ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ს უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ს უჩივის

17.09.2021 7 736
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი სტრიმინგ-სერვის NETFLIX-ს "ლაზიერის გამბიტის" ერთ-ერთი ეპიზოდის გამო უჩივის.

საუბარი სერიალის ბოლო ეპიზოდზე მიდის, როდესაც მატჩის კომენტატორი შემდეგ ფრაზას ამბობს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ბეთ ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან."

გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში ნათქვამია, რომ 1968 წელს, როდესაც ეპიზოდში მიმდინარეობს მოვლენები, მას არაერთი მატჩი ჰქონდა მამაკაცების წინააღმდეგ ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათი დიდოსტატის წინააღმდეგ. ამის გარდა ნონა გაფრინდაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ სერიალში ის რუსად მოიხსენიეს, არადა "ლაზიერის გამბიტის" ავტორებმა იცოდნენ, რომ ის ეროვნებით ქართველია, ხოლო საქართველო კი რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია.

ზოგადად ჩემზე ზეგავლენის მოხდენა რთულია, მაგრამ ეს მოულოდნელი და დამამცირებელი იყო.

ამბობს ქართველი მოჭადრაკე.


საჩივარი სასამართლოში დელავერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა როდნი სმოლამ შეიტანა. ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ისგან 5 მილიონ დოლარს და იმის უარყოფას ითხოვს, რომ თითქოსდა მას კაცების წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია.

ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის პროფესიონალურ დონეზე თამაში 13 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1977 წელს, ლოუნ ფაინში ჩატარებული ტურნირის შემდეგ კი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც დიდოსტატის წოდება მოიპოვა.
მაყურებლები
"ლაზიერის გამბიტი" მიმდინარე წლის ჰიტი და Netflix-ის ისტორიაში საუკეთესო მინი-სერიალი იყო. ამის მიუხედავად სტრიმინგ
Netflix-მა განაცხადა, რომ "ლაზიერის გამბიტი" მთავარ როლში ანია ტეილორ-ჯოით სერვისის ყველაზე პოპულარული მინი-სერიალი
ჯონი დეპმა სასამართლო დავა წააგო
ლონდონის სასამართლომ ჯონი დეპის მიერ გამოცემა The Sun-ის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უარყო, რომელიც მსახიობმა
Netflix-მა მინი-სერიალ "დედოფლის გამბიტის" პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. პროექტში მთავარ როლს "ემმას" ვარსკვლავი ანია
DC Comics საფეხბურთო კლუბ
DC Comics ესპანურ საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" სასამართლოში უჩივის, კომპანიას კლუბის საიუბილეო ლოგოტიპის გამოყენების
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება