
ცნობილია რის შესახებ იქნებოდა "უცხოს" მესამე პრიქველი
11.01.2021
89
ცნობილ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმ - "უცხოს" მესამე პრიქველში მოვლენები "უცხო: კოვენანტის" შემდეგ განვითარდებოდა და ქსენომორფობების კვერცხების წარმომავლობის შესახებ მოგვიყვებოდა, რომელიც პირველად "ნოსტრომოს" ეკიპაჟმა აღმოაჩინა.
როგორც ცნობილია მესამე ფილმში ინჟინრების რასის გადარჩენილი წარმომადგენლები ანდროიდ დევიდის პოვნას შეეცდებოდნენ, რომელმაც მათი ერი გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ "უცხო: კოვენანტი" კინოთეატრებში 2017 წელს გამოვიდა. 90 მილიონ დოლარად გადაღებულმა ფილმმა შექმნელებს 240 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც ძალიან ცოტაა. სტუდია Fox-მა ტრილოგიის დასკვნით ნაწილს მწვანე შუქი აღარ აუნთო.
როდესაც მე პირველ ფილმს ვაკეთებდი ყოველთვის ვფიქრობდი: რატომ შეიქმნა ასეთი არსება და რატომ მოგზაურობდა იმით, რასაც მე ყოველთვის სამხედრო ხომალდად მივიჩნევდი, რომელსაც ეს კვერცხები ტვირთად გადაჰქონდა. რა მიზანი ჰქონდა ამ სატრანსპორტო საშუალებას და რა იყო კვერცხების მიზანი? აი როგორი კითხვა ისმის - "ვინ, რატომ და რა მიზნით" - და ის შემდეგი იდეაა, როგორც მე ვფიქრობ.
ამბობს რეჟისორი რიდლი სკოტი.
როგორც ცნობილია მესამე ფილმში ინჟინრების რასის გადარჩენილი წარმომადგენლები ანდროიდ დევიდის პოვნას შეეცდებოდნენ, რომელმაც მათი ერი გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ "უცხო: კოვენანტი" კინოთეატრებში 2017 წელს გამოვიდა. 90 მილიონ დოლარად გადაღებულმა ფილმმა შექმნელებს 240 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც ძალიან ცოტაა. სტუდია Fox-მა ტრილოგიის დასკვნით ნაწილს მწვანე შუქი აღარ აუნთო.

ფილმ "ქალი-საოცრებას" და მისი გაგრძელების რეჟისორმა პეტი ჯენკინსმა Marvel-ის ის ფილმი დაასახელა, რომელიც მას ყველაზე

გამოცემა Daily Mail-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ქრიდის" ვარსკვლავი მაიკლ ბ. ჯორდანი მესამე ნაწილს გადაიღებს. ჭორები

რიდლი სკოტმა თქვა, რომ მას სურვილი აქვს "უცხოს" კინოსამყარო გააფართოვოს და ახალ სიუჟეტურ ხაზებზე ფიქრობს. "უცხო:

Netflix-მა სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის სერიალის - "უცნაური ამბების" მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა. მესამე