ფილმები, რომლებსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით

ფილმები, რომლებსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით

11.01.2021 4 683
"რაია და უკანასკნელი დრაკონი" - 5 მარტი

სტუდია Disney აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიების გამოკვლევას. ამჯერად კომპანიაში ყველაზე მეტად სამხრეთ აზიური ლეგენდები მოეწონათ. მთავარ გმირ რაიას ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობა ელოდება, რომ უკანასკნელი ცოცხალი დრაკონი იპოვოს, რომელიც მას მოახლოებული საფრთხის არიდებაში დაეხმარება.


"კინგსმანი: დასაწყისი" - 12 მარტი

ფრენჩაიზის მესამე ნაწილი - პრიკველი, რომლითაც მაყურებლები საიდუმლო ორგანიზაციის წარმომავლობის შესახებ უფრო მეტს გაიგებენ. რეჟისორის სავარძელში მეთიუ ვონი ზის, რომელიც მეოთხე ნაწილის გადაღებასაც გვპირდება. ფილმი თავდაპირველად 2020 წლის თებერვალში უნდა გამოსულიყო, თუმცა თავდაპირველად გეგმებში ცვლილებები Disney-ს მიერ 20th Century Fox-ის ყიდვამ, ხოლო შემდეგ კი კორონავირუსმა შეიტანა. ამ ნაწილში მოვლენები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება, ამიტომაც წინ ძალზედ საინტერესო სანახაობა გველოდება.


"ნიუარკის ბევრი წმინდანი" - 12 მარტი

ნამდვილი საჩუქარი სერიალ "სოპრანოს" ყველა ფანს, მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, რომ შოუს ღია ფინალში დარჩენილ კითხვებს ეს სპინ-ოფი უპასუხებდა მაშინ ძალიან ცდებით. ჯეიმს განდოლფინის - ტონი სოპრანოს როლის შემსრულებლის სიკვდილის გამო ავტორებს სერიალის სიუჟეტის გაგრძელება არ შეუძლიათ. "ნიუარკის ბევრი წმინდანი" პრიქველია, რომელიც განგსტერის ახალგაზრდულ წლების შესახებ გვიყვება და აქ ტონი სოპრანოს როლს განდოლფინის... შვილი, მაიკლი ასრულებს.


"007: სიკვდილის დრო არ არის" - 1 აპრილი

პანდემიის გამო გადადებული კიდევ ერთი ფილმი - "ბონდიანას" ახალი ნაწილი. "სიკვდილის დრო არ არის" უკანასკნელი, რომელშიც დენიელ ქრეიგი 007-ის როლს შეასრულებს. ახალი ბონდის თრეილერები საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებიან და ბოლო-ბოლო ამ ფილმის ყურება მხოლოდ ზემოთ დასახელებული ფაქტის გამო ღირს.


"წყნარი ადგილი: ნაწილი II" - 23 აპრილი

ჯონ კრასინსკის მიერ გადაღებული მოულოდნელი ჰიტის მეორე ნაწილი - ჰორორის, რომლის მთავარი გმირები იდეალური სმენის მქონე უცხოპლანეტელების მიერ დაპყრობილ დედამიწაზე ცხოვრობენ. გაგრძელებაში ემილი ბლანტს და მის ეკრანულ შვილებს გადარჩენისთვის ბრძოლა კვლავ მოუწევთ. ამის გარდა ფილმში ნაჩვენები იქნება უცხოპლანეტელების შემოჭრის დასაწყისიც.


"შავი ქვრივი" - 7 მაისი

2020 წელს გასაგები მიზეზების გამო სტუდია Marvel-ის არცერთი ფილმი არ გამოსულა, ხოლო 2021 წელს კი ამის გამოსწორება მოუწევს. "შავი ქვრივი" ერთგვარი ჯაშუშური თრილერი უნდა იყოს, რომელიც შავი ქვრივის წარსულის შესახებ მოგვიყვება. ფილმი ამ ტიტულის ახალ მფლობელსაც გაგვაცნობს - ელენა ბელოვას.


"ფორსაჟი 9" - 28 მაისი

სტუდია Universal-ის კიდევ ერთი საჩუქარი რბოლების და თავგადასავლების მოყვარულებს. რეჟისორ ჯასტინ ლინისთვის ეს მეხუთე "ფორსაჟი" იქნება, ამიტომაც ის "თავს გადასაღებ მოედანზე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში", ასევე მან თქვა, რომ ეს სერიის ყველაზე ამბიციური პროექტია.


"მოჩვენებებზე მონადირეები: მემკვიდრეები" - 11 ივნისი

2016 წელს გამოსული "ქალური" "მოჩვენებებზე მონადირეების" შემდეგ, რომელმაც ფიასკო განიცადა სტუდია Sony-მ "ბავშვური" ვარიანტის გამოშვება გადაწყვიტა.


"საუკეთესო მსროლელი: მავერიკი" - 8 ივლისი

80-იანებში გამოსული საკულტო ბოევიკის მეორე ნაწილი. "მავერიკი" ტომ კრუზის ზრდასრული პერსონაჟის შესახებ მოგვიყვება, რომელიც კვლავ მფრინავია და მაქსიმალურად ცდილობს არ დააწინაურონ, რომ გამანადგურებლის კაბინიდან ჩახუთულ კაბინეტში არ გადასვან. ფილმში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რეჟისორი და მსახიობი მაქსიმალურად ცდილობდნენ არ გამოეყენებინათ კომპიუტერული გრაფიკა და ტრუკების დიდი ნაწილი ნამდვილი თვითმფრინავებით გადაიღეს.


"აღუნიშნავი" - 16 ივლისი

თამაშ Uncharted-ის ეკრანებზე გადატანას უკვე დიდიხანია ცდილობე, მაგრამ არ გამოდიოდა. ფილმის შექმნის პროცესმა უამრავი რეჟისორი შეიწირა, დაწყებული დევიდ ო. რასელით და დამთავრებული ტრევის ნაითით. ახლა ფილმი მზის სინათლე 2021 წლის ივლისში იხილავს. უცნობია რას უნდა ველოდოთ, მაგრამ საინტერესოა როგორ მოახდენენ კინემატოგრაფისტები ნათან დრეიკის ისტორიის ინტერპრეტირებას.


"კრუიზი ჯუნგლებში" - 30 ივლისი

30-იანი წლების სათავგადასავლო ბოევიკი, რომელიც ამავესახელწოდების Disney-ს ატრაქციონს ეფუძნება. მაყურებლებს ხომალდით ტროპიკულ ტყეებში მოგზაურობა ელოდებათ. "ინდიანა ჯონსს" ვერ შეედრება, თუმცა მაინც საინტერესო და სასაცილო იქნება.


"თვითმკვლელთა რაზმი 2" - 6 აგვისტო

"თვითმკვლელთა რაზმის" კომიქსის ეკრანიზების მცდელობა მარტივად, რომ ვთქვათ წარუმატებელი იყო - დევიდ ეირის ფილმი კრიტიკოსებს არ მოეწონათ და არც მაყურებლები დარჩნენ პირღია. Warner Bros.-მა ჩათვალა, რომ ანტიგმირები მეორე შანსს იმსახურებენ და "გალაქტიკის მცველების" მეორე ნაწილი რეჟისორ ჯეიმს განს ჩააბარა. მთავარია, რომ მარგო რობი დაბრუნდა, რომელიც ჰარლი ქუინის როლს შეასრულებს. იმედი ვიქონიოთ, რომ განს გამოუვა და DC ანტიგმირების შესახებ კარგ ფილმს მივიღებთ.


"დიუნა" - 1 ოქტომბერი

დევიდ ლინჩის ეკრანიზაციის შემდეგ ფრენკ გერბერტის საკულტო რომანის ეკრანებზე გადატანა დენი ვილნევმა გადაწყვიტა. რეჟისორის ჩანაფიქრით ეს პირველი ნაწილი იქნება - დუნას სამყაროს გაფართოებული პრეისტორია, ხოლო რომანის ძირითადი მოვლენები კი მეორე ნაწილში მოხდება.


"შეუსრულებელი მისია 7" - 19 ნოემბერი

2021 წელს ტომ კრუზი არამხოლოდ გამანადგურებლებით იფრენს, არამედ ჯაშუშიც იქნება. რეჟისორ კრისტოფერ მაკქუორისთან ერთად ის მესამე "შეუსრულებელ მისიას" იღებს. უცნობია რის შესახებ იქნება ახალი ნაწილი, მაგრამ როგორც კადრებიდან ჩანს ავტორები მაყურებლების მოხიბვლას მხოლოდ სიუჟეტით არ გემგავენ.


"ვესტსაიდური ისტორია" - 10 დეკემბერი

კლასიკური მიუზიკლის - "ვესტსაიდური ისტორიას" პირველი ადაპტაცია 1961 წელს გამოვიდა და ეს "რომეო და ჯულიეტას" თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენდა, მაგრამ აქ კაპულეტები და მონტეკები ორმა დაპირისპირებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეცვალა: ჯეტებმა და პუერტო-რიკოელმა ზვიგენებმა. ორიგინალი "ვესტსაიდური ისტორია" კინომიუზიკლების ჟანრში ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა და საინტერესოა, რომ რიმეიქის გადაღების იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ჟანრი მეინსტრიმული ხდება. ასეთ კლასიკას მხოლოდ ნამდვილი ოსტატი თუ მოკიდებდა ხელს და არჩევანი სტივენ სპილბერგზე გაკეთდა, რომელსაც სიმართლე, რომ გითხრათ სრულმეტრაჟიან მიუზიკლზე აქამდე არ უმუშავია.


"მატრიცა 4" - 22 დეკემბერი

"მატრიცას" ხშირად მოჰყავთ იმ ფილმების მაგალითად, რომლებიც გაგრძელებებმა გააფუჭეს, მაგრამ 17 წლის შემდეგ ლანა ვაჩოვსკიმ კიდევ ერთი გაგრძელების გადაღება გადაწყვიტა. ფილმში მთავარ როლებს ორიგინალის მსახიობები შეასრულებენ.
Kingsman-ის კიდევ შვიდი ნაწილის გამოსვლა იგეგმება
პორტალი Deadline იტყობინება, რომ რეჟისოირ მეთიუ ვონი კიდევ შვიდი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომელთა მოვლენები
Disney-ს ახალი მულტფილმის -
სტუდია Disney-მ თავისი ახალი მულტფილმის - "რაია და უკანასკნელი დრაკონის" თრეილერი გამოაქვეყნა. სიუჟეტის მოქმედება
"King's Man: დასაწყისის" თრეილერი გამოვიდა
21.06.20 სიახლეები / თრეილერები
20th Century Studios-მა ჯაშუშური ბოევიკის - "King's Man: დასაწყისის" ახალი თრეილერი გაავრცელა, რომელიც საიდუმლო
მულტფილმ
19 ივნისს კინოთეატრებში Pixar-ის მულტფილმი "სული" უნდა გამოსულიყო, თუმცა სტუდიამ რელიზის თარიღის შეცვლა გადაწყვიტა.
ფილმები რომლებსაც 2020 წელში ყველაზე მეტად ველოდებით
რას ვიხილავთ მსოფლიო კინოგაქირავებაში ძალიან მალე და რისთვის მოგვიწევს თვეების განმავლობაში ლოდინი. გთავაზო
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება