ჯულია რობერტსი Netflix-ის ფილმში ითამაშებს
23.01.2019
1 663
ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი სტრიმ-სერვის Netflix-ის მომავალ ფილმში ითამაშებს. ის მთავარ როლს სელსტ ნგის წიგნის “Everything I Never Told You”-ს ეკრანიზაციაში შეასრულებს.
სიუჟეტი ჩინელ-ამერიკელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდებათ თავს – მათ შვილ ლიდიას ტბაში დამხრჩვალს იპოვიან. ისტორია 1977 წლის 3 მაისს იწყება, როდესაც ლიდია ლი უჩინარდება, ოჯახი კი მის ძებნას იწყებს.
ლიდიას მშობლები, მერილინი და ჯეიმსი შვილის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ გოგო ბევრ საიდუმლოს მალავდა და პოპულარული თინეიჯერის იმიჯის მიღმა მარტოსული, პრობლემებით სავსე ადამიანი იმალებოდა.
წიგნი 70-იან წლებში გამატონებულ რასიზმის თემას ეხმიანება, რომლის მსხვერპლი იმ პერიოდში არაერთი აზიეური წარმოშობის ადამიანი გახდა.

მაკალეი კალკინი ამ დღეებში მაიკლ როზენბაუმის შოუს სტუმარი იყო და მაიკლ ჯექსონისა და მის მეგობრობაზეც ისაუბრა.

Marvel-ის მომავალი ფილმის “კაპიტანი მარველის”, ახალი, რიგით მესამე თრეილერი გამოვიდა: კომიქსის ეკრანიზაციაში მთავარ

საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატის ჯეკი ჩანის ახალი ფილმის თრეილერი გამოვიდა: კომედიური ფენტეზის მთავარი გმირი მწერალი და