კრასინსკი და ბლანტი

კრასინსკი და ბლანტი "მშვიდი ადგილის" მეორე ნაწილზე იმუშავებენ

23.02.2019 1 170
მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ჰორორმა - "მშვიდმა ადგილმა" მსოფლიო კინოგაქირავებაში თითქმის 341 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა, ამერიკული კინოხელოვნების ინსტუტის ვერსიით 2018 წლის ათ საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიგო გასაგები გახდა, რომ Platinum Dunes და Paramount Pictures პოსტაპოკალიფსური ისტორიის გაგრძელებას გადაიღებდნენ.

სიქველის შექმნაში მონაწილეობაზე ხელი ჯერ მხოლოდ ჯონ კრასინსკის ჰქონდა მოწერილი, რომელიც სურათის სცენარისტი უნდა ყოფილიყო, თუმცა სტუდიებმა როგორც ჩანს ჯონს ისეთი შეთავაზება გაუკეთეს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი გახდა და როგორც გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება ჯონ კრასინსკის ჰორორის მეორე ნაწილსაც გადაიღებს.

ამჟამად "მშვიდი ადგილის" პროდიუსერები ნოა ჯუპთან, მილი სიმონდსთან და ემილი ბლანტთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია Platinum Dunes-მა ახალგაზრდა ვარსკვლავები ფრენჩაიზის რამდენიმე ნაწილში მონაწილეობის მიღებაზე დაითანხმა, ამიტომაც ჯუპსს და სიმონდსს შესაძლოა ჰონორარებიც გაეზარდოთ.

ემილი ბლანტს კი როგორც ჩანს დაბალი ხელფასი ექნება. ჰოლივუდელი ინსაიდერები იტყობინებიან, რომ მსახიობმა სათავგადასავლო ბლოკბასტერით - "კრუიზი ჯუნგლებშით" 9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა Platinum Dunes და Paramount არ აპირებენ "მშვიდი ადგილის" ბიუჯეტის გაზრდას, ამიტომაც ბლანტს ჰონორარმა შესაძლოა 1 მილიონი დოლარი შეადგინოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მას თავის მეუღლესთან - ჯონ კრასინსკითან ერთად კვლავ სურს ფილმზე მუშაობა, ამიტომაც მზადაა ასეთ დათმობაზე წავიდეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბლანტი ფილმის შემოსავლებიდან გარკვეულ პროცენტსაც მიიღებს.

სურათის გადაღებები ზაფხულის ბოლოს დაიწყება. "მშვიდი ადგილი 2-ის" გამოსვლა 2020 წლის მაისში იგეგმება.
კინგ კონგს და გოძილას დომინიკ ტორეტოსი შეეშინდათ
კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა გადაწყვიტა ბოევიკ "ფორსაჟი 9-ს" არ დაპირისპირებოდა და თავისი ფილმის - "გოძილა კინგ
სტუდია Blumhouse-ს
მაიკლ მაიერსის შესახებ ბოლო ფილმი დაახლოებით ათი წლის წინ რობ ზომბიმ გადაიღო, რომელიც კომერციულად წარუმატებელი
მაიკლ ვალდრონი, რომელიც "რიკის და მორტის" სცენარისტია ლოკის შესახებ სერიალს დაწერს. ამის გარდა როგორც გამოცემა The
დომინიკ ტორეტო კინგ კონგს და გოძილას დაუპირისპირდება
Universal-მა და MGM-მა თავიანთი ყველაზე პერსპექტიული ბლოკბასტერების გამოსვლის თარიღი შეცვალეს. როგორც გამოცემა The
Paramount
კინოკომპანია Paramount Pictures ფილმ "მსოფლიო ომი Z-ს" მეორე ნაწილს აღარ გამოუშვებს, რომელიც რეჟისორ დევიდ ფინჩერს უნდა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება