ყველაზე ცუდი წყვილები

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

27.05.2019 3 999
ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სანსა სტარკი და ჯოფრი ბარათეონი
პირველივე ეპიზოდიდან ხდება გასაგები, რომ ახალგაზრდა სანსას ჯოფრი ძალიან მოსწონს. გოგონა ყოველთვის ოცნებობდა რკინის ტახტის მემკვიდრეზე გათხოვებას და დედოფლობას. ჯოფრისთან ქორწილის გამო სანსა ყველაფერზე იყო წამსვლელი. ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორი იყო ჯოფრი სინამდვილეში, ხოლო როდესაც მიხვდა ძალზედ გვიანი აღმოჩნდა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სანსა სტარკი და რამსი ბოლტონი
ჯოფრის შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სანსას რაღაც უარესი დაემართებოდა, თუმცა ბედისწერამ გოგონა კიდევ უფრო სასტიკ ადამიანთან დააკავშირა, საუბარი მიდის რამსი ბოლტონზე, რომელსაც სანსაზე დაქორწინება სურდა, რომ ვინტერფელზე პრეტენზიები ჰქონოდა და ჩრდილოეთის ყველა ლორდის მხარდაჭერა მოეპოვებინა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სანსა სტარკი და პეტირ ბეილიში
"სამეფო კარის თამაშებში" არ არსებობს სხვა პერსონაჟი, რომელსაც მეორე ნახევრებში ისე არ უმართლებდა როგორც სანსა სტარკს. ჯოფრის და რამსის გარდა ნედ სტარკის უფროსი ქალიშვილი პეტირ ბეილიშის მსხვერპლი გახდა, რომელმაც სანსას მამას უღალატა და მისი უმცროსი ძმის მოკვლა სურდა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სერსეა ლანისტერი და რობერტ ბარათეონი
სამეფო ქორწილები ყოველთვის წარმატებული არ არის. სერსეას და მეფე რობერტის საქორწილო კავშირი კი ამის ნათელი მაგალითია. მათ შესაძლოა რაღაც კი გამოსვლოდათ, თუმცა ორივეს სხვა ადამიანი უყვარდა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სერსეა ლანისტერი და ეურონ გრეიჯოი
სერსეას ძლიერი ფლოტი და არმია სჭირდებოდა, ხოლო ეურონს კი დედოფალი. თითოეულმა ის მიიღო, რაც სურდა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სტანის ბარათეონი და მესანდრა
სტანისს და მელისანდრას რთულია რომანტიული წყვილი უწოდო, თუმცა მათ ერთად დროის გატარება მოასწრეს. სტანისს რკინის ტახტზე დაჯდომა სურდა, ხოლო მელისანდრა კი ყველაფერზე იყო წამსვლელი, რომ სტანისს ტახტი დაეკავებინა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, თუმცა მელისანდრას წაქეზებით მან საკუთარი ქალიშვილი კოცონზე დაწვა.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

სტანის ბარათეონი და სელისა ფლორენტი
მიუხედავად იმისა, რომ სტანისი თავის მეუღლეს ღალატობდა მუდმივად აიგნორებდა სელისა ბოლომდე თავისი მეუღლის ერთგული იყო.

ყველაზე ცუდი წყვილები "სამეფო კარის თამაშებიდან"

ტირიონ ლანისტერი და შაია
თავიდან მათი ურთიერთობები კარგად მიდიოდა და მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა თქმა არ შეეძლოთ, რადგან ეს, რომ ტაივინ ლანისტერს გაეგო, მაშინ შაიას აუცილებლად სიკვდილით დასჯიდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ შაიამ ტირიონს არ უღალატა, როდესაც მის სასამართლოზე წინააღმდეგ იცრუა.
მაყურებლების აზრით მეოთხე ეპიზოდი
რვა წლის განმავლობაში "სამეფო კარის თამაშები" ნამდვილ ჰიტად იქცა და მის თითოეულ ეპიზოდს მილიონობით ადამიანი მოუთმენლად
"სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონის მესამე ეპიზოდი საგის ისტორიაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. მის პრემიერას 12
სოფი ტერნერმა
თავისი ძლიერი ფემინისტური პოზიციით ცნობილმა სოფი ტერნერმა, რომელიც სანსა სტარკის როლით არის ცნობილი "სამეფო კარის
10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი
HBO-ს "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის პრემიერამდე სამი კვირაღაა დარჩენილი, ამიტომაც ბევრს სურს ზოგიერთი
GOT-ის მერვე სეზონში სანსა სტარკი აბჯარს მოირგებს
სოფი ტერნერმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" სანსა სტარკის როლს ასრულებს განაცხადა, რომ მერვე სეზონში მისი პერსონაჟი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება