Warner Bros.-ს არ სურდა ეღიარებინა, რომ პირველი

Warner Bros.-ს არ სურდა ეღიარებინა, რომ პირველი "სამართლიანობის ლიგა" "ნაგავი" იყო

23.02.2021 150
პორტალ Vanity Fair-ზე სტატია გამოვიდა, რომელშიც პირველი "სამართლიანობის ლიგის" შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა.

მას შემდეგ რაც ფილმის შექმნა ჯოს უიდონს ჩააბარეს პროექტის დასრულებულ ვერსიას დებორა სნაიდერმა უყურა - სურათის პროდიუსერმა და ზაკ სნაიდერის მეუღლემ. მასთან ერთად დახურულ ჩვენებაზე კრისტოფერ ნოლანი იმყოფებოდა.

ჩვენების შემდეგ ისინი ზაკთან მივიდნენ და შემდეგი რამ უთხრეს:
შენ ამ ფილმს არასოდეს არ უნდა უყურო.


დებორა სნაიდერის თქმით მეუღლეს გული გაუტყდებოდა ფილმის თეატრალური ვერსია, რომ ენახა, ხოლო ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ ამას შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყოლოდა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც "სამართლიანობის ლიგის" შექმნაზე უარი თქვა, ხოლო შემდეგ კი სწორედ ამის გამო დაბრუნდა, რომ ფილმი თავისი გარდაცვლილი შვილისთვის მიეძღვნა.

როდესაც სნაიდერი ფილმის შექმნაზე იწყებდა მუშაობაზე სტუდიამ მას "დამკვირვებლებად" ჯეფ ჯონსი და ჯონ ბერგი შეურჩია, რომლებიც რეჟისორს თავიანთ წინადადებებს სთავაზობდნენ, თუმცა მათი იდეები სერიოზული არ იყო, მაგრამ იყო რაღაცეები რაზეც სტუდია უარს ამბობდა, მაგალითად სნაიდერს სუპერმენის სიკვდილის ლოის ლეინსა და ბრიუს უეინს შორის რომანტიული სიუჟეტური ხაზის შექმნა სურდა. ავტორის აზრით ეს ბეტმენს შინაგან კონფლიქტს გაუჩენდა, რადგან მას გმირის გაცოცხლება უწევდა.

მას შემდეგ რაც ჯოს უიდონმა პროექტზე მუშაობა დაასრულა და სტუდიას უჩვენა. Warner Bros.-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სტუდია ხვდებოდა, რომ მათ ხელში ცუდი პროექტი ეჭირათ. მათ ძარცვის სცენა არ მოეწონათ და არც ოჯახის სიუჟეტი ფილმის ბოლოსკენ.

ეს ყველამ იცოდა. ძალიან უხერხული იყო, რადგან არავის სურდა ეღიარებინა, თუ რამდენად ნაგავი იყო ეს.


მას შემდეგ რეაც სნაიდერმა თავის ფილმზე მუშაობის დასრულების უფლება მიიღო სტუდიამ მას დაუსრულებელი ვერსიის გამოშვება შესთავაზა - მუსიკის და ეფექტების გარეშე. რეჟისორმა უარი თქვა.

საბოლოო ჯამში Warner Bros.-ს დათმობაზე წასვლა მოუწია და მას ხედვის თავისუფლება მისცა. ახალი ვერსიის ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ სნაიდერი პროექტზე უფასოდ მუშაობს.

ამის გარდა სტატიაში ფანებსაც შეეხნენ, რომლებმაც პროექტს მხარი დაუჭირეს. მათ სუიციდთან ბრძოლის ფონდში ნახევარი მილიონი დოლარი მოაგროვეს. დებორა სნაიდერის თქმით სნაიდერის აგრესიულ ფანებზე საუბრისას ისინი აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ მათ "ვიღაცის სიცოცხლე" გადაარჩინეს.

სხვა საინტერესო ფაქტები სტატიიდან:
  • გალ გადოტი - ინდუსტრიიდან წასვლას გეგმავდა სნაიდერს, რომ ის ქალი-საოცრებას როლზე არ აეყვანა
  • როდესაც სნაიდერი სტუდიიდან წავიდა "სამართლიანობის ლიგის" დაუსრულებელი ვერსია ნოუთბუქში დატოვა
  • სტუდია ითხოვდფა, რომ ფილმი არაუმეტეს ორი საათი გაგრძელებულიყო
  • ჯოს უიდონი გადასაღებ მოედანზე ჯეფ ჯონსმა მიიყვანა, მაგრამ სნაიდერი თავდაპირველად წინააღმედი არ ყოფილა
  • ფილმის ფინალში გმირის კამეო იქნება, რომელიც "ფანებს ტვინს აუფეთქებს"
  • სნაიდერის ახალ ფილმში - "მიცვალებულების არმიაში" ზომბი-ვირუსი ზონა 51-დან ვრცელდება


ზაკ სნაიდერის "სამართლიანობის ლიგა" HBO Max-ზე 18 მარტს გამოვა.
ზაკ სნაიდერის
ახალ ინტერვიუში რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა თქვა, რომ "სამართლიანობის ლიგის" მისი ვერსია დიდი ალბათობით R რეიტინგს მიიღებს,
ზაკ სნაიდერი DC-ს კომიქსების მიხედვით ფილმებს კიდევ გადაიღებს?
დიდიხნის განმავლობაში "სამართლიანობის ლიგის" რეჟისორული ვერსია DC-ს ფანების ოცნებად რჩებოდა, ხოლო სტუდია Warner Bros.
ზაკ სნაიდერის
ინტერნეტში ზაკ სნაიდერის "სამართლიანობის ლიგის" პატარა თიზერი გავრცელდა, რომელშიც ფილმიდან ერთ-ერთი ნაწყვეტია
ოფიციალურად: ზაკ სნაიდერის
ზაკ სნაიდერმა "ფოლადის კაცის" ყურებისას დაადასტურა, რომ "სამართლიანობის ლიგის" მისიეული ვერსია სტრიმინგ-სერვის HBO
Warner Bros. ზაკ სნაიდერის
სტუდია Warner Bros.-მა შესაძლებელია "სამართლიანობის ლიგის" რეჟისორული ვერსია გამოუშვას. დადის ჭორები, რომ კინოკომპანიამ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება