20 კარგი ფილმი განწყობის ასამაღლებლად

20 კარგი ფილმი განწყობის ასამაღლებლად

26.10.2021 18 757
"სტაჟიორი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს ოსტინის კომპანიაში. ბენი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ნებისმიერ ასაკს თავისი პლუსები აქვს.


"კარგი წელიწადი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრიტანელი ინვესტიციების ბროკერი მემკვიდრეობით ბიძისგან მიიღებს პროვანსში მდებარე ციხე-კოშკსა და ვენახს, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი აქვს გატარებული. აქ იგი წყნარ ცხოვრებას იპოვნის და ადგილმამულის განახლებას შეეცდება, რომ შემდეგ სარფიანად გაყიდოს.


"სინათლით დაბრმავებული"
1987 წელს ბრიტანეთში, ტეტჩერის მკაცრი მმართველობის პერიოდში, ერთი მოზარდი სრულყოფილი ცხოვრებით დაიწყებს ცხოვრებას, თავის ოჯახსაც გაუგებს და თავის სათქმელსაც იტყვის ბრუს სპრინგსტენის მუსიკის საშუალებით.


"გუშინ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს რთული ხასიათის მქონე მუსიკოსზე, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც ბითლზები ახსოვს...


"თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს თავი ისე მოაჩვენოს თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს.


"სიმღერის ქუჩა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნოსტალგიური მუსიკალური დრამა. როცა 1980-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი აისახება კონორების ოჯახზე, მას პრესტიჟული კერძო სკოლიდან გადაიყვანენ სახელმწიფო სკოლაში. მოზარდი უხეშობის და უპატივცემულობის სამყაროში აღმოჩნდება. ამასთანავე მას შეუყვარდება ულამაზესი გოგონა. იმისთვის, რომ მოახდინოს ეფექტი გოგონააზე, კონორი იწყებს როკ-ჯგუფის შექმნას.


"ახალი დასაწყისი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი - შოუ-ბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი. გრეტა - მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული...


"მე და ჩემი აჩრდილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორი 9 წლის გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა კი წყნარი და გაწონასწორებული, ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.


"წარმატებები, ჩაკ!" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იმისათვის, რომ მის ოცნების გოგოს სხვა არ შეუყვარდეს, ჩარლი ლოგანმა ის წყევლა უნდა მოიშოროს,რომლის გამოც იგი მარტოხელა ქალებში არანორმალური პოპულარობით სარგებლობდა - "გაატარე ერთი ღამე ჩარლისთან და პირველივე მამაკაცი რომელსაც შეხვდები შენი ნამდვილი სიყვარული გახდება".


"დანიშვნა არ ნიშნავს დაქორწინებას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის სიუჟეტი ბალტიმორში ვითარდება და მოგვითხრობს ქალის და მამაკაცის რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან ერთმანეთის ჩანაფიქრს. მომხიბვლელი მამაკაცი არ ჩქარობს თავის ბერბიჭობასთან განშორებას, რაც მის შეყვარებულში უარყოფით რეაქციას იწვევს.


"სიყვარული მანძილზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბარში ლუდის სმისას და არაფრის შესახებ საუბრისას... მეორე დღეს საუზმისას ერინის უსაზღვრო მახვილგონივრობა და გულწრფელი უშუალობა გულგატეხლ გარეტს ხიბლავს. ვნება კვლავ იფეთქებს მასში და გრძნობა ორივე ახალგაზრდას წალეკავს მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არავინ ელოდა რომანის გაგრძელებას, რადგან ერინი სახლში მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, ხლო გარეტი ნიუ-იორკში რჩება სამუშაოდ. თუმცა შეუჩერებელი მხიარულების ექვსი კვირა, იმხელა მნიშვნელობას იღებს, რომ ორივე უკვე დარწმუნებული არაა, სურთ თუ არა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს.


"განა ეს რომანტიკული არ არის?" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნატალი, ავსტრალიელი არქიტექტორი, რომელიც დიდი ხანია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება მისი ყველაზე საშინელი კოშმარი აღმოჩნდება, რომელიც რომანტიულ კომედიას წარმოადგენს, სადაც მთავარ როლს თვითონ ნატალი თამაშობს...


"დიდი საოცრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიყვარულის ნაპერწკალი იფეთქებს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, როდესაც ისინი სამი ნაცრისფერი ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ყინულის ქვეშ ხაფანგში მოჰყვნენ.


"შესვლა აკრძალულია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სამ დაქალს გამოსაშვები საღამოსთვის გრანდიოზული გეგმები აქვთ. შემთხვევით ამის შესახებ შეიტყობენ მათი მშობლები და გადაწყვეტენ ეს არ დაუშვან, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს...


"ბრძოლა ჩემს ოჯახთან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს.


"დიდებული ვიღაც" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იშოვნის და სან ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად, როდესაც მისი ბოინფრენდი, რომელთანაც 9 წლის ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ ტოვებს. ამ ტკივილის გასადატანად ორ მეგობართან ერთად გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს ნიუ იორკში.


"განქორწინებულთა კლუბი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
5 წლიანი ქორწინების შემდეგ ბენი ჯერ კიდევ სიგიჟემდეა შეყვარებული. ერთ დღეს კი გაარკვევს , რომ მისი ცოლი მას ღალატობს. ასე რომ დამცირებული ის განქორწინებულთა კლუბს შეუერთდება.


"კურდღელი პიტერის თავგადასავალი 2" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პატარა და მხიარული კურდღელის, სახელად პიტერის ისტორიის გაგრძელება. ბეატრისი, ტომასი და დანარჩენები საერთო ენის გამონახვას ახერხებენ და ქალაქგარეთ მშვიდ ცხოვრებას იწყებენ. პიტერს ეს არ მოსწონს: მის აბობოქრებულ სულს თავგადასავლები სურს და ის მათ საძებნელად დიდ ქალაქში მიემგზავრება, იქ, სადაც მის ოინებს ღირსეულად შეაფასებენ. ამავდროულად, მისი დიდი მეგობრული ოჯახის წევრები, სიცოცხლის გარისკვის ნაცვლად, პიტერს მიჰყვებიან, რომ ის სახლში დააბრუნონ და ახლა მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.


"შავი სილამაზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ველური ცხენი და თინეიჯერი გოგონა ქმნიან ურღვევ კავშირს, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დააკავშირებს.


"ოცნების ცხენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იან დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.


"მშვენიერი ეპოქა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რა მოხდებოდა, რომ უკან წარსულში დაბრუნება შეგეძლო? სწორედ ესეთი მომსახურება აქვს კომპანიას, რომელსაც შეკვეთით ნებისმიერი ეპოქის დეტალების სრულად აღდგენა შეუძლია. კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი ნიჭიერი მხატვარი ხდება, რომელსაც თავის საყვარელ მეუღლესთან რთული ურთიერთობები აქვს. ის ამ შანსს იყენებს, რომ ის დღე კვლავ განიცადოს, როდესაც მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულს პირველად შეხვდა.
10 კარგი სერიალი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს
კარგი ფილმი თუ სერიალი ძირითადად ყოველთვის აღწევს ფართო მასებამდე. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სურათი მოსალოდნელზე
10 საუკეთესო ფილმი წარმატების შესახებ
ფილმში აღწერილია ვირტუალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - Facebook-ის შექმნის ისტორია. ამ
12 ფილმი, რომელსაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ უნდა უყუროთ
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს
10 კომედია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს დაგავიწყებთ
რა მოხდებოდა, რომ უკან წარსულში დაბრუნება შეგეძლო? სწორედ ესეთი მომსახურება აქვს კომპანიას, რომელსაც შეკვეთით
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
22.05.20 მთავარი გვერდი / კოლექციები
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება