Sony თავისი მასშტაბური ფილმების კინოთეატრებში გამოშვებას არ გეგმავს

Sony თავისი მასშტაბური ფილმების კინოთეატრებში გამოშვებას არ გეგმავს

13.09.2020 76
2020 წელი ბლოკბასტერებისთვის კარგი ნამდვილად არ იყო. "დოგმა" და "მულანი" კინომანებს ახსენებენ, თუ რა არის კინოში სიარული, თუმცა სხვა მასშტაბური პროექტები დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებენ. ასეთი სიფრთხილის გაგება შესაძლებელია: რატომ უნდა გამოუშვან სტუდიებმა ფილმები ახლა და მოგებაშიც კი ვერ გავიდნენ?

ასე ფიქრობენ Sony Pictures-შიც. სტუდიის ხელმძღვანელის - ტონი ვინჩიკერას თქმით ისინი ასეთი შეცდომის დაშვებას არ აპირებენ.

რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ არის ის, რომ ბაზარზე ძალიან ძალიან ძვირადღირებულ 200 მილიონ დოლარიან ფილმს გამოვუშვებთ, თუ დარწმუნებულები არ ვიქნებით, რომ კინოთეატრები ღიაა და მთელი დატვირთვით მუშაობენ.


ჰოლივუდს ჯერაც ვერ გაუგია, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კინობიზნესის ახალ რეალიებში. კინოთეატრები უცხოეთში იხსნება, მაგრამ კრისტოფერ ნოლანის ფილმმა პირველ უიქ-ენდზე 20 მილიონი დოლარი მოაგროვა, რაც ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი შეიძლება ორჯერ მეტიც კი ყოფილიყო ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის კინოთეატრებს, რომ ემუშავათ. Sony უბრალოდ იცდის და უყურებს, თუ რით დასრულდება ყველაფერი.

ვინჩიკერას მომდევნო ნახევარი წელი ინდუსტრიას "მხიარულ" და უცნაურ პერიოდს უწინასწარმეტყველებს. მან აღნიშნა, რომ სტუდიებმა შექმნილი სიტუაციიდან ბევრი ახალიც შეიძლება ისწავლონ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი Sony-სთვის ის იყო, რომ ზოგიერთი ფილმი სტრიმინგ-სერვისებს მიჰყიდა.
Sony-მ
კინოსტუდია Sony Pictures-მა ფილმ "ვენომი 2-ის" გაგრძელების გამოშვება გადადო. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციითკ
კორონავირუსსი გამო
კინოკომპანია Sony-მ თავისი ფილმების გამოშვება 2020 წლიდან 2021 წლისთვის გადადო. ცვლილებები კორონავირუსის პანდემიამ
Sony Pictures ქალი-ობობას შესახებ ფილმს გადაიღებს
სტუდია Sony Pictures Marvel-ის კომიქსების ეკრანიზებას აგრძელებს. გამოცემა Geek Tyrant-ის ინფორმაციით ერთ-ერთი შემდეგი
Netflix-მა ნიუ-იორკის ყველაზე ძველი კინოთეატრი იქირავა და დახურვას გადაარჩინა
Netflix ძალზედ სერიოზულად უყურებს კინოაკადემიკოსების მოთხოვნებს, რომ ფილმები, რომლებიც "ოსკარისთვის" აპირებენ ბრძოლას
კარები დახურულია: Sony-ს ხელმძღვანელმა ადამიანი-ობობას მომავლის შესახებ განცხადება გააკეთა
Marvel-ის კომიქსების ფანებს ადამიანი-ობობას კინოსამყაროში დაბრუნების იმედი ჰქონდათ, თუმცა მათი სურვილები არ გამართლდა,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება