22 ნაკლებად ცნობილი საახალწლო ფილმი და ანიმაცია

22 ნაკლებად ცნობილი საახალწლო ფილმი და ანიმაცია

21.12.2021 32 542
"ყინულის მოსავალი"
განგსტერის ადვოკატი ჩარლი, ფიქრობს, რომ ბოსს შეიძლება მოპაროს ორი მილიონი და თანაც დაუსჯელი დარჩეს. ვიკიმ კი, იცის, რომ ფული შეიძლება მიითვისოს, და პასუხს სხვა აგებს.


"შობა ისევ აქ არის" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთანს იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მშოფლიოს ბავშვები შობის შსახებ ივიწყებენ. ახლა კი დიდთვალა ობოლსა და მის ჯგუფს უწევს პოლარულ თავგადასავალში გახვევა, რათა შეაჩეროს კრედი ერთხელ და სამუდამოდ.


"შობის დროა ისევ, ჩარლი ბრაუნი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დღესასწაულის სეზონზე არაქისები და ხვეულები მზადდება. ჩარლი ბრაუნი იბრძვის ფულის მოსაპოვებლად თავისი მეგობარი გოგონასთვის. სალი და პათი რეპეტიციას გადიან და იხსენებენ თავიანთ სიტყვას საშობაო მასკარადისთვის. ბავშვები ცდილობენ შობას შეუნარჩუნონ სულიერება.


"ანჟელას საშობაო სურვილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შობის წინა დღეს ეკლესიაში ოჯახთან ერთან ვიზიტისას, ახალგაზრდა ანჟელას თავში არაჩვეულებრივი იდეა მოსდის. ფრენკ მაკკორტის მოთხრობაზე დაფუძნებული გულის ამაჩუყებელი ისტორია.


"შემდეგი გაჩერება, შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ენჯის შობის მარტო გატარება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რიგითი გასეირნება ყველაფერს შეცვლის, როდესაც ის საშობაო მატარებლის საშუალებით 2011 წელს თავის მშობლიურ ქალაქში აღმოჩნდება.


"ბიჭი სახელად შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ნიკოლასი მამის მოსაძებნად ჩრდილოეთ მიდის, სადაც მას უჩვეულო თავგადასავლები ელოდება.


"ჩარლი ბრაუნის შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჩარლი ბრაუნი ცდილობს იპოვოს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.


"საშობაო ისტორია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დიდი ხნის წინ, ლაპლანდიაში, ბიჭს რომელსაც ნიკოლასი ერქვა ტრაგიკულად გარდაეცვალა მშობლები. სოფლის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს იგი თავად აღეზარდათ. ყველა ოჯახი მას ერთი წლის განმავლობაში იფარებდა. ყოველ შობა დღეს იგი ახალ ოჯახს მიჰყავდა თავისთან. მადლიერი ნიკოლასი წასვლის წინ ბავშვებს ჩუქნის.


"თითქმის შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არამეგობრული აფროამერიკული ოჯახის პირველი შობა ერთად, მას შემდეგ რაც მათი დედა გარდაიცვალა.


"შობის ღამემდე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნიუ-იორკში ყოველ წელს წინა საშობაოდ სამი საუკეთესო მეგობარი ტრადიციულად თავაშვებულად აღნიშნავს დღესასწაულს.


"ზუსტად საშობაოდ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლინდსის შობამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები: დარჩეს მის პატარა მშობლიურ ქალაქში და ცოლად გაჰყვეს მის შეყვარებულს, თუ სწავლა გააგრძელოს კოლეჯში ქვეყნის მეორე ნაწილში. რა უნდა გააკეთოს? საბედნიეროდ მას აქვს ჯადოსნური საშუალება ნახოს რა მოხდება მომავალ სამ წელში რომელიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.


"შობა კონვეიში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სუზი ცოტა ხნის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან და ის საჭიროებს სადღეღამისო ზრუნვას. მისი ქმარი დუნკანი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო წამალი სიუზისთვის (და საშობაო საჩუქარი, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება) - ეს გამგზავრება ეშმაკის ბორბალით, რომელიც იმყოფება მათ საკუთარ სახლში. რატომ ეშმაკის ბორბალი? იმიტომ, რომ მის კაბინაში მრავალი წლის წინ დუნკანმა სიუზანს ხელი სთხოვა.


"დაკარგული შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შობის წინ მანჩესტერში იდუმალი, უცნაური ადამიანი გამოჩნდა. მას არ ახსოვს საკუთარი სახელი, სად იმყოფება და რა უნდა იქ. ერთადერთი რაც მისთვის ცნობილია არის სახელი ენტონი, რომელიც მის ქურთუკზე ეწერა. მალე ის უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს - ის ხელის შეხებით იგებს თუ რა დაკარგა ადამიანმა და ეხმარება მათ პოვნაში.


"კორპორატიული წვეულება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდესაც მთავარი გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური წვეულების მოწყობას, რათა სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. მაგრამ წვეულება კონტროლიდან გამოდის...


"მსუქანი კაცი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თოვლის ბაბუა უნდა გაუმკლავდეს იმედგაცრუებული ბავშვის მიერ გაგზავნილ დაქირავებულ მკვლელს.


"საშობაო პრინცი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რეპორტიორი ქალების მოყვარულ მომხიბვლელ პრინცზე დეტალების გამოაშკარავებას ცდილობს. ამ მიზნით იგი სხვა ადამიანის როლს ირგებს და სასახლეში იპარება, თუმცა მალევე თავს სამეფო ინტრიგების ეპიცენტრში ამოყოფს და მცდელობას ნამდვილი სიყვარულის პოვნით დაასრულებს.


"შობა გრეისლენდში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჩიკაგოში მცხოვრები კომპანიის დირექტორი მემფისში მიემგზავრება, რათა ერთ-ერთი უძველესი კერძო ბანკი, რომელიც ოჯახის მფლობელობაშია, გადაარჩინოს. მემფისში ყოფნისას ლორელი კვლავ შეხვდება თავის ძველ სიყვარულს კლეის, რომელიც დიდი ამბიციები აქვს.


"საშობაო ბედის ირონია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
წინასაშობაო საგიჟეთში, ორი მარტოხელა მშობელს - მუდამ საქმიან დედას აბის და ადვოკატ რაიანს - შემთხვევით, გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში საშობაო სათამაშოები ერთმანეთში აერევათ. ამის გამო, შობა ორივეს ჩაუმწარდება. მიუხედავად იმისა, რომ, ერთმანეთის ატანა არა აქვთ, ერთადერთი გზა ყველაფრის გამოსასწიორებლად ერთმანეთისათვის დახმარებაა, რათა საშობაო გეგემები როგორმე ბოლომდე მიივანონ. ამასობაში, ვერც კი შეამჩნევენ, როგორ შუყვარდებათ ერთმანეთი.


"მარტოხელა სანტა ეძებს მისის კლაუსს" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბეტ ენდრიუ მარტოხელა დედაა, რომელმაც ცხოვრება შვილს და კარიერას მიუძღვნა. მას დიდი ხანია სიყვარულის და სასწაულის არ სჯერა, მაგრამ შვილმა საშობაო საჩუქრად ახალი მამა თხოვა... ნიკი კი ნიუ-იორკში ჩამოვიდა, რათა პენსიაზე გასული მამა შეცვალოს... მაგრამ მამამისი სანტა–კლაუსია და ამისათვის ის აუცილებლად უნდა დაქორწინდეს.


"მისტერ 365" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რეალითი TV-ის პროდიუსერი სოფი მუშაობას იწყებს სადღესასწაულო შოუზე უილის, საოცრად სექსუალური ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელისთვისაც წლის ყოველი დღე შობის ზეიმია. სოფი მალე მიხვდება, რომ ჭკუა ეკეტება ამ ამოუცნობ, ნაკლებსარწმუნო ახალ ვარსკვლავზე, და ამასთანავე, შობისადმი დიდი ხნის დაკარგული რწმენა უახლდება.


"სანტას ირემი ბრუნდება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პატარა ჩარლი , რომელიც დედასთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს, სკოლიდან დაბრუნებისას ორ ირემს იპოვის. ერთ-ერთი დაჭრილია. პატარას ჩარლი სახლში წაიყვანს. როდესაც უკან დაბრუნდება დაჭრილი ირემი აღარ დახვდებათ. ჩარლი გადაწყვეტს , რომ ეს ირემი სანტას ირემია და ფიქრობს როგორ დააბრუნოს სანტასთან.


"ბედნიერი შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯეფი და კელი ერთად ბედნიერები არიან და ზრდიან პატარას. კაცი - რეჟისორია, ქალი - მწერალი. როგორც ჩანს, ეს ნათელი შემოქმედებითი კავშირი განკუთვნილია საინტერესო გაჯერებული ცხოვრებისთვის, სავსე საინტერესო შეხვედრებით და მოგზაურობებით. მაგრამ ყოველდღიურობამ, ბავშვზე შფოთვამ როგორც ჩანს, ჩააქრეს ოდესღაც მეუღლეებს შორის გაღვივებული ვნება .
საუკეთესო საახალწლო ანიმაციები
ამჯერად, შრეკი იდეალური დღესასწაულის მოწყობას აპირებს იმისთვის, რომ ფიონა და მშვენიერი ონავრები გააკვირვოს, მაგრამ მას
10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა
ფილმ
სტრიმინგ-სერვისმა Disney+-მა თავისი საშობაო კომედიის - "ფერია-ნათლიას" პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი რა თქმა უნდა
კურტ რასელი
Netflix-მა საახალწლო კომედია "საშობაო ქრონიკების" მეორე ნაწილის თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც სანტას როლს კვლავ კურტ
მელოდრამა
ინტერნეტში პოლ ფიგის ახალი ფილმის - "ბოლო შობის" სადებიუტო თრეილერი გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლს ემილია კლარკი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება