"შავი სარკის" რეჟისორი "Halo-ს" სერიალს გადაიღებს

22.02.2019 1 433
ბრიტანელი რეჟისორი ოტო ბატჰერსტი, რომელსაც "რობინ ჰუდზე" და სერიალ "შავი სარკეზე" აქვს ნამუშევარი არხ Showtime-ისთვის "Halo-ს" სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ რესურსი Deadline ავრცელებს.

ბატჰერსტი ამ პოსტზე რუპერტ უაიათს შეცვლის, რომელმაც პროექტი გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის "Halo-ს" რამდენიმე ეპიზოდს გადაიღებს და საკუთარ თავზე აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციებს მოირგებს. კაილ კილენი კი სერიალის სცენარს დაწერს და შოურანერის პოსტს დაიკავებს.

სიუჟეტი 2001 წელს გამოსულ თამაშ "Halo-ს" ეფუძნება. სიუჟეტის მიხედვით მოვლენები XXVI საუკუნეში განვითარდება, როდესაც გაერთიანებული ერების კოსმოსური ძალებსა და უცხოპლანეტელთა რამდენიმე რასის რელიგიურ კავშირს შორის ომი მიმდინარეობს. ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, თუმცა ეტაპობრივად ყველა ფრონტზე უწევთ უკან დახევა. ომის მოგების უკანასკნელი იმედი პროექტი SPARTAN-II არის, ეს გაძლიერებული ადამიანების შექმნის პროგრამაა, რომელმაც ომის მსვლელობა უნდა გარდატეხოს.

უცხოპლანეტელები ახერხებენ პლანეტის განადგურებას სპარტელებთან ერთად, თუმცა მხოლოდ ერთადერთი ხომალდი - "შემოდგომის კოლონა" ახერხებს გადარჩენას, რომლის ბორტზეც უკანასკნელი სპარტელი ჯონ-117 იმყოფება. სწორედ ის აღმოჩნდება იდუმალებით მოცულ უცხოპლანეტელთა არტეფაქტზე სახელად Halo-ზე - მსოფლიო-რგოლზე.

უცნობია სერიალის პრემიერის თარიღი.
"კაცი მაღალ კოშკში" მეოთხე სეზონით დასრულდება, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety Amazon Prime Video-ს
ჯეიმს ქემერონმა
Empire-თან საუბარში "ავატარის" რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა ფილმის გაგრძელებაზე ისაუბრა. მისი სიტყვების მიხედვით მეორე
მაიკლ ვალდრონი, რომელიც "რიკის და მორტის" სცენარისტია ლოკის შესახებ სერიალს დაწერს. ამის გარდა როგორც გამოცემა The
Netflix
"ტრანსფორმერების" მიხედვით პრაქტიკულად ყოველწელს ახალი მულტსერიალი თუ სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოდის, ამჯერად კი "ლიდერის
Amazon-მა
"ჯეკ რაიანი"-ს მეორე სეზონი ჯერაც არ გამოსულა, თუმცა Amazon-მა სერიალს უკვე მესამე სეზონი დაუმტკიცა. ამის შესახებ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება