ზოროს შესახებ სერიალს გადაიღებენ
16.12.2021
1 314
პროდიუსერებს ზოროს გაშვება ჯერ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში სურდათ, ხოლო გასულ წელს კი ტელეარხმა NBC-მ ზოროს შესახებ სერიალის გადაღება გადაწყვიტა, რომელშიც მთავარი როლი ქალს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ეს ჩანაფიქრიც ვერ განხორციელდა. ახლა კი უკვე Disney-მ დააანონსა, რომ სერიალზე იწყებს მუშაობს, რომელსაც უბრალოდ "ზორო" ერქმევა.
პროექტი ტელეარხ ABC-ს 1957 წლის მრავალსერიიანი ექშენის რიმეიქს წარმოადგენს. მთავარი გმირი კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანების მემკვიდრე დიეგო დე ლა ვეგაა, რომელიც პუებლო-დე-ლოს-ანხელესის მოსახლეობას ბოროტმოქმედებისგან და ბინძური პოლიტიკოსებისგან იცავდა. ახალ შოუში გმირის როლს უილმერ ვალდერამა შეასრულებს. ის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.
თანამედროვე ტელერიმეიქის სიუჟეტის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა Disney Branded Television-ის ხელმძღვანელმა, აიო დევისმა განაცხადა, რომ პროექტის ავტორები სერიალში კლასიკური ისტორიის ელემენტებს აუცილებლად ჩაამატებენ.
"ზოროს" რელიზის თარიღი ცნობილი არ არის.

გასული წლის ნოემბერში ტელეარხმა The CW-მ სერიალ "გოგონა-საოცრებას" გადაღება გადაწყვიტა, რომლის მთავარი გმირი

ტელეარხი CBS ჯეიმს კემერონის "მართალი ტყუილის" ტელეადაპტაციაზე მუშაობს - სცენარს მეთ ნიქსი წერს. ტელეარხმა სერიალის

მედიის ინფორმაციით სტუდია Secuoya Studios-მა ზოროს ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც სერიალის ფორმატში გამოვა.

"კრიპტონის" მეორე სეზონის პრემიერის შემდეგ Syfy-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შოუს შესახებ სპინ-ოფს გადაიღებენ,