყვარულს შეხვდება. მაგრამ ახლო სულებსაც აქვთ თვიანთი საიდუმლოებები – ზოგი მათგანი სხვებზე უფრო ბნელი, შოკისმომგვრელი და მომაკვდინებელია.


"ციცინათელების ქუჩა" - უყურე CROCONET.GE-ზე
კრისტინ ჰანას რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1970-იან წლებში ვითარდება და ორ განუყოფელ მეგობარზე, ინტროვერტ ქეით მალარკიზე და სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგონა - ტალი ჰარტიზე მოგვითხრობს. მეგობრობის ისტორია, რომელიც ოთხ ათწლეულს გასტანს, გამოცდის წინაშე დადგება. პრობლემები გოგონების მჭიდრო კავშირს განადგურებით ემუქრება, ისინი ერთმანეთს ეყრდნობიან, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ. მაგრამ შეძლებენ გმირები ბედის მიერ მომზადებულ ყველა გამოცდას გაუძლონ, თუ მათი მეგობრობა უბრალოდ აორთქლდება?


"ადგილობრივი უცხოპლანეტელი" - უყურე CROCONET.GE-ზე
კოსმოსური ხომალდის დაზიანების შემდეგ იდუმალი უცხოპლანეტელი იძულებულია დედამიწაზე დარჩეს. ის მთელი ძალებით ცდილობს დედამიწის მკვიდრი გახდეს და უბრალო ადამიანებს შეერიოს, უცხოპლანეტელი შეინიღბვის მიზნით გარდაცვლილი კოლორადოელი ექიმის, ჰარი ვენდერშპიგლის ვინაობას ირგებს და პატარა ქალქში დასახლება, სადაც ნელ-ნელა დედამიწაზე მისი საიდუმლო მისიის მორალურ დილემასთან იწყებს ბრძოლას.


"კოსმოსის კიდე" - უყურე CROCONET.GE-ზე
მულტსერიალი გვაცნობს წარუმატებელ ვარსკვლავთშორის ასტრონავტს, ჰარის და მის საყვარელ მეგობარს, რომელიც თავის თავს „მთვარის ტორტს’ უწოდებს და რომელიც ფლობს უნარებს გაანადგუროს პლანეტები. ისინი ერთად იწყებენ მოგზაურობას კოსმოსში, რათა ამოიცნონ, თუ სად მთავრდება სამყარო.


"გენიოსი" - უყურე CROCONET.GE-ზე
ისტორია იმაზე, თუ როგორ ვერ პოულობდა აინშტაინი ახალგაზრდობაში სამუშაოს და როგორ აღმოაჩინა მან ფარდობითობის თეორია.


"გოგონები იპანემადან" - უყურე CROCONET.GE-ზე
მალა მეუღლესთან ერთად რესტორნის გახსნას აპირებდა, მაგრამ მეუღლე მას ატყუებს, ძარცვავს და ტოვებს მას. გეგონება, რომ ყველაფერი დაკარგულია, მაგრამ მალა ახალ მეგობრებს, ახალ სიყვარულს და გამბედაობას პოულობს, რომ ოცნება აისრულოს - გახსნას მუსიკალური კლუბი.


"მუქი კრისტალი: წინააღმდეგობის ხანა" - უყურე CROCONET.GE-ზე
როდესაც „სიმართლის კრისტალი“ დაზიანდება სკეკსისების წყალობით, დაავადება კი პლანეტის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, სამი გეფლინგი ფარდას ახდის სკეკსისების ძალაუფლების საშინელ საიდუმლოს. ამას კი აჯანყება და პლანეტისათვის ეპიკური ბრძოლა მოჰყვება..


"ლონდონის ბანდები" - უყურე CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს იმ პერიოდის ლონდონის შესახებ, როდესაც საერთაშორისო განგსტერული ბანდები დათარეშობდნენ და ებრძოდნენ ერთმანეთს და ძალაუფლების უეცარი ვაკუუმის შესახებ, რაც მაშინ დადგა, როდესაც ლონდონის ყველაზე უფრო ძლევამოსილი კრიმინალური ოჯახის თავი ვერაგულად მოკლეს.


"სტრაიკი" - უყურე CROCONET.GE-ზე
კორმორან სტრაიკი, ავღანეთის ომის ვეტერანი დეტექტივი გახდა და ლონდონშიდენმარკის ქუჩაზე მუშაობს პატარა ოფისში. მას ეხმარება მდივანი რობინ ელაკოტი. მიუხედავად ფიზიკური და სულიერი ტრამვებისა, იგი ისეთ დანაშაულებს ხსნის, რომლის გახსნაც პოლიცას უჭირს.


"ჩემს კარზე დააკაკუნე" - უყურე CROCONET.GE-ზე
ედა, რომელიც მთელ თავის იმედებს განათლებაზე ამყარებს, უპირისპირდება სერქან ბოლათს, რომელმაც შეუწყვიტა მას საერთაშორისო სტიპენდია და სკოლის დიპლომის ამარა დატოვა. სერქან ბოლათი სთავაზობს ედას დაფინანსების აღდგენას იმ პირობით, რომ მან ორი თვით მისი საცოლის როლი მოირგოს. თავდაპირველად ედა უარზეა, რადგან ვერ იტანს მამაკაცს, თუმცა გარემოებების შეცვლის შემდგომ იძულებულია დათანხმდეს წინადადებას. შეყვარებულების როლის მორგებისას მათ მართლაც გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ მგზნებარე გრძნობები, რაც ორივეს დააკარგვინებს თავს.
9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ
ფილმი ორი მოზარდის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც აწუხებთ სიკვდილის საკითხი. ბიჭი ცდილობს გოგონა მოიყვანოს ჭკუაზე, მას
ინტერნეტში ტელეარხ The CW-ს ახალი სუპერგმირული სერიალის თრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც კლარკ კენტის და ლოის ლეინის
Netflix-მა მელოდრამა
Netflix-მა განაცხადა, რომ მელოდრამა "ბრიჯერტონი", რომელშიც მოვლენები შუა საუკუნეების ლონდონში ვითარდება მეორე სეზონით
ჯორჯ რომეროს
არხი SyFy ჯორჯ რომეროს "მიცვალებულთა დღის" მიხედვით სერიალს გადაიღებს. ორიგინალი ფილმი 1985 წელს გამოვიდა და მსოფლიოს
სპაიკ ლი
"შავი კუ-კლუქს კლანელის" რეჟისორმა სპაიკ ლიმ თავისი მომავალი პროექტის შესახებ ისაუბრა. ის გრაფიკული რომანის - "კატების
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება