ჯეიმს ქემერონმა

ჯეიმს ქემერონმა "ავატარის" გაგრძელებაზე ისაუბრა

19.02.2019 1 940
Empire-თან საუბარში "ავატარის" რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა ფილმის გაგრძელებაზე ისაუბრა. მისი სიტყვების მიხედვით მეორე სურათში მოქმედება ორიგინალის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდება. ჯეიკი (სემ უორტინგტონი) და ნეიტირი (ზოი სალდანა) კვლავ ერთად არიან და მათ რვა წლის ქალიშვილი ჰყავთ. ქემერონმა აღნიშნა, რომ სიქველის ერთ-ერთი მთავარი სცენა გმირებს შორის ბავშვის თვალით დანახული კამათია.

"იქ არის სამგვერდიანი კამათის სცენა ჯეიკსა და ნეიტირის შორის, ოჯახური კამათი, სიუჟეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, - ამბობს ქემერონი. - საბოლოო ჯამში მე ყველაფერი რვა წლის გოგონას გადმოსახედიდან გადავიღე. სემთან ერთად "ავატარზე" მუშაობისას მე გავიგე, თუ როგორ უნდა დავწერო ჯეიკი, რომელსაც მომდევნო ოთხ ფილმში ძალიან გაუჭირდება. მან ერთდროულად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რადგან მეორე და მესამე ნაწილს პარალელურად ვიღებდით. მას მოუწია გარჯილიყო".

ქემერონმა ასევე დააზუსტა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სიქველებზე მუშაობა. გრაფიკა ფრენჩაიზის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად დარჩა, მაგრამ მალე ის სხვადასხვა ელემენტების გადაღებას შეუდგება, რომლებსაც რეჟისორი ხუთ თვეს მოანდომებს.

პირველ ფილმზე მუშაობისას ქემერონმა თქვა, რომ უორტინგტონის არჩევამდე, ის რამდენიმე სხვა მსახიობის კანდიდატურას განიხილავდა, მათ შორის კრის ევანსის და ჩანინგ ტატუმის.

"კრის ევანსი, სემი და ჩანინგ ტატუმი - ასეთი იყო ჩემი არჩევანი, - ამბობს რეჟისორი. - მე ჩანინგის ქარიზმა ძალიან მომეწონა, კრისის ქარიზმაც მომეწონა. ისინი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ სემს უცნაური ხმის ტემბრი ჰქონდა, საინტერესო ენერგეტიკა".

საბოლოო ჯამში უორტინგტონმა როლი ჯეიკის სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მიიღო, რომლებსაც გმირი სურათის ფინალში წარმოთქვამს.

"მათ ყველა სცენა პრაქტიკულად ერთნაირად ითამაშეს, გარდა ფინალური სიტყვისა, სადაც სემი ადგა და წარმოთქვა: "ეს ჩვენი მიწაა. წინ, გაფრინდით ქარის ფრთებზე", - აგრძელებს კემერონი. - მე მას ბრძოლაში გავყვებოდი, სხვა ბიჭებს კი არა".

ქემერონი დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, როდესაც უორტინგტონი აირჩია: "მას შემდეგ მათ ფანტასტიური კარიერა აიწყვეს, მაგრამ სემი უკვე მზად იყო. ის მზად იყო".

"ავატარი 2" შესაძლო ქვესახელწოდებით "წყლის გზა" კინოთეატრებში 2020 წლის დეკემბერს გამოვა, ხოლო მესამე ფილმის პრემიერა სახელად "თესლის გადამტანი" 2021 წლის დეკემბერში შედგება. ამის გარდა იგეგმება კიდევ ორი გაგრძელების გამოშვება.
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კემერონს ნილ ბლომკამპთან ერთად "უცხო 5-ზე" მუშაობა სურს, თუმცა პორტალ HN
ჯეიმს კემერონს
რამდენიმე წლის წინ რეჟისორ ნილ ბლომკამპს "უცხო 5-ის" გადაღება სურდა, თუმცა სტუდია 20th Century Fox-მა რიდლი სკოტის
"საუკეთესოები ლოს-ანჯელესშის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. სერიალში მთავარ როლებს ჯესიკა ალბა და გაბრიელ იუნიონი
Paramount
კინოკომპანია Paramount Pictures ფილმ "მსოფლიო ომი Z-ს" მეორე ნაწილს აღარ გამოუშვებს, რომელიც რეჟისორ დევიდ ფინჩერს უნდა
ნახეთ: პიქსარის ახალი ანიმაცია სრულად
პიქსარმა სულ ახლახანს გამოუშვა ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომლის მთავარი გმირიც მდედრობითი სქესის ძაფების
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება