10 ფილმი, რომელშიც მსახიობებს ინტიმური ურთიერთობები ნამდვილად ჰქონდათ

10 ფილმი, რომელშიც მსახიობებს ინტიმური ურთიერთობები ნამდვილად ჰქონდათ

14.04.2021 80 258
ნებისმიერ ფილმში სექსის გადაღება ისე, რომ სცენა რეალისტური გამოვიდეს, რეჟისორისთვისაც და მსახიობებისთვისაც დიდი გამოწვევაა. სექსი, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტი, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იმისათვის, რომ ფილმი დამაჯერებელი იყოს, მისი ოსტატურად გადაღებაა საჭირო. არსებობს მრავალი კინოხერხი და საიდუმლო, რომლებსაც ასეთი დელიკატური სცენების გადაღებისას მიმართავენ, მაგრამ არსებობენ თამამი რეჟისორები, რომლებიც საკუთარ ფილმებში არა დადგმულ, არამედ “ნამდვილ” სექსს ითხოვენ.

"შორტბუსი"
ეს კომედია ერთ-ერთი ჟანრული ფილმია სექსზე, როგორც ხელოვნების აქტზე. სიუჟეტი ვითარდება ბრუკლინის სექსსალონში, რომლის ერთ-ერთი წევრი ორგაზმის მიღწევას ცდილობს. საინტერესო ფაქტი: მსახიობი სუკ-იინ ლი ამ როლის გამო ლამის რადიოგადაცემიდან დაითხოვეს, თუმცა სამსახურის შენარჩუნებაში ფრენსის ფორდ კოპოლა და იოკო ონო დაეხმარნენ.


"ინტიმი"
ინტიმი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელსაც შემთხვევითი სექსუალური პარტნიორი შეუყვარდება, თუმცა ქალი დაქორწინებულია და გაყრას არ აპირებს. მათი სექსის სცენა რეალურია, რაც მეინსტრიმული ფილმისთვის, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალი მოიგო, ძალზე იშვიათია.


"ნიმფომანი"
და კიდევ ერთხელ ლარს ფონ ტრიერი და შარლოტ გეინსბურგი. მის გარდა ფილმში მთელი თანავარსკვლავედია: სტელან სკარშგორდი, შია ლაბაფი, კრისტიან სლეიტერი, უმა თურმანი და უილემ დეფო. უმეტესობა არასიმულაციური სექსის სცენებში მონაწილეობს, თუმცა ნაწილობრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ დუბლიორებს ჰქონდათ ნამდვილი სექსი, მათი ინტიმური ადგილები კი მსახიობების კადრებთან დაამონტაჟეს.


"სიყვარული"
ნებისმიერ ფილმში სექსის გადაღება ისე, რომ სცენა რეალისტური გამოვიდეს, რეჟისორისთვისაც და მსახიობებისთვისაც დიდი გამოწვევაა. სექსი, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტი, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იმისათვის, რომ ფილმი დამაჯერებელი იყოს, მისი ოსტატურად გადაღებაა საჭირო. არსებობს მრავალი კინოხერხი და საიდუმლო, რომლებსაც ასეთი დელიკატური სცენების გადაღებისას მიმართავენ, მაგრამ არსებობენ თამამი რეჟისორები, რომლებიც საკუთარ ფილმებში არა დადგმულ, არამედ “ნამდვილ” სექსს ითხოვენ.


"9 სიმღერა"
ამ ჰიფსტერული განწყობის ფილმში შეყვარებული წყვილი “ფრანც ფერდინანდის” და მსგავსი ბენდების კონცერტებს ესწრება და უამრავი სექსი აქვს, თანაც რეალური.


"ყავისფერი კურდღელი"
პროფესიონალ მოტომრბოლელს ბად კეის 5 დღე აქვს მორიგი შეჯიბრის დაწყებამდე. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ბადი დიდ გზას გაივლის და თავს არ ანებებებს დაკარგულ სიყვარულზე ფიქრს.


"დაწექი ჩემთან"
2005 წლის ინდი დრამაში ორი ცნობილი მსახიობი – ერიკ ბალფური და ლორენ ლი სმიტი თამაშობენ. ფილმი ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს, თუმცა კრიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება არ დაუმსახურებია.


"იდიოტები"
ლარს ფონ ტრიერი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც სექსის, მათ შორის ორგიის სცენებს არ ერიდება. მართალია ეს სცენები უმეტესად დადგმულია, მაგრამ ამ ფილმის ერთ-ერთ მომენტში პორნომსახიობები მონაწილეობენ და სექსიც რეალურია.


"კალიგულა"
1979 წლის კალიგულა იმ დროისთვის არასტანდარტულად თამამია და ლამის პორნოფილმს უტოლდება, თუმცა ფაქტია, რომ მასში ისეთი უმაღლესი კლასის ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან პიტერ ო’ტული და ჰელენ მირენი. ტინტო ბრასის ფილმში არადადგმული სექსის სცენებიც არის, რომელიც მასში პოსტპროდუქციის შემდეგ ჩაამატეს.


"ანტიქრისტე"
და კვლავ ლანს ფონ ტრიერი. 2009 წლის ფილმში ანტიქრისტე მთავარ როლებს უილემ დეფო და შარლოტ გეინსბურგი ასრულებენ. როგორც ცნობილია, ისინი დუბლიორებს იშვიათად მიმართავენ, ასე რომ, სექსის სცენები ძირითადად ნამდვილია. საინტერესო ფაქტი: ფილმი სკანდალურია თამამი მომენტებისა და სასქესო ორგანოების ჩვენების გამო, თუმცა გეინსბურგმა ამ როლისთვის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული დაიმსახურა.
DC-ს კინოსამყაროში სუპერგოგონას როლის შემსრულებლის ვინაობა გახდა ცნობილი
ფლეშის სოლ-ფილმი ეკრანზე არამხოლოდ რამდენიმე ბეტმენს დააბრუნებს, არამედ სუპერგოგონასაც წარადგენს, რომლის როლსაც 22 წლის
ცნობილია ვინ დაიკავებს სამანტას ადგილს სერიალ
"სექსი დიდ ქალაქშის" განახლებული სამსახიობო შემადგენლობა ნამდვილად გასაოცარია. სანამ სერიალის თაყვანისმცემლები
დასავლური მედიის ინფორმაციით სტრიმინგ-სერვის HBO Max-ზე შესაძლებელია "სექსი დიდ ქალაქშის" მიხედვით ახალი მინი-სერიალი
ფრენსის ფორდ კოპოლა
Paramount Pictures-მა განაცხადა, რომ რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა "ნათლიას" მესამე ნაწილის ახლებურ ვერსიას გამოუშვებს.
ჯეისონ მომოას შესახებ
.მსოფლიო სექს–სიმბოლოს ვულგარული სცენების თამაში უჭირს ჯეისონმა აღნიშნა, რომ ძალიან უჭირს +18 სცენების თამაში. ისიც
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება