სტუდია Blumhouse-ს

სტუდია Blumhouse-ს "კივილის" და "ჯოჯოხეთიდან აღმსდგარის" კინოთეატრებში დაბრუნება სურს

20.02.2019 965
მაიკლ მაიერსის შესახებ ბოლო ფილმი დაახლოებით ათი წლის წინ რობ ზომბიმ გადაიღო, რომელიც კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა გასულ წელს ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერის ჯეისონ ბლუმის სტუდიამ Blumhouse-მა მოახერხა ფრენჩაიზ "ჰელოუნის" რეანიმირება - ფილმა 10 მილიონიანი ბიუჯეტით შემქმნელებს 253 მილიონი დოლარი მოუტანა, ამიტომაც პორტალ CinemBlend-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ აპირებს თუ არა ბლუმის კომპანია სხვა საკულტო სლეშერების დიდ ეკრანებზე დაბრუნებას. როგორც გაირკვა Blumhouse "ჯოჯოხეთიდან აღმსდგარის" და "კივილის" ახალი ნაწილების გადაღებაზე ფიქრობს.

"ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. ახლა ამ მიმართულებით არანაირი კონკრეტული ძვრები არ არის, თუმცა განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას", - განაცხადა ჯეისონ ბლუმმა. როგორც ჩანს სტუდიის ხელმძღვანელებს ორი პოპულარული ფრენჩაიზის დაბრუნება სურთ, მაგრამ შესაძლო კრახის ეშინიათ.

იმ შემთხვევაში თუ Blumhouse "ჯოჯოხეთიდან აღმსდგარის" ახალ ნაწილს გადაიღებს, მაშინ ფრენჩაიზის ფანები სიხარულისგან მეცხრე ცაზე აღმოჩნდებიან, რადგან უკანასკნელად პინჰედი კინოთეატრებში 2000 წელს გამოჩნდა, ხოლო ბოლო რამდენიმე ნაწილი იმდენად დაბალბიუჯეტიანი იყო, რომ კინოსერიის ვარსკვლავმა - დაგ ბრედლიმ გადაღებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"კივილის" მსახიობებმა კი აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფილმის მეხუთე ნაწილში თავიანთ კლასიკურ როლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ Blumhouse სლეშერით დაკავდება, მაშინ ფრენჩაიზის ახალ თავს ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დააკლდება - რეჟისორი უეს კრეივენი, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა. "კივილის" ბოლო ინტერპრეტაცია სერიალის სახით გამოვიდა.
Syfy-მ
დაწყებული ბიუჯეტით და დამთავრებული ეპიზოდების გამოსვლის მეთოდიკით სერიალი "ნაითფლაიერი" არხ Syfy-სთვის ძალზედ უცნაური
კომპანია Hasbro-ს ოფიციალური წარმომადგენლების სიტყვების მიხედვით "ტრანსფორმერების" კინოსამყარო ფილმ "ბამბლბით"
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კემერონს ნილ ბლომკამპთან ერთად "უცხო 5-ზე" მუშაობა სურს, თუმცა პორტალ HN
პორტალი Slash Reports იტყობინება, რომ სერვის "Disney+"-ს ეკრანებზე მაპეტების დაბრუნება სურს. სერიალ Mappets Live
ჩაკიზე სერიალს გადაიღებენ
ჩაკის ფრენჩაიზის შვიდივე ფილმი დონ მანჩინიმ შექმნა, სწორედ ის იქნება სერიალის სცენარისტიც. სერიალზე უფლებები Syfy-მ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება