#NotMyAriel: არიელის როლზე შავკანიანი მსახიობის აყვანას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოყვა

#NotMyAriel: არიელის როლზე შავკანიანი მსახიობის აყვანას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოყვა

10.07.2019 1 373
ერთი კვირის წინ Disney-მ გამოაცხადა, რომ ჰოლი ბეილი 1989 წლის ანიმაციური ფილმის რიმეიქში ქალთევზას როლს შეასრულებს. ჰოლივუდელმა კოლეგებმა ახალგაზრდა ხელოვანს მიულოცეს, თუმცა კლასიკურ მულტფილმში არიელს თეთრის ფერის კანი და წითური თმები აქვს, ხოლო ჰოლის კი მოყავისფრო ფერის თმები და შავი ფერის კანი აქვს.

დუეტ Chloe x Halle Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე, რომლის წევრიც ჰოლი ბეილია მომხმარებლებმა კომენტარები დაწერეს, რომლებშიც Disney-ს არჩევანს განიხილავენ. გამომწერებმა ჰეშთეგი #NotMyAriel-იც კი შექმნეს.

თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მათ კომენტარებს რასიზმთან კავშირი არ აქვთ, უბრალოდ ბეილის კლასიკურ ქალთევზასთან საერთო არაფერი აქვს. ასევე მულტფილმების სხვა ეკრანიზაციაში Disney ყოველთვის პოულობდა შესაფერის მსახიობებს, რომლებიც ორიგინალ პერსონაჟებს გავდნენ.

ბევრმა კომპანია Disney რასიზმში დაადანაშაულა: თეთრ მსახიობს ყოველთვის შეცვლიან შავკანიანით, მაგრამ არა პირიქით. "წარმოიდგინეთ როგორი რეაქცია იქნებოდა მულანის ან ჟასმინის კანის ფერი სხვანაირი, რომ იყოს", - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ბევრის აზრით წითური არიელის როლზე ისეთი მსახიობების კანდიდატურები უნდა განეხილათ, როგორებიცაა მედელინ პეტში, ბელა თორნი, სოფი ტერნერი და ა.შ.

"მე შავკანიანი, თუმცა იმედგაცრუებული აღმოვჩნდი. ჩემთვის ცხადია, რომ არიელი თეთრია. სერიოზულად, ყველას ეწყინებოდა "პრინცესა და ბაყაყში" ტიანას როლი მაილი საირუსს, რომ შეესრულებინა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
BTS-ის ფანებს
რასობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენა ყველანაირად უნდა მოხდეს, ასე გადაწყვიტეს კორეული ჯგუფის BTS-ის ფანებმა, ამიტომ მათ
გამოცემა Variety-ს ინფორმაციით Disney-მ ფილმ თეთრკანიანი და წითურთმიანი არიელის როლზე აფროამერიკელი მომღერალი და
მელისა მაკკარტი ახალ
პრემია "ოსკარის" ნომინანტი მელისა მაკკარტი "ქალთევზას" live-action ფორმატის ფილმში ითამაშებს. მსახიობი ბოროტმოქმედ
Disney სუპერძალების მქონე ციყვის შესახებ ფილმს გადაიღებს
სტუდია Walt Disney Pictures თავისი სტრიმინგ-პლატფორმისთვის - Disney+-ისთვის ახალ ორიგინალ ფილმს ამზადებს. ლენა კჰანი
სულ მალე: სატელევიზიო შოუ დისნეის ბოროტი პერსონაჟების შესახებ
როგორც იქნა, ბოროტმოქმედი პერსონაჟები საკუთარ სატელევიზიო შოუს მიიღებენ. შოუ ფოკუსირებული იქნება დისნეის სამყაროს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება