ფილმები რომლებსაც 2020 წელში ყველაზე მეტად ველოდებით

ფილმები რომლებსაც 2020 წელში ყველაზე მეტად ველოდებით

15.01.2020 11 679
"ცუდი ბიჭები 3" - 23 იანვარი

"ცუდი ბიჭები" და "ცუდი ბიჭები 2" ნამდვილად არ არიან შედევრალური ფილმები, თუმცა მათ მოახერხეს მაყურებლების გულების მოგება და 17 წლის შემდეგ უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი დაბრუნდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ცუდ ბიჭებს.


"მტაცებელი ფრინველები" - 6 თებერვალი

ბოლოს ჰარლი ქუინი "თვითმკვლელთა რაზმში" ვიხილეთ, მაგრამ DC-ს კომიქსების ახალ ეკრანიზაციაში ის სუპერგმირების ქალთა გუნდს "მტაცებელ ფრინველებს" შეუერთდა, რომ ცნობილ ბოროტმოქმედ შავ ნიღაბს დაუპირისპირდეს.


"ზღარბი სონიკი" - 13 თებერვალი

ცნობილი ვიდეოთამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს. ფილმი ზესწრაფი ზღარბი სონიკის და მისი ახლადშეძენილი მეგობრის თავგადასავლების ისტორიას გვიყვება.


"ბლადშოთი" - 20 თებერვალი

ეს ფანტასტიკური ბოევიკი - Valiant-ის კომიქსების პირველი ეკრანიზაციაა, რომლითაც სტარტი უნდა აიღოს Sony-ს ახალმა კინოსამყარომ. ფილმში მთავარ როლს ვინ დიზელი ასრულებს.


"მულანი" - 26 მარტი

Disney-ს ამავესახელწოდების მულტფილმი 1998 წელს გამოვიდა და კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერი აღმოჩნდა. ახლა სტუდიამ ისტორიის ეკრანიზირება ცოცხალი მსახიობებით გადაწყვიტა. უშიშარი გმირის როლის მორგება ათასობით მსახიობს სურდა, თუმცა საბოლოოდ მულანი ლიუ იფეი გახდა.


"007: სიკვდილის დრო არ არის" - 9 აპრილი
ჯეიმს ბონდის 25-ე და დენიელ ქრეიგის ბოლო ფილმი აგენტის როლში. მსახიობმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბონდიანის დატოვებას გეგმავს. ამგვარად ახალი 007 დიდი ალბათობით ქალი გახდება, რომლის როლსაც ლაშანა ლინჩი ასრულებს.


"შავი ქვრივი" - 30 არპილი
"სამოქალაქო ომის" გაგრძელება, რომელშიც ჭორების თანახმად შესაძლებელია მინი-კამეო ჰქონდეს რკინის კაცსაც კი. სიუჟეტის მიხედვით შავი ქვრივი "წითელი ოთახის" განადგურებას გადაწყვეტს - პროგრამის, რომელიც ქვრივებს - მკვლელებს და ჯაშუშებს ქმნის. მას ელენა ბელოვასთან, ტასკმასტერთან და რუს სუპერგმირ წითელ მცველთან დაპირისპირება მოუწევს.


"ფორსაჟი 9" - 21 მაისი
სტუდია Universal-ის კიდევ ერთი საჩუქარი რბოლების და თავგადასავლების მოყვარულებს. რეჟისორ ჯასტინ ლინისთვის ეს მეხუთე "ფორსაჟი" იქნება, ამიტომაც ის "თავს გადასაღებ მოედანზე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში", ასევე მან თქვა, რომ ეს სერიის ყველაზე ამბიციური პროექტია.


"არტემის ფაული " - 28 მაისი

"აღმოსავლეთის ექსპრესის" არც თუ ისე წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ ბრიტანელმა რეჟისორმა კენეტ ბრანამ იონ კოლფერის წიგნის ეკრანიზირება გადაწყვიტა, რომელიც ახალგაზრდა ვუნდერკინდ-კრიმინალ არტემის ფაულის ისტორიას გვიყვება.


