საუკეთესო საახალწლო ანიმაციები

საუკეთესო საახალწლო ანიმაციები

15.12.2021 1 791
"შრეკის შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამჯერად შრეკი იდეალური დღესასწაულის მოწყობას აპირებს იმისათვის, რომ ფიონა და მშვენიერი ონავრები გააკვირვოს, მაგრამ მას ძველი ნაცნობები - ვირი და ჩექმებიანი კატა ესტუმრებიან და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დიდ სენტიმენტალურ ოგრს ქოდნა დაგეგმილი.


"ოლაფის გაყინული თავგადასავალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ოლაფი სვენთან ერთიანდება, რომ მეგობრებს დღესასწაული მოუმზადოს. პრინცესები, ანა და ელზა მოსახლეობას დიდ სურპრიზებს უმზადებენ, თუმცა ყველამ გადაწყვიტა, რომ შობას სახლში, ოჯახის წევრებთან შეხვდეს. აღმოჩნდა, რომ პრინცესებს საოჯახო საშობაო ტრადიციები არ გააჩნიათ, თუმცა ოლაფი და სვენი მათ მოწყენის უფლებას მაინც არ მისცემენ.


"მიკისთან შობაზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მიკი, მინი და მათი ყველასთვის ცნობილი მეგობრები გუფი, დონალდი და პლუტო ერთად შეგროვდებიან იმისათვის, რომ სამი საოცარი შობის ჯადოსნური ისტორია მოგვითხრონ.


"პოლარული ექსპრესი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავად ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი და ბიჭუნას, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.


"სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ფარდას ხდის საიდუმლოებას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს სანტა-კლაუსი მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საჩუქრების დარიგებას, ერთი ღამის განმავლობაში.


"თინქერ ბელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იმოგზაურეთ პიქსი ჰოლოუს იდუმალ სამყაროში და მოუსმინეთ თინქერ ბელს პირველად. ეს არის დისნეის გასაოცარი ზღაპარი, ყველაზე ცნობილი ფერიის შესახებ.


"ელვინი და თახვები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კომპოზიტორი დეივ სევილი წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც მომღერალი თახვების ტრიოს წააწყდება. ტრიოს შემადგენლობაში შედიან: ცელქი ლიდერი ელვინი, ჭკვიანი საიმონი და პუტკუნა თეოდორი.


"სიზმრების მცველი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდესაც ბოროტი სული ხელყოფს ყველაფერს ძვირადღირებულს - ბავშვური ოცნებები, ჩრდილოელი, ყინულის ჯეკი, კურდღელი, კბილის ფერია და ქვიშის ადამიანი პირველად ერთიანდებიან, რათა შექმნან სიზმრების მცველთა ჯგუფი.


"გრინჩი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყველასათვის საყვარელი პერონაჟის - "გრინჩის" ანიმაციური ვერსია, სადაც ის კვლავ შეპყრობილია შობის ჩაშლის სურვილით, ამ დროს კი ჰუვილის მაცხოვრევლები თავიანთი ყოველწლიური წვეულებისთვის გრანდიოზულ სამზადიში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ...


"კლაუსი" - CROCONET.GE-ზე
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორ ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა, უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა, საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.


"გადაარჩინო სანტა"
ელფი ბერნარდი - ძალიან საყვარელი, მხიარული, და… ცოტა არასერიოზული. მაგრამ ის უნდა შეიცვალოს, რადგან მას წინ ელის გასაოცარია და ძალიან სახიფათო თავგადასავალი! ვიღაც აპირებს სანტას და მისი ჯადოსნური მარხილის გატაცებას, რომელის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ეპოქებში გადაადგილება.


"გაყინული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ ჯადოსნური ანიმაციის მთავარი გმირები პრინცესები, ელზა და ანა არიან, რომლებსაც მშობლები გარდაეცვალათ. დიდი დანაკარგის გარდა, უფროს დას - ელზას უცნაური შესაძლებლობები აქვს და ერთხელ ანას დაზიანებას მიაყენებს. ამის გამო, ის ზამთრის ტყეში გარბის, ხოლო სამეფო კი დაიწყევლება.


"მადაგასკარის პინგვინები: ძარცვა შობას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალი წელი უახლოვდება ქალაქს და ცენტრალური ზოოპარკის ყველა მცხოვრები ემზადება მის შესახვედრად. პინგვინებმა მორთეს თავისი გამოქვაბული და ოცნებობენ შავ–თეთრ დღესასწაულზე, როდესაც ახალგაზრდა რიგითი ამჩნევს, რომ თეთრი დათვი მოწყენილია სრულ მარტოობაში. თავის მეგობრების გარემოცვაში რიგითი გადაწყვიტავს, რომ არავინ არ იმსახურებს ასეთ არდადეგებს და სახავს საკუთარ გეგმას ზოოპარკელის დასახმარებლად. ის უჩუმრად თავს აღწევს ზოოპარკს და მიემართება დიდი ქალაქისკენ, ახალი წლის საჩუქრების მოსაპარად


"კოშმარი შობის წინ"
31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს, რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ როდესაც შობა მოახლოვდება, ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება.


"საშობაო ზღაპარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის ვიქტორიანული ამბავი ერთ გაბოროტებულ ბებერზე, სახელად ებენეზერ სკრუჯზე, რომელსაც ერთი ღამის განმავლობაში დიდი გამოცდა ელის. მისტერ სკრუჯი ფინანსისტია, მან მთელი ცხოვრება ქონების მოგროვებას მიუძღვნა. მას ყველაფერი სძულს ფულის გარდა, მათ შორის მეგობრობა, სიყვარული და საშობაო დღესასწაულებიც.


"სოლანას და ლუდვიგის შობის დღესასწაული"
გმირები ემზადებიან შობისთვის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სოფელში არ თოვს, ხოლო ლუდვიგს ყველაზე მეტად უნდოდა ეს. ამიტომ, გამომგონებელი რეოდორი შექმნის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თოვლის ქვემეხს.


"მზეთუნახავი და ურჩხული: ჯადოსნური შობა"
მზეთუნახავი ბელი ულამაზესად მორთავს სასახლეს, რათა ყველა ერთად შეხვდეს შობას. ურჩხული კი ცდილობს მისცეს მას სიყვარული და ბედნიერება.


"ტომი და ჯერი: მაკნატუნას ამბავი"
ჯერი სურვილის ჩაფიქრების შემდეგ გადაინაცვლებს ჯადოსნურ სამეფოში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც ის ცეკვავს მუსიკალური ყუთის ბალერინასთან ის ბედნიერია, როგორც არასოდეს. სამწუხაროდ უსახლკარო კატები, რომლებიც ტომმა მოიყვანა, გაიტაცებენ ბალერინას მუსიკალური ყუთიდან და სამეფოში საშინელება დაისადგურებს. ახლა ყველაფერი ჯერიზეა დამოკიდებული.


"ყინულის დედოფალი 2" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ტროლი ორმი ყოველთვის ოცნებობდა დიდებაზე. პრინცესა მარიბელი ტყვებაშია, ტროლების სამეფოს კი სამუდამო ზამთარი და ყინვა ემუქრება. ორმმა წინად მეგობრების დახმარებით გაიმარჯვა , ახლა კი მარტო სურს დაამარცხოს ყინულის დედოფალი. მაგრამ მეგობრები მასზე არ გამაწყენდებიან და დახმარებას გადაწყვეტენ. მათ დაუვიწყარი თავგადასავალი ელით.
საუკეთესო კომედიები ოჯახზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ
10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა
BBC One-თან ერთად საკაბელო არხმა FX-მა თავიანთი ერთობლივი პროექტის - "საახალწლო ისტორიის" თრეილერი გაავრცელა, რომელსაც
"გაყინული 2" - ერთწუთიანი თრეილერი
05.11.19 სიახლეები / თრეილერები
ბილეთების გაყიდვის აღსანიშნავად Disney-მ ანიმაცია "გაყინული 2-ის" ერთ წუთიანი თრეილერი გამოაქვეყნა. სტუდიის პოპულარული
DreamWorks
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია NBCUniversal "შრეკის" გადატვირთვას გეგმავდა, დღეს კი გამოცემა Deadline-მა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება