''როდესაც მოზარდი ვიყავი ყოველღამე ვსვამდი'' - დენიელ რედკლიფმა ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა
21.02.2019
1 968
დენიელ რედკლიფმა ძალიან ბევრს მიაღწია, მან წარმატებული სამსახიობო კარიერა აიწყო და თავის ასაკში ყველაზე მდიდარი ინგლისელია, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: ღია ინტერვიუში ჰარი პოტერის როლის შემსრულებელმა აღიარა, რომ მოულოდნელად მოსული პოპულარობის გამო ის ალკოჰოლიკი გახდა.
"როდესაც მოზარდი ვიყავი მიჭირდა იმასთან გამკლავება, რომ ადამიანები ბარში ან პაბში მცნობენ და მაკვირდებიან. იმისთვის, რომ მე ეს დამევიწყებინა ვამჯობინებდი დალევას, შემდეგ ვხვდებოდი, რომ ნასვამი ვიყავი და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ვიქცევდი, ამიტომაც კვლავ სმას ვიწყებდი. ამან შესაძლოა თქვენი ფსიქიკა გაანადგუროს", - ამბობს რედკლიფი.
მსახიობის სიტყვების მიხედვით მსგავს სიტუაციაში შესაძლოა ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა პოპულარული ადამიანი მოხვდეს. "არავინ არ არის დაზღვეული", - ამატებს რედკლიფი - "აი ჯასტინ ბიბერს ამიტომ ვიცავ, როდესაც ადამიანები მის პრობლემებს დასცინიან. თქვენ არ იცით, რისი გავლა მოუწია მას იმისთვის, რომ ყველაფრისთვის მიეღწია".
"ვფიქრობ მე კიდევ იმიტომ ვსვამდი, რომ ქაოსში ცხოვრება მომწონდა", - იხსენებს მსახიობი - "მე მეგონა, რომ ასე უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ჩემი თავის რაღაც ნაწილს სჯეროდა, რომ სასმელი მაგარს მხდიდა. მე მინდოდა დავმსგავსებოდი ცნობილ მსახიობს, რომელიც ცოტა ვერ არის".
"არ მსურს დეტალების მოყოლა, თუმცა მე ბევრს ვსვამდი და ეს ყოველდღე ხდებოდა - მე ყოველღამე ვსვამდი. სიმართლე, რომ გითხრათ "ჰარი პოტერის" გადაღებებზე არასოდეს დამილევია, თუმცა სამუშაოზე შესაძლოა ნასვამი მივსულიყავი, მაგრამ სამუშაოზე არასოდეს არ ვსვამდი", - ასრულებს რედკლიფი.
დენიელ რედკლიფი პირველი მსახიობი არაა, რომლის ჯანმრთელობას პოპულარობამ საფრთხე შეუქმნა. დეპრესიისა და პანიკური შეტევების შესახებ ისაუბრა რობინ უილიამსმაც, ხოლო მერაია ქერიმ კი აღიარა, რომ უკვე წლებია პიროვნების ბიპოლარული დარღვევით იტანჯება.

პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობის ნატალი პორტმანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც გამოცემა The Blast იტყობინება მის

რამდენიმე დღის წინ ბენ აფლეკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებდა გოთემის მცველის როლის კიდევ ერთხელ მორგებას.

Empire-თან საუბარში "ავატარის" რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა ფილმის გაგრძელებაზე ისაუბრა. მისი სიტყვების მიხედვით მეორე

2018 წლის შემოდგომაზე Netflix-მა Marvel-ის სუპერგმირული სერიალები დახურა - ჯერ "რკინის მუშტი", შემდეგ "ლიუკ ქეიჯი",