"ქალი-საოცრება: 1984" - 4 ივნისი

DC-ს "ქალი-საოცრება" ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო კინოსამყაროში, ფილმმა 821 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. მეორე ნაწილი პრინცესა დიანას თავგადასავლების გაგრძელება არ იქნება, არამედ მისი ძველი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ისტორიას მოგვიყვება. მოვლენები კი 80-იან წლებში განვითარდება.


"საუკეთესო მსროლელი: მავერიკი" - 16 ივლისი

"ოსკარის" პრემიის ლაურეატი "საუკეთესო მსროლელი" 33 წლის შემდეგ ბრუნდება, რომ ტომ კრუზმა თავისი სიცოცხლე მხოლოდ "შეუსრულებელი მისიისთვის" არ გარისკოს. სიუჟეტის მიხედვით პიტ მიტჩელი შტურვალთან მას შემდეგ ბრუნდება, რაც ჩინოვნიკები ექსპერიმენტების ჩატარებას დაიწყებენ, რომლებითაც მათ ადამიანების პილოტი-დრონებით შეცვლას გადაწყვეტენ.


"მოჩვენებებზე მონადირეები: მემკვიდრეები" - 10 ივლისი

2016 წელს გამოსული "ქალური" "მოჩვენებებზე მონადირეების" შემდეგ, რომელმაც ფიასკო განიცადა სტუდია Sony-მ "ბავშვური" ვარიანტის გამოშვება გადაწყვიტა.


"დოგმატი" - 16 ივლისი

კრისტოფერ ნოლანის ფილმები ყოველთვის მოვლენაა, ამიტომაც ჩვენ ტრადიციულად უცნაური და არაერთგვაროვანი სანახაობა გველოდება. სიუჟეტის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეს რომანტიული ექშენ-თრილერი იქნება.


"კრუიზი ჯუნგლებში" - 23 ივლისი

30-იანი წლების სათავგადასავლო ბოევიკი, რომელიც ამავესახელწოდების Disney-ს ატრაქციონს ეფუძნება. მაყურებლებს ხომალდით ტროპიკულ ტყეებში მოგზაურობა ელოდებათ. "ინდიანა ჯონსს" ვერ შეედრება, თუმცა მაინც საინტერესო და სასაცილო იქნება.


"კინგსმანი: დასაწყისი" - 17 სექტემბერი

ფრენჩაიზის მესამე ნაწილი - პრიკველი, რომლითაც მაყურებლები საიდუმლო ორგანიზაციის წარმომავლობის შესახებ უფრო მეტს გაიგებენ. რეჟისორის სავარძელში მეთიუ ვონი ზის, რომელიც მეოთხე ნაწილის გადაღებასაც გვპირდება.


"დუნა" - 17 დეკემბერი

დევიდ ლინჩის ეკრანიზაციის შემდეგ ფრენკ გერბერტის საკულტო რომანის ეკრანებზე გადატანა დენი ვილნევმა გადაწყვიტა. რეჟისორის ჩანაფიქრით ეს პირველი ნაწილი იქნება - დუნას სამყაროს გაფართოებული პრეისტორია, ხოლო რომანის ძირითადი მოვლენები კი მეორე ნაწილში მოხდება.
ტელეარხი Syfy პიტერ პენის სახლს ეწვევა
ტელეარხი Syfy ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოგონილ სამყაროში მოგზაურობისთვის ემზადება. ამერიკული ტელექსელი მაყურებლებს
Sony-მ
კომპანია Sony Pictures-მა ფანტასტიკური ექშენის - "ბლადშოთის" გამოსვლა გადადო, რომელშიც მთავარ როლს ვინ დიზელი ასრულებს.
Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა
პოპულარულმა აგრეგატორმა Metacritic-მა წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელა. სია პროექტების საშუალო ქულის მიხედვით
ბოევიკ
ინტერნეტში ფილმ "ცუდი ბიჭები სამუდამოდის" ახალი თრეილერი გავრცელდა, რომელიც 2001 წელს გამოსული ბოევიკის პირდაპირი
ინტერნეტში
ოფიციალურ პრემიერამდე ინტერნეტში ფილმ "მტაცებელი ფრინველების" უკრაინული თიზერი გავრცელდა. სურათის პრემიერა მომავალ წელს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება