Comic-Con 2019:

Comic-Con 2019: "ბეტვუმენის" პირველი შეფასებები გავრცელდა - კარგი სერიალი, თუმცა პრობლემები მაინც აქვს

20.07.2019 312
San Diego Comic-Con 2019-ზე DC-ს კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალის - "ბეტვუმენის" პრემიერა გაიმართა. შოუმ კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო.

გამოცემა Comicbook აღნიშნავს, რომ სერიალი "აღსავსეა საინტერესო სიურპრიზებით და დიდი იმედგაცრუებით", პირველ ეპიზოდს 5-დან 3 დაუწერეს:
"ბეტვუმენს" ბევრი თვისება აქვს, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, თუმცა დროა საჭირო, რომ ისინი დაინახოთ".

საიტ Bleeding Cool News-ის აზრით შოუ ცდილობს, რომ ზედმეტად სერიოზული იყოს, თუმცა მისი ნათელი მომავლის სჯერა:
"გეგონება "ბეტვუმენმა" გზაზე რაღაცას წამოკრა ფეხი, მაგრამ პრობლემების მოგვარება რამდენიმე ეპიზოდით არის შესაძლებელი".

Den of Geek-ს სერიალის მაღალი ხარისხის უკვე სჯერათ:
""ისრის სამყაროს" ახალი თანამედროვე ნაწილი, რომელსაც ბეტ-ოჯახი იმსახურებს და DC-ს TV-სერიალების შთამბეჭდავი მემკვიდრეობაა".

IGN Movies-ში თვლიან, რომ სერიალი ძალზედ ბნელი და გაუგებარია. მან კიდევ ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს:
"შეიძლება სერიალს სიცარიელის ამოვსებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს, რომელიც "ისრის" შემდეგ დარჩება, თუმცა მას უფრო სახიფათო ბრძოლა ელოდება, როდესაც შოუს თავისი ინდივიდუალურობის დამტკიცება დასჭირდება".

აშშ-ში "ბეტვუმენის" პრემიერა 6 ოქტომბერს არხ CW-ზე იგეგმება.
Comic-Con 2019:
სერიალ "გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების" ფრენჩაიზის ერთგული ფანებიც კი აღარ უყურებენ, თუმცა არხ AMC-ს მისი მაინც სჯერა.
San Diego Comic Con-ზე ჯეიმს კემერონმა, რომელიც "ტერმინატორი: ბნელი ბედისწერას" პროდიუსერია განაცხადა, რომ ედვარდ
სტივენ ამელმა DC-ს ტელესამყაროში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
2019/2020 წლის სატელევიზიო სეზონი DC-ს ფანებს შორის ძალზედ ემოციური იქნება, რადგან ერთი მხრივ მათ ბეტვუმენის სოლო
ტელეარხმა The CW-მ სერიალ "ბეტვუმენის" პირველი პოსტერი, თრეილერი და კადრები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ კადრში ბეტმენის
ახალი გმირი -
ინტერნეტში CW-ს სუპერგმირული სერიალის "ბეტვუმენის" სადებიუტო თიზერი გამოვიდა. კეიტ კეინის როლს რუბი როუზი ასრულებს,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება