სტუდია Legendary-ს არ სურს, რომ Warner Bros.-ის ფილმები HBO Max-ზე გამოვიდეს

სტუდია Legendary-ს არ სურს, რომ Warner Bros.-ის ფილმები HBO Max-ზე გამოვიდეს

08.12.2020 332
Deadline-ის ახალ სტატიაში წერია, რომ სტუდია Legendary Entertainment-ი ცდილობს Warner Bros.-ს 2021 წლის ფილმები ერთდროულად კინოთეატრებში და HBO Max-ზე არ გამოაშვებინოს.

საუბარი მიდის "დიუნაზე" და "გოძილა კონგის წინააღმდეგზე". აღსანიშნავია, რომ სტუდია Legendary-ს სურს მონსტრების შესახებ გადაღებული ფილმი Netflix-მა 250 მილიონ დოლარად იყიდოს, მაგრამ ამის გაკეთებას WarnerMedia უკრძალავს.

Legendary-ს ის ფაქტი აღიზიანებს, რომ სტუდიამ პარტნიორებთან ერთად "დიუნას" გადაღებების 70% დააფინანსა, რაც 165 მილიონ დოლარს უდრის, დაახლოებით იგივე გააკეთა Legendary-მ "გოძილა კონგის წინააღმდეგის" შემთხვევაშიც.

როგორც ირკვევა სტუდიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ Warner Bros.-ი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა, რაც მათთვის სრული სურპრიზი აღმოჩნდა. იურიდიული მხარეც კითხვებს უჩენს სპეციალისტებს და ბაზრის ანალიტიკოსებს.

ფილმების უმაყოფილო ავტორების "მოსათაფლად" Warner Bros. გარიგებების პირობებს ცვლის, მაგალითად ფილმების შემქმნელები უფრო ადრე მიიღებენ ბონუსებს, მაგრამ ფაქტი არაა, რომ ხელშეკრულებების ყველა მონაწილე კმაყოფილი იქნება.

საინტერესოა, რას მოიქმედებს სტუდია Legendary.
Warner Bros.-ი თავის ფილმებს ერთდროულად კინოთეატრებში და სტრიმინგ-სერვისზე გამოუშვებს
Warner Bros.-ი თავის 2021 წლის ფილმებს ერთდროულად კინოთეატრებში და სტრიმინგ-სერვის HBO Max-ზე გამოუშვებს. ფილმების სია,
The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით ფილმი "გოძილა კონგის წინააღმდეგ" შესაძლებელია სტრიმინგ-სერვისებზე გამოვიდეს და
Warcraft-ის ახალ ფილმზე მუშაობა დაწყებულია
სტუდია Legendary-ს თავის გეგმებზე უარი არ უთქვამს, ამიტომაც სტუდია Warcraft-ის სერიის ვიდეოთამაშების ეკრანიზებას აქტი
ეპიკური ფილმი
სტუდია Warner Bros.-მა და Legendary-მ ფილმ "გოძილა კონგის წინააღმდეგ" გამოსვლა გადადეს - პრემიერა 2020 წლის 13 მარტის
კინგ კონგს და გოძილას დომინიკ ტორეტოსი შეეშინდათ
კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა გადაწყვიტა ბოევიკ "ფორსაჟი 9-ს" არ დაპირისპირებოდა და თავისი ფილმის - "გოძილა კინგ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება