კინგ კონგს და გოძილას დომინიკ ტორეტოსი შეეშინდათ

კინგ კონგს და გოძილას დომინიკ ტორეტოსი შეეშინდათ

22.02.2019 2 554
კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა გადაწყვიტა ბოევიკ "ფორსაჟი 9-ს" არ დაპირისპირებოდა და თავისი ფილმის - "გოძილა კინგ კონგის წინააღმდეგის" გამოსვლის თარიღი შეცვალა. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება სურათი კინოგაქირავებაში არა 2020 წლის 22 მაისს, არამედ ამავე წლის 13 მარტს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სტუდია Universal-მა მეცხრე "ფორსაჟის" გამოშვებას 2020 წლის 10 აპრილს გეგმავდა, თუმცა შემდეგ სტუდიამ Warner Bros.-ის პროექტთან დაპირისპირება გადაწყვიტა და ფილმის პრემიერის თარიღად 22 მაისი აირჩია. "გოძილა კინგ კონგის წინააღმდეგში" მთავარ როლებს ეისა გონსალესი, მილი ბობი ბრაუნი, რებეკა ჰოლი, დანაი გურირა და სხვა მსახიობები ასრულებდნენ.

"ფორსაჟი 9-ის" გადაღებები 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. უცნობია სრული სამსახიობო შემადგენლობა, თუმცა დუეინ ჯონსონი ბოევიკში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა თავდაპირველი გეგმა ასეთი იყო, მაგრამ მისი პერსონაჟი შესაძლოა მეათე ფილმში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ "ფორსაჟი 8" 2017 წელს გამოვიდა და შემქმნელებს 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.
არმი ჰამერმა შესაძლოა
რამდენიმე დღის წინ ბენ აფლეკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებდა გოთემის მცველის როლის კიდევ ერთხელ მორგებას.
დომინიკ ტორეტო კინგ კონგს და გოძილას დაუპირისპირდება
Universal-მა და MGM-მა თავიანთი ყველაზე პერსპექტიული ბლოკბასტერების გამოსვლის თარიღი შეცვალეს. როგორც გამოცემა The
"შილდის აგენტების" პრემიერა დაგეგმილზე ადრე შედგება. სერიალის მეექვსე სეზონი ივლისში უნდა გამოსულიყო, თუმცა
Warner Bros.
კინოსტუდია Warner Bros. კუ-ნინძებისა და ბეტმენის ერთ პროექტში გაერთიანებას გეგმავს. როგორც გამოცემა SyFy იტყობინება ეს
კრის ევანსი ანტუან ფუკუას ახალ ფილმში ითამაშებს
ფრენჩაიზ "შურისმაძიებლების" დასრულების შემდეგ კრის ევანსი რეჟისორ ანტუან ფუკუას ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება