"რიკის და მორტის" სცენარისტი ლოკის შესახებ სერიალს დაწერს
17.02.2019
1 491
მაიკლ ვალდრონი, რომელიც "რიკის და მორტის" სცენარისტია ლოკის შესახებ სერიალს დაწერს. ამის გარდა როგორც გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება ვალდრონი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერისა და შოურანერის პოსტსაც დაიკავებს.
პროექტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰიდლსტონი, რომელიც სრულმეტრაჟიან ფილმებში ღმერთის როლს თამაშობს სერიალში არ გამოჩნდება. სავარაუდოდ ლოკი, რომელიც "უსასრულობის ომში" დაიღუპა მიცვალებულთა სამყარო ჰელჰეიმში მოხვდება, სადაც თავისი ცხოვრების ისტორიებს გაიხსენებს, ხოლო ჰიდლსტონი კი დიდი ალბათობით მთხრობელის ამპლუაში მოგვევლინება.
2018 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Marvel ვიჟენზე და ალისფერ ჯადოქარზე ცალკე სერიალს იღებს, რომლის სცენარსაც ჟაკლინ შეფერი წერს. ჭორების თანახმად ამ სერიალის სიუჟეტი ტომ კინგის და გაბრიელ ვალტის კომიქსებს ეფუძნება. მეორე სერიალი კი, რომელზეც მალკოლმ სპელმანი მუშაობს კაპიტან ამერიკას მეგობრების - ზამთრის ჯარისკაცისა და ქორისთვალას ისტორიას მოგვითხრობს.
ორივე მინი-სერიალი "Disney+"-ის სტრიმინგ-სერვისზე გამოვა.

Universal-მა და MGM-მა თავიანთი ყველაზე პერსპექტიული ბლოკბასტერების გამოსვლის თარიღი შეცვალეს. როგორც გამოცემა The

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კემერონს ნილ ბლომკამპთან ერთად "უცხო 5-ზე" მუშაობა სურს, თუმცა პორტალ HN

"ჯეკ რაიანი"-ს მეორე სეზონი ჯერაც არ გამოსულა, თუმცა Amazon-მა სერიალს უკვე მესამე სეზონი დაუმტკიცა. ამის შესახებ

ფრენჩაიზ "შურისმაძიებლების" დასრულების შემდეგ კრის ევანსი რეჟისორ ანტუან ფუკუას ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